Tuesday, August 30, 2011

ჰომოსექსუალიზმი და ეკლესია


გთავაზობთ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ღვთისმეტყველისა და მისიონერის დიაკონ ანდრეი კურაევის საღვთისმეტყველო ლექციებს.

აქვე ავღნიშნავთ, რომ საიტის ადმინისტრაცია არ იზიარებს დიაკონ ანდრეი კურაევის პოლიტიკურ შეხედულებებს აფხაზეთთან დაკავშირებით.

ამჯერად გთავაზობთ პასუხს კითხვაზე - შეუძლია თუ არა ჰომოსექსუალიტს გახდეს ეკლესიის მსახური?

რუსულიდან ექსკლუზიურად ბლოგისთვის თარგმნა ქეთევან ქევანიშვილმა

წყარო: http://kraiukhin.livejournal.com/252733.html



შეუძლია თუ არ ჰომოსექსუალისტს, რომ მართლმადიდებელი მღვდელმსახური გახდეს?


– ღმერთო, აბა როგორ გავცე ასეთ კითხვას პასუხი? თქვენ, რომ ჩემთვის გეკითხათ – „შეუძლია თუ არა ჰეტეროსექსუალისტს, რომ მღვდელმსახური გახდეს?“ – პასუხის გაცემა ამაზეც კი რთული იქნებოდა, იმდენად განსხვავებულია სხვადასხვა სამყაროთა ლექსიკონები...

ამიტომ, არ შეიძლება პასუხი იყოს მარტივი „არა". დიახ, საეკლესიო კანონები ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავენ, რომ ჰომოსექსუალიზმი, როგორც ქმედება, მღვდელმსახურის ხარისხთან შეუთავსებელია. მაგრამ, წორედ ამაშია გაურკვევლობა, რომ საეკლესიო კანონიკა (სამართლის ნორმები, კანონები) საუბრობენ სწორედ ქმედებებზე. საეკლესიო სამართლის ენაზე ჰომოსექსუალისტი - ეს არის ადამიანი, რომელიც განსაზღვრულ ქმედებას ჩადის. თანამედროვე ფსიქოლოგიის ენაზე კი ჰომოსექსუალისტი - ეს არის ადამიანი ჰომოსექსუალური მიდრეკილებით. ამგვარად, დღს ამ სიტყვამ უფრო ფართო გაგება შეიძინა.
 
სწორედ აქედან გამომდინარეობს გაურკვევლობა: რამდენადაც კანონები საუბრობენ ქმედებებზე და არა გულისთქმებზე, ამდენად, შეიძლება თუ არა, რომ საეკლესიო კანონების განსაზღვრებები პირდაპირ განზოგადდეს იმ ადამიანებზე, რომელთაც ჰომოსექსუალური ქმედებები ჯერ არც ჩაუდენიათ და მათ ჩადენასაც გაურბიან? რამდენად შეუძლია კანონს, სამართალს დასაჯოს გულისთქმებისთვის, დაარეგულიროს გრძნობები?
 
ადამიანი თავის გულისთქმებში სრულიად თავისუფალი არ არის. მასში მაინც აღწევს რაღაც ბოროტისეული. მასში მაინც ყალიბდება რაღაც ფსიქიკური ტრავმებითა და ბავშვობის (როგორც ადრეული, ასევე მოზარდობის პერიოდის) შთაბეჭდილებებით. თუკი ადამიანი საკუთარ თავში ამჩნევს ჰომოსექსუალურ მიდრეკილებას, ეს მას აშინებს, აფასებს ნეგატიურად, ინანიებს  და საკუთარ თავს ცოდვის ჩადენის საშუალებას არ აძლევს – ასეთ შემთხვევაში, ქრისტიანული თვალსაზრისით, ეს უპირატესად ასკეზაა. მან სძლია საკუითარ გულისთქმას, თუმცა ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ამოძირკვა იგი (და საერთოდ რომელი ცოდვილი გულისთქმის ამოძირკვაა შესაძლებელი?). მაშ რიღასთვის უნდა დაისაჯოს?
 
და ასეთი ბრძოლა აქვთ წმინდანებსაც. თუნდაც გულწრფელი, თუნდაც სუფთა ქრისტიანი შეიძლება აღმოჩნდეს შეპყრობილი ამ ცდუნებით. კითხვა: გულისთქმა მეუბნება, რომ მე ველაპარაკო ჩემს ძმას, რომლის მიმართაც მაქვს ლტოლვა, როცა მას ვხედავ... პასუხი: ძმაო! მეც ჩემს ახალგაზრობაში არაერთხელ და ძლიერად ვიყავი შეპყრობილი გულისთქმით ამ საშინელი ეშმაკის სიძვით და ვშრომობდი, ვებრძოდი ამ გულისთქმას, ვეწინააღმდეგებოდი და არ ვეთანხმებოდი მათ... ამ გინებას აშთობს შეუწყვეტელი ლოცვა ტირილით.. დაე, ნუ დაგასუსტებს შენ ეს ცდუნება, იმ დროს, როცა ყურადღებას აქცევ ძმას, რომლისადმი ხარ გატაცებული ან საუბრობ მასთან, მაგრამ თუ შენ მასთან ყოფნა მოგიწია შენი სურვილის საწინააღმდეგოდ, აღვსე შენი გონება უფლისადმი შიშით და კეთილშობილებით, და არ დაუგდო ყური ცდუნების ხმას... უთხარი შენს ცდუნებას: გაიხსენე უფლის საშინელი სამსჯავრო და სირცხვილი, რომელიც შენ მაშინ მოგელის“. (კითხვა ეკუთვნის აბბა დოროთეას და პასუხი უხუცეს ვარსონუფია დიდს).
როგორც ვხედავთ, ცოდვილი გულისთქმა თავისთავად ასეთი ტიპის, მონანიებული და არ განხორციელებული ცოდვილ საქმეში, ამ შემთხვევაში არ გახდა კანონიკური დაბრკოლება იღუმენად შედგომისათვის. მით უფრო, რომ ადამიანი ყოველთვის მთლიანად და ერთადერთი პასუხისმგებელი არ არის თავისი ფიქრებისთვის: ცუდი გულისთქმები შეიძლება შემოიჭრას ადამიანური სახის მტრისაგანაც.
აი ჩვეულებრივი მამაკაცი. მას აქვს ჩვეულებრივი მამაკაცური გრძნობა ქალისადმი. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის ყველას უნდა დაეტაკოს. და თუ ის არის დაუქორწინებელი (სემინარისტი) ან ბერი, მაშინ ის ვალდებულია ჰქონდეს მიზანშეწონილი ცხოვრების წესი. და თუ შენ, რაღაც მიზეზების წყალობით (ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური ან სხვა – არ მინდა ჩავება იმ დისკუსიაში, რომელიც შეეხება ჰომოჰექსუალიზმის წარმოშობის მიზეზებს) შეიძლება ჩამოგიყალიბდეს მიდრეკილება შენივე სქესისადმი – ეს არ ნიშნავს, რომ შენ უნდა დანებდე ამ გულისთქმას.
იბრძოლე. და თუ გაიმარჯვებ, თუ შეძლებ გააკონტროლო ეს შენი მიდრეკილება, მაშინ შენ შესძლებ გახდე სასულიერო პირი. მხოლოდ ამ შემთხვევაში, თუკი „ჰომოსექსუალიზმის“ ქვეშ გაიგებთ შენივე სქესის ადამიანებისადმი მიდრეკილებას, და არა სექსუალურ პრაქტიკას, მხოლოდ მაშნ შეიძლება თქვა, რომ ადამიანი, რომელსაც ეს მიდრეკილება აქვს და არ მიჰყავს ჰომოსექსუალიზმი პრაქტიკულ საქმემდე, შეიძლება გახდეს სასულიერო პირი.
და ბედისწერის კიდევ ერთი მოსახვევი, რომელიც დაკავშირებლია ამ სევდიან თემატიკასთან – რა მოხდება, თუკი ადამიანი უკვე გახდა ბერი, მღვდელი და მხოლოდ ახლა მიაქცია ყურადღება თავისი სექსუალური სურვილების რეალურ სტრუქტურას და მოიაზრა თავი ფსიქოლოგიური ასპექტით ჰომოსექსუალისტად? ამ „ძახილის“ გაგების შემდეგ და რეალობის საშინელების გაცნობიერების შემდეგ, ის მიდის მღვდელთან აღსარებაზე და ეუბნება, რომ მას აქვს ასეთ დ ასეთი მავნე აზრი სულში შეჭრილი. უნდა მოითხოვოს კი მღდველმა ასეთი ადამიანისაგან სასულიერო სანზე უარის თქმა? მე მგონია, რომ არა.
საეკლესიო კანონები კი პავლე მოციქულის დროიდან სწორედ რომ არ ანსხვავებენ სიძვის ცოდვას „ბუნებრივ“ და „არაბუნებრივ“ სახეობად. და მემრუშეებისათვისაც ნათქვამია ის რაც მამათმავლებისათვის: „ ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ? ნუ სცდებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანგაჰრთა, არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთსაჲ ვერ დაიმკჳდრონ. (1 კორინთელთა, 6 9-10).
მამათა კანონებით ასევე ერთმანეთს გათანაბრებულია ერთი ცოდვა მეორეს. მრუშობა, რომელიც შეურაცხყოფს უფალს... მამათმავლები და ზოოფილები, მკვლელები და მწამლავები, მემრუშენი და კერპთაყვანისმცემლები – ღირსნი არიან მსგავსი მსჯავრის. ამიტომ წესი, რომელიც გაგაჩნია სხვა ცოდვების მიმართ, მისდიე მას ამ შემთხვევაშიც და დაიცავი... ვინც მამათა აღრევის უშვერება ჩაიდინოს, მრუშობისათვის დაწესებული სასჯელი მოიხადოს იმავე სახით (ბასილი დიდის კანონი, 6, 7, 62; ანალოგიურია წმინდა გრიგოლ ნოსელის მე4 კანონი).
წმინდა იოანე IV (კონსტანტინოპოლის პატრიარქი) ამცირებს ეპიტამიას (თუ რატომ – ამაზე ის საუბრობს თავის მე3 კანონში) მრუშების ცოდვებზე 15 წლიდან 3 წლამდე. – ამასთან კვლავ არ არის განსხვავება სიძვასა და მამათმავლობას შორის (კანონები 20 და 29) (ეპიტამია – ესაა განკვეთის/გაძევების ან სასჯელის განსაზღვრული პერიოდი, რომელიც დაწესებულია სხვადასხვა სულიერი შეცოდებებისათვის: მეტანია, ლოცვა და ა.შ.)
იმავე კანონისტთან ვხვდებით ჩვენ კანონების მოქმედების შეზღუდვებს: „გულისმიერი მოქმედება ბიწიერი გულისთქმების შემწეობით, თუ ცოდვა ჯერ კიდევ ვარ არის ჩადენილი, არ ექვემდებარება ეპიტამიას... ხოლო თანაგრძნობა გულში გაჩენილი გულისთქმებისა იწმინდება 12 მეტანიით.. ბრძოლა ვნებებთან ხდება ან ქების ღირსი ან სასჯელის (წესები 4,5 და 6).
თავად ადამიანის სექსუალობა თავის თავში მოიცავს დაცემის საფრთხეს. მღვდელმა იცის ეს. იციან ასევე კანონებმაც. ამიტომ აზრები არ ისჯება (თუმცა მათთან ბრძოლა ადამიანს მოეთხოვება).
აი მორჩილი მივიდა აღსარების სათქმელად მონაზვნად აღკვეცის წინ. ხვალ საღამოს იგი მისცემს ქალწულობის აღთქმას. არის მასში გულისთქმები, რომელიც თუ ისინი არ განხორციელდება რეალურად, აღმოჩნდება კი შეთავსებული ცათა სასუფევლის მემკვიდრეობისათვის, მონაზნობისათვის და მღვდელმსახურებისათვის? – რა თქმა უნდა. მაგრამ სწორედ ამისათვის, რომ არ გახდე გულისთქმების მონა, უნდა მიმართ უხუცესს და გამოუცხადო ვნებებს ბრძოლა.
შეიძლება კი იყო დარწმუნებული, რომ ისინი მუდამ დარჩებიან ისეთივე სუფთანი, როგორც თავის აღსარების დროს და მონაზვნად აღკვეცის დროს? – არა: ასეთი დარწმუნებულობა არ აქვს არც იღუმენს, არც მღვდელს, არც ეპისკოპოსს, რომელიც იძლევა მონაზვნად აღკვეცის კურთხევას.
ასე რომ ნებისმიერი შემთხვევა მონაზვნად აღკვეცისა, ან ქიროტონია – ესაა თავისებური რისკი. მაგრამ არის ასევე იმედი, რომ „ღმერთთან თანაზიარი“ ახალგაზრდა გააგრძელებს დაწყებულ გზას საშინელი ცოდვითი დაცემის გარეშე. და ამ იმედში მას ეხმარებიან და ეშველებიან.
ამ იმედის უფლება ყველა ადამიანს აქვს, რომელსაც სურს განთავისუფლდეს გულისთქმების ტირანიისგან და გახდეს საკუთარი გულის მბრძანებელი.