გთავაზობთ ამონარიდებს ორი დიდი წმინდა მამის იოანე ოქროპირის (IV-V ს.ს.) და ანასტასი ანტიოქიელის (VI ს.) ნაშრომებიდან. პირველი მათგანი წარმოადგენს ამონარიდს 1802 წელს მოწამეობრივად აღსრულებული მონაზვნის გაბრიელ მცირეს მიერ შედგენილ კრებულ "კლიტეში" შესულ წმინდა იოანე ოქროპირის სწავლებიდან წმინდა ზიარების მნიშვნელობაზე. მეორეც ასევე ეხება მნიშვნელოვან ეკლესიოლოგიურ საკითხებს. მათში ნათლად არის წარმოჩენილი ტრადიციულ მართლმადიდებლურ სწავლებაში არსებულ ღირებულებათა პრიორიტეტები. აქ ვხედავთ, რომ დღეს ჩვენთან გაბატონებული ტენდენციის საწინააღმდეგოდ ღვთის თვალში ყველაზე მეტად ფასობს არა ტაძრების მშენებლობა ან საკურთხევლების და საეკლესიო საიდუმლებებისთვის გამოსაყენებელი ჭურჭლის შემკობა ძვირფასი ლითონებითა და თვლებით, არამედ თითოეული ადამიანი როგორც სულისა და სხეულის განუყოფელი ერთიანობა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს სინამდვილეში თითქმის სრულიად მივიწყებულ ამ ქრისტიანული ფუძემდებლური პრინციპზე ყურადღების გამახვილებას როგორც წმინდანთა ცხოვრებებიდან და საეკლესიო ისტორიიდან მაგალითების მოხმობით ასევე წმინდა მამათა საღვთისმეტყველო სწავლებების გადმოცემით.
ტექსტები ძველი ქართულიდან საგანგებოდ ჩვენი საიტისთვის თარგმნა დავით ჩანადირმა მის მიერვე გამოსაცემად მომზადებული შემდეგი თხზულებებიდან: წმინდა გაბრიელ მცირე, "წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა თქუმულთაგან ღვთივსულიერნი სწავლანი, რომელსა ეწოდების კლიტე", თბილისი, 2011; წმ. ანასტასი ანტიოქიელი, „კითხვა-მიგებაი“, თბილისი, 2008 წელი.

რომელსაც გნებავს, ძღვენი შესწირო ეკლესიას, ჯერ შენი სული განიწმინდე ცოდვისაგან და (ის) შეწირე.
ეს ძღვენი აღემატება ყველა ძღვენს, ხოლო თუ ხილული ძღვენის შეწირვაც გნებავს, ისეთი ძღვენი მოამზადე, რომელშიც მონახვეჭის და ანგარების წილი არ იქნება გარეული, რადგანაც ეკლესია საოქრომჭედლო კი არ არის, ოქროსა და ვერცხლს რომ ეძიებდე, არამედ სულის სიწმინდეა საჭირო და რაც პატიოსნად იქნება ნაშოვნი, იმას შეიწირავს ღმერთი.
არ ყოფილა ის მაგიდა ვერცხლის და არც ის ბარძიმი იყო ოქროსი, რომლითაც ქრისტემ მოციქულები აზიარა, მაგრამ მისი პატიოსნება და ბრწყინვალება შემაძრწუნებელი იყო და თვალშეუდგამი, რადგან სულიწმიდით იყო აღსავსე.
გინდა, ქრისტეს საიდუმლოს სცე თაყვანი? ნუ უგულებელყოფ მას, როდესაც მშიერ-მწყურვალსა და შეუმოსავს ნახავ.
რა სარგებელი იქნება, თუ ძვირადღირებულ ძვირფას ქსოვილს შესწირავ ეკლესიას და გარეთ სიცივეში მყოფ შეუმოსავ ქრისტეს უგულებელყოფ? განა არ იცი, რომელმაც თქვა: ,,ეს არის ჩემი ხორცი’’ და ნათქვამი საქმით დაამტკიცა, მანვე თქვა: ,,მიხილეთ მე მშიერი და არ მომეცით საჭმელი, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ მე, რადგან რაც ერთ მცირეთაგანს არ გაუკეთეთ, ის მე არ გამიკეთეთ’’.
ვიჩქაროთ უკვე ქრისტეს პატივისცემა ისე, როგორც მას ნებავს და არა როგორც _ ჩვენ. რადგან წმინდა საიდუმლოს პატივისცემა ის არის, რომ ცოდვისაგან განწმენდილი სულით ვეზიარებოდეთ, რადგან არა ოქროს ჭურჭელი სჭირდება ღმერთს, არამედ სული _ ოქროზე უბრწყინვალესი.
ხოლო ოქრო და ვერცხლი გლახაკებს მიეცით. არა თუ იმას ვკრძალავ, რომ სამკაული შევწიროთ ეკლესიებს, არამედ იმას ვამბობ, რომ ჩვენ უპირველესად გლახაკთა დახმარება გვმართებს. ხოლო ეკლესიაში შეწირულს, რომელიც წმინდა იქნება ყოველგვარი მომხვეჭველობისაგან, შეიწირავს ღმერთი, მაგრამ გაჭირვებულთა დახმარება უფრო სათნო ეყოფა და მეტად შეიწირავს.
რამეთუ რა სარგებელი იქნება, თუკი საკურთხეველი სავსე იქნება ოქრო-ვერცხლითა და მოოქრული სამოსელით, ხოლო თავად ქრისტე გარეთ იდგება მშიერ-მწყურვალი და შეუმოსავი?! ჯერ მასზე იზრუნე _ საზრდელითა და შესამოსელით და მერე ეკლესია შეამკე.
მითხარი, რომ ნახო ვინმე მშიერ-მწყურვალი, შეუმოსავი და შეჭირვებული და არ მისცე პური, არც წყალი დაალევინო, არც ტანსაცმელი ჩააცვა, არამედ მოოქრულ ტაძარში შეიყვანო და მოჩუქურთმებული ტრაპეზი აჩვენო, მადლიერი დაგრჩება? ასე ნუ იქნება!
ასევე იფიქრე ქრისტეზე, როცა ის უცხო და შეჭირვებული დადის, შენ კი მასზე ზრუნვა მიგიტოვებია და ტაძრებს ამკობ _ მარმარილოთი და ოქროს სვეტებით, ვერცხლითა და ძვირფასი ქსოვილით, არავითარი სარგებელი არ გექნება შენ! არამედ ის შეიწყნარე, პირველად მასზე იზრუნე და მერე ამასაც თუ იზამ (ტაძარს თუ შეამკობ), კარგია.
ოქროსა და ვერცხლის სამკაულით (ეკლესიის) გაუმშვენებლობისათვის არავინ დადანაშაულებულა, ხოლო გლახაკთა მოწყალების დაზარებისათვის ჯოჯოხეთია გამზადებული, უშრეტი ცეცხლი და ეშმაკებთან დასჯა.
ამიტომ ნუ იზამ იმას, რომ ტაძარს ამკობდე და გაჭირვებაში მყოფი ქრისტეს ძმა უგულებელყო, რადგან ის (ქრისტეს ძმა) მის (ქრისტეს) ტაძარზე აღმატებულია.
ხოლო რასაც ძმას გაუკეთებ _ მშიერს, შეუმოსავსა და უცხოს, ხელშეუხებლად იქნება; ეშმაკთა მთელი კრებულიც რომ გაერთიანდეს, ვერ შეძლებენ მის მოტაცებას.
ალბათ მეტყვიან ზოგიერთები: როგორ თქვა უფალმა: ,,გლახაკები მარად თქვენთან არიან, ხოლო მე არ ვიქნები ყოველთვის თქვენთან’’? ძმებო, მეც ამიტომ ვამბობ, რომ საჭიროა სწრაფად და მონდომებით გავიღოთ მოწყალება, რადგან ვერ ვნახავთ მას (ქრისტეს) ყოველთვის მშიერს, არამედ მხოლოდ აქ, წუთისოფელში, რადგან ეს არის დრო მოწყალებისათვის.

წმიდა ანასტასი ანტიოქიელი
კითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი
კითხვა: სად შეიძლება და სადაა უმჯობესი მოწყალების გაღება, ეკლესიებში, თუ გლახაკებთან?
პასუხი: როგორც სახარებაში წერია, მარჯვნივ მდგომთა კურთხევისას, როცა (უფალმა) უთხრა: ,,მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ~ (მთ. 25,34.), სხვას არაფერს ახსენებს, მხოლოდ გლახაკებს, უცხოებსა და შეუმოსავებს; უძლურებსა და პატიმრებზე გაღებული მოწყალება თავისად მიიჩნია უფალმა.
თუმცა, არიან ღარიბი ეკლესიებიც, რომელთაც არ გააჩნიათ სათანადო ნივთები ეკლესიისთვის და მათი დახმარება კარგია.
ხოლო ვინც მდიდრ ეკლესიებს სწირავს ქონებას, არ იცის, თუ რა ბედი ეწევა იქ (ეკლესიაში) შეგროვილს, რადგანაც მრავალმა ეკლესიამ შეაგროვა დიდძალი ქონება და მრავალი ჭურჭელი, მაგრამ გაუფრთხილებლობის გამო ან გაფუჭდა, ან ქურდებისა და წარმართებისაგან გაიძარცვა.
ცხადია, რომ გლახაკთა დახმარება უფრო მეტია, რადგანაც ყველაფერი, რაც შენი ხელით მიეცემა გაჭირვებულს, ღმერთთან იქნება შენახული.
ამიტომ ამბობს იოანე ოქროპირი: ,,ეკლესიათა გაუმშვენებლობისთვის არავინ დადანაშაულებულა, ხოლო გლახაკთა დაუხმარებლობისთვის გეენიაა გამზადებული, უშრეტი ცეცხლი და დასჯა ეშმაკებთან”.