საიტის მიზნები

ინტერნეტ ტექნოლოგიების დიდი სისწრაფით შემოსვლამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი გავლენა მოახდინა თითქმის ყველა სფეროზე და გამონაკლისი არც საეკლესიო თემატიკის სოციალური ქსელებია. მიუხედავად ამისა, ქართული საღვთისმეტყველო ინტერნეტ სივრცე ძალიან ღარიბია და მეტწილად ორიენტირებულია უფრო ყოფით–რიტუალურ დონეზე თეოლოგიურ განათლებაზე. ჩვენი საიტის მიზანს წარმოადგენს ფართო საზოგადოებისთვის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების (და მისი მომიჯნავე საკითხების), იმ მიმართულებების გაცნობა, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის პრაქტიკულად უცნობია. საიტზე განთავსდება (ან ინფორმაცია დაიდება სხვა საიტებზე გადამისამართებით) მართლმადიდებელ თეოლოგთა ნაშრომების ორიგინალური ვერსიები, მათი თარგმანები და საიტის ბლოგერთა პუბლიკაციები.
აგრეთვე აღვნიშნავთ, რომ საიტი შექმნილია ბლოგერების პირადი ინიციატივით და ის არ გამოხატავს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას.


დაგვიკავშირდით მისამართზე: info@orthodoxtheology.ge