საიტის ადმინისტრატორი:
დავით ხოსიტაშვილი
სამების საკათედრო ტაძრის ხმის რეჟისორი; მუსიკოსი (გიტარისტი), კლასიკური რადიოსადგურის “მუზას“ ტექნიკური მენეჯერი და საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდიის “საავტოროსტუდიის“ ხმის რეჟისორი. სხვადასხვა დროს უკრავდა ისეთ ცნობილ ჯგუფებში როგორიცაა, “მთვარის კლუბი“, “ზუმბა“, “Royal Way“ და “შუქი მოვიდა“. 2002 წელს დააარსა ანსამბლი “სტუმარი“ და ჩაწერა ალბომები “ბეწვის ხიდი“ და “დილა“. აგრეთვე ჩაწერილი და გახმოვანებული აქვს მულტიპლიკაციური და დოკუმენტური ფილმები.
ბლოგერები:
დეკანოზი ლევან მათეშვილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ადრეული ქრისტიანობის ისტორიაში და პარალელურად წარმატებით დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტში რელიგიის ფილოსოფიის კურსი. ამჟამად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურაში განათლების მეცნიერებების მიმართულებით. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას.
მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი
თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო აკადემიაში, რომლის პირველი კურსის დახურვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, განათლების მისაღებად გაემგზავრა რუმინეთში. სწავლობდა ქ. ბუქარესტის და ქ. კონსტანცას სახელმწიფო უნივერსიტეტების საღვთისმეტყველო ფაკულტეტებზე. სამშობლოში დაბრუნდა თეოლოგიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხით კანონიკურ (საეკლესიო) სამართალში. არის საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მონაწილე და მრავალი სამეცნიერო სტატიისა და გამოკვლევის ავტორი. ამჟამად ლექციებს კითხულობს კანონიკურ სამართალში თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე გახლავთ საქართველოს საპატრიარქოს სარეცენზიო კომისიის წევრი.
დიაკვანი ირაკლი (ერეკლე) წაქაძე
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სადოქტორო ხარისხი დაიცვა სინგაპურის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, რის შემდეგაც სამეცნიერო მოღვაწეობა განაგრძო დანიის ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში პლაზმის ფიზიკის განხრით. ავტორი და თანაავტორია 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა. ამჟამად მუშაობას განაგრძობს საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიაში ქალაქ კოპენჰაგენში. ამავე დროს მსახურობს დიაკვნად კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ კოპენჰაგენის დანიურ მართლმადიდებლურ სამრევლოში.
სერგო ფარულავა
თბილისის სემინარია–აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის დამთავრების და თეოლოგის კვალიფიკაციის მიღების შემდეგ გაემგზავრა რომის პონტიფიკალურ უნივერსიტეტში–გრეგორიანა, სადაც მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ეკლესიის ისტორიის სპეციალობით. ამჟამად გახლავთ ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი და მუშაობს სადოქტორო ხარისხზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა ეკლესიის ისტორიის, თეოლოგიის და ახალი აღთქმის პედაგოგად. ხშირად მართავს საჯარო ლექციებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. არის იტალიის ქართული სათვისტომოს ერთერთი აქტიური წევრი.
ზურაბ ჯაში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების დარგში ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ სწავლა გააგრძელა ღვთისმეტველების სფეროში და დაიცვა ბაკალავრის ხარისხი თბილისის სასულიერო აკადემიაში, ხოლო სამაგისტრო ხარისხი დარემის (ინგლისი) უნივერსიტეტში. ამჟამად ლაიპციგის უნივერსიტეტში მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე ღვთისმეტყველების დარგში. ძველი ბერძნულიდან თარგმნილი და გამოცემული აქვს წმინდა მამათა და საეკლესიო მწერლების ნაშრომები. არის რამდენიმე სტატიის ავტორი.
ზაზა ოსმანოვი
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ამავე უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში, ხოლო მომდევნო პერიოდში გაემგზავრა ტურინის (იტალია) უნივერსიტეტში, სადაც წარმატებით დაიცვა სადოქტორო ხარისხი ფიზიკის დარგში. დისერტაციის დაცვის შემდეგ აქტიურ სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას ეწევა ასტროფიზიკაში, ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე და აქტიურად თანამშრომლობს უცხოეთის რამდენიმე წამყვან კვლევით ცენტრთან. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიკის სკოლის კოორდინატორია. არის რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთკავშირის თემაზე გამოქვეყნებული რამდენიმე სტატიის ავტორი, ხშირად მართავს აღნიშნული თემატიკის გარშემო სემინარებს.
არჩილ მეტრეველი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოპოვების შემდეგ, სწავლა გააგრძელა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე - „საეკლესიო ისტორია და სამართალი“, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მიენიჭა აკადემიური ხარისხი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი თეოლოგიაში, სამაგისრტო ნაშრომის თემა: „კანონიკური სამართლის ნორმის ცნება და სტრუქტურა (ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების კანონების მიხედვით).“ ამჟამად საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე - „ფეოდალური საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობა საკანონმდებლო სფეროში.“ ამავე სკოლის მაგისტრატურაში უძღვება ლექციების კურსებს - „კანონიკური სამართალი“ და „სახელმწიფო და ეკლესია.“ არის რამდენიმე სტატიის ავტორი და ჩატარებული აქვს რამდენიმე საჯარო სემინარი თემებით: „დანაშაული და სასჯელი (საერო და საეკლესიო სამართლებრივ მოძღვრებათა შედარებითი ანალიზი)“, „საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის თანამშრომლობა შემცოდე-დამნაშავის დასჯაში (XII-XIIIსს.)“ და სხვ.
თეიმურაზ ბუაძე
თეიმურაზ ბუაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის
ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასპირანტურაში. ამის შემდეგ, თეოლოგიას სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო
ფაკულტეტზე. თეოლოგიის შესწავლა გააგრძელა შამბეზის (ჟენევა, შვეიცარია), კონსტანტინეპოლის
საპატრიარქოსთან არსებულ, საღვთისმეტყველო ინსტიტუტში, სადაც თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი
მოიპოვა. ამის შემდეგ, ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე გააგრძელა
სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობა და პარალელურად სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ეკონომიურ
ფაკულტეტზე. ფრიბურგის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თეოლოგიაში და მოიპოვა
ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი. 2012 წელს, Editions Universitaires
Européennes აპირებს მისი სადოქტორო დისერტაციის წიგნად გამოცემას.
ამჟამად, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. ტელევიზიაში "ერთსულოვნება" მიჰყავს გადაცემა "საღვთისმეტყველო საუბრები".