და ეს ხდება რამდენიმე კვირის შემდეგ ახალი წლისა და შობის დღესასწაულიდან, როცა ალექსანდრიაში მართლმადიდებელ კოპტებს ტერორისტული აქტი მოუწყვეს და რამდენიმე ათეული ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს.
იმ დროს, როცა მუსლიმები ლოცვას აღავლენდნენ, ქრისტიანები მათ გარშემო ცოცხალ ჯაჭვს აკეთებდნენ და ამგვარად იცავდნენ თავდასხმისგა
ნ. იმავეს იმეორებდნენ მუსლიმებიც ქრისტიანების შემთხვევაში. შეკრებილი ხალხი ერთხმად იმეორებდა: “მუსლიმი, ქრისტიანი – ამას მნიშვნელობა არა აქვს. დღეს ყველანი ერთნი ვართ.”
“ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ისეთი ერთსულოვნებაა, რომ მას ვერავინ დაძლევს. ვინც პროტესტის გამოსახატავად მოდის, ყველას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ხალხის ერთიანობა.” – 32 წლის მუსლიმი აჰმედ ალ-ასი.
ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდა ყურანი, ბიბლია და ჯვარი.
“ტაჰრირში ბევრი ახალგაზრდა მუსლიმი აქტივისტი ვნახე. ზოგიერთი მათგანი “მუსლიმთა საძმოდანაც” კი იყო. მათ ამიხსნეს, რომ ისლამი მოუწოდებს მათ, დაიცვან ქრისტიანები და ის ადგილები, სადაც ქრისტიანები ლოცულობენ. მათგან გავიგე, რომ ისლამში არაა ისეთი რამ, რაც მათ ჩვენს წინააღმდეგ წააქეზებს.” – მართლმადიდებელი კოპტი, სახელად ბუტროსი, გვარი უცნობია.
“მე ქრისტიანულ ეკლესიებს ისევე ვიცავ პოლიციის შეტევებისგან, როგორც მეჩეთებს, რადგანაც, ისლამის მიხედვით, პატივი უნდა ვცეთ ქრისტიანთა სალოცავ ადგილებს. როგორც ეგვიპტელ მუსლიმს, არ მაქვს რაიმე მიზეზი, რის გამოც ქრისტიანები უნდა მძულდეს. ჩვენ ყოველთვის მეზობლები ვიყავით და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.” – 42 წლის აბდულა რაგები.
“29 იანვარს შეტაკებების გამო დედა შეშინდა. მან მუსლიმ მეზობლებს სთხოვა შეფარება. ისინიც დათანხმდნენ და დედა და ჩემი უმცროსი დები მათთან იყვნენ, სანამ მე და მამა სახლში დავბრუნდებოდით. ჩვენ კარგად ვართ ერთმანეთთან და თუკი ოდესმე რაიმე უთანხმოება მოგვივა, ეს რელიგიის გამო არ იქნება.” – 26 წლის კოპტი მართლმადიდებელი, სკოლის მასწავლებელი ამგად ბიშაი.