მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი
ღვთისმეტყველების დოქტორი კანონიკურ სამართალში
ღვთისმეტყველების დოქტორი კანონიკურ სამართალში
ისტორიულად მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ-კანონიკურ აზროვნებაში არსებობს ორი განსხვავებული გაგება იმისა, თუ რომელ ადგილობრივ ეკლესიას შეიძლება ეწოდოს სამოციქულო: ერთი განსაზღვრების თანახმად სამოციქულოა ის ადგილობრივი ეკლესია, სადაც დაცულია წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო სწავლება, მეორე სწავლების მიხედვით კი სამოციქულო ეკლესიად იწოდებოდა მხოლოდ ის ადგილობრივი ეკლესია, რომლის ტერიტორიაზეც უქადაგია რომელიმე წმინდა მოციქულს.
I. პატრისტიკულ პერიოდში, ანუ I-VIII სს-ში, როდესაც რომელიმე ადგილობრივ ეკლესიაზე ამბობდნენ, რომ ის სამოციქულოა, გულისხმობდნენ, რომ იქ დაცულია წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო სწავლება. მაგალითად, ისეთი მწერლები, როგორებიც იყვნენ წმინდა ირინეოს ლიონელი, ჰეგესიპი, ტერტულიანე, ევსები კესარიელი და სხვები, თავიანთ ნაშრომებში დიდ ყურადღებას უთმობდნენ გარკვეული ადგილობრივი ეკლესიების უშუალოდ მოციქულებისგან წარმომავლობის დემონსტრირებას. ხოლო ამას აკეთებდნენ იმის დასამტკიცებლად, რომ მათ მიერ ნახსენებ ეკლესიებში უწყვეტად გადმოიცემა მოციქულთა მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტი სარწმუნოება. მათი თქმით, მწვალებლები ტყუილად აცხადებენ პრეტენზიას და საკუთარ თავს სამოციქულო ეკლესიებს უწოდებენ, რადგან მათთან არაა შემონახული ჭეშმარიტი აღმსარებლობა [1]. სხვა სიტყვებით, პატრისტიკულ პერიოდში სამოციქულოდ იწოდებოდა ყველა ის ადგილობრივი ეკლესია, სადაც იქადაგებოდა ჭეშმარიტი სარწმუნოება.
აქ საკმარისია გავიხსენოთ მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლოს (მრწამსის) მე-9 წევრი - ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია - საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესია ერთობლიობაში და ცალ-ცალკე აღებული არის ერთი, კათოლიკე და სამოციქულოც, ხოლო ზედსართავი „სამოციქულო“ განსაზღვრავს ზუსტად მოციქულთა მიერ ნაქადაგებ ჭეშმარიტ სარწმუნოებას [2].
II. შედარებით უფრო გვიან, X-XII ს-ებში, განვითარდა სხვა სწავლება, რომლის მიხედვითაც სამოციქულო ეკლესიად იწოდებოდა მხოლოდ ის ადგილობრივი ეკლესია, რომლის ტერიტორიაზეც უქადაგია რომელიმე წმინდა მოციქულს. იმ შემთხვევაში, თუ ეკლესია ვერ ახერხებდა ამის დემონსტრირებას, შეიძლებოდა დამდგარიყო მისთვის ავტოკეფალიის ან რომელიმე საპატიო რანგის ჩამორთმევის საკითხი. აქ შეიძლება გავიხსენოთ წმინდა გიორგი ათონელის საუბარი ანტიოქიის პატრიარქ თეოდოსისთან XI ს-ის შუა წლებში, როცა აღმოსავლეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელმა სცადა ჩამოერთვა საქართველოს ეკლესისთვის ავტოკეფალია იმის საბაბით თითქოს საქართველოში არ უქადაგია არცერთ მოციქულს [3].
იმის გამო, რომ ზედსართავ „სამოციქულოს“ აქვს ასეთი მნიშვნელოვანი დოგმატური და კანონიკური დატვირთვა, ჩვენი მიზანია, მოვიყვანოთ ყველა არგუმენტი იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს ეკლესია ნამდვილად იმსახურებს სამოციქულო სტატუსს:
რაც შეეხება პირველ განსაზღვრებას, აქ ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ეკლესია არის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, ინახავს მოციქულთა მიერ ნაქადაგებ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ყველა სხვა ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიასთან იცავს დოგმატურ, კანონიკურ და ლიტურგიკულ ერთობას. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დადგენილებაში წერია: „ამისთვის შემოკრბა კრება (...) გარნა არა თუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაიმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესე, არა გეცრუვნეთ შენ, წმიდაო მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა გამცემელ ქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნულ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტებაი (...)“ [4]. მაშასადამე, აქედან გამომდინარე საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია სამართლიანად იწოდება სამოციქულოდ.
რაც შეეხება მეორე განსაზღვრებას, აქ უკვე მოგვიწევს უფრო საფუძვლიანი არგუმენტების მოყვანა, რადგან, როგორც აღნიშნავს მეუფე ანანია ჯაფარიძე, „ახალ დროში, განსაკუთრებით XX ს. დასაწყისში, წმინდა ანდრიას საქართველოში ქადაგება ლეგენდად გამოცხადდა“ [5].
უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ აუცილებელია საკითხის არსებითად ახლებურად განხილვა. ქართული ეკლესიის მოციქულთა მიერ დაარსების პრობლემატიკა აქამდე საერთოდ არ განიხილებოდა კანონიკური სამართლის კუთხიდან. ამან განაპირობა ის, რომ ქართულ ეკლესიად მიჩნეული იყო მხოლოდ ის ქრისტიანული თემები, რომლებიც უშუალოდ შედიოდნენ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში. ისტორიკოსების ყურადღება მთლიანად იმის დადგენაზე იყო ფოკუსირებული, უქადაგია თუ არა რომელიმე მოციქულს უშუალოდ საქართველოს სახელმწიფოს - იბერიის ტერიტორიაზე. ასეთი მიდგომა საკითხისადმი ცალმხრივი და არასრულყოფილია. კანონიკური სამართლის მეცნიერების მიხედვით, ეროვნულ-ნაციონალური ეკლესია არ შემოისაზღვრება მხოლოდ ერთ რომელიმე სახელმწიფოს საზღვრებში მოქცეული მრევლით, არამედ გულისხმობს კონკრეტული ეროვნების ყველა მორწმუნეს სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის [6].
მოციქულთა 34-ე კანონი ბრძანებს, რომ: „ყოველი ერის ეპისკოპოსები უნდა ცნობდნენ პირველს მათ შორის, აღიარებდნენ მას, როგორც თავ ეპისკოპოსს და თავიანთ ძალაუფლებაზე აღმატებული არაფერი მოიმოქმედონ მისი ნებართვის გარეშე (...)“ [7]. მოყვანილი კანონის პირველი ორი სიტყვა ბერძნულ დედანში გადმოცემულია სიტყვებით εκάστου έθνους (singularium gentium - ლათინურად), რაც ზოგადად მოსახლეობის კი არა, ნაციის აღმნიშვნელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრების ორგანიზება და მართვა-გამგეობა პირველივე საუკუნეებიდანვე ხდებოდა ეროვნულ-ნაციონალური პრინციპის გათვალისწინებით [8]. ანუ, პირველივე ქრისტიანული თემები უკვე გამოირჩეოდნენ შესაბამისი ნაციონალური ნიშან-თვისებებით: ლიტურგიკული ენა, ტრადიციები, ადგილობრივი ეროვნული იერარქია და ა.შ. კართაგენის 50-ე და სარდიკის მე-6 კანონების მიხედვით, ეპისკოპოსის არჩევა ხდებოდა კონკრეტული პროვინციის მღვდელმთავრებისა და დაქვრივებული ეპარქიის მრევლის მიერ, რაც გამორიცხავდა თემისთვის უცხო ადამიანის ჩამოყვანასა და კურთხევას. ეს კიდევ ერთი დამამტკიცებელი არგუმენტია, რომ პირველ საუკუნეებში ყველა ქრისტიანული თემი გამოირჩეოდა თავისი ადგილობრივი ეროვნულ-ნაციონალური ხასიათით. ამ კანონიკური პრინციპიდან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ იქ, სადაც ცხოვრობდნენ ქართული ტომები და ყალიბდებოდა ადგილობრივი ქრისტიანული თემი, ეკლესიას ყოველთვის ეძლეოდა შესაბამისი ქართული ეროვნული ნიშან-თვისება. მრავალი ისტორიული და ეთნოგრაფიული წყაროდანაა ცნობილი, რომ რომის იმპერიის პონტოსა და კაპადოკიის პროვინციების ძირითად ადგილობრივ მოსახლეობას, სხვა ეროვნებებთან ერთად, ყოველთვის ქართული ტომებიც წარმოადგენდნენ – ლაზები და მესხები [9]. ამიტომ ქართული ეკლესიის დაარსებაზე საუბრისას მხედველობაში აუცილებლად უნდა მივიღოთ მოციქულების ქადაგება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს – იბერიის საზღვრებში, არამედ რომის იმპერიის პონტოსა და კაპადოკიის პროვინციებშიც.
ქვემოთ მოვიყვანთ რამოდენიმე რომაულ, ბიზანტიურ და ქართულ წყაროს, საიდანაც მტკიცდება, რომ კაპადოკიისა და პონტოს პროვინციების მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენდნენ ხსენებული ქართული ტომები:
პირველი საუკუნის რომაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ბიბლიური ნოეს შვილიშვილების შთამომავლებზე საუბრისას ამბობს - „თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ; მესხები დაფუძნებული არიან მესხის მიერ, ახლახან მათ კაპადოკიელები ეწოდათ“ [10].
ევსტათი ანტიოქიელი (IV ს.) - „ობელი, რომლისაგან არიან თეობელები, დღეს იბერები ეწოდებათ; ოსოხი, რომლისაგან არიან მესხენები, დღევანდელი კაპადოკიელები არიან“ [11].
ამავე ინფორმაციას სხვა ისტორიკოსებიც ადასტურებენ. მაგალითად, თეოდორიტე კვირელი (V ს.) [12], კონსტანტინე პორფიროგენი (X ს.) [13] და ლეონ გრამატიკოსი (X ს.), რომელიც წერს: „თობელისაგან - თობელები, რომელთაც ახლა იბერები ეწოდებათ, მესხისგან - მესხები, რომელთაც ახლა კაპადოკიელები ეწოდებათ“ [14].
პონტოს პროვინციისა და მისი დედაქალაქის – ტრაპიზონის მკვიდრ მოსახლეობასთან დაკავშირებით მოგვეპოვება შემდეგი წერილობითი წყაროები:
ქართლის ცხოვრების ინფორმაციით, ქალაქი ტრაპიზონი მეგრელთა სოფელი (ქვეყანა) არისო [15].
ეპიფანე კვიპრელი (IV ს.) თავის ერთ-ერთ ნაშრომში წერს, რომ ტრაპიზონი ლაზეთის ქალაქიაო [16].
გელასი კესარიელი (IV ს.) მოგვითხრობს: „პონტოს გასწვრივ მიწა-წყალზე ცხოვრობენ იბერები და ლაზები“ [17].
სოკრატე სქოლასტიკოსი (IV-V ს.) წერს: „იბერები ცხოვრობენ ევქსინის პონტოსთან“ [18].
თურანიუს რუფინუსის (IV-V ს.) თხზულებაში ნათქვამია: „ამავე ხანებში იბერთა ტომმაც, რომელიც ცხოვრობს პონტოს მხარეში, მიიღო ღვთის მცნების კანონები“ [19].
ეპიფანე კონსტანტინეპოლელის ცნობით: „ტრაპიზონი ლაზეთის ქალაქია“ [20].
ბიზანტიური წყაროს ნოტიციე ეპისკოპატუუმის მიხედვით ლაზეთის მიტროპოლიის სატახტო ქალაქი სხვადასხვა საუკუნეში გადადიოდა ხან ფაზისში (ფოთი), ხან კი ტრაპიზონში, რაც შავი ზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთის მოსახლეობის ეთნიკური იდენტურობის მანიშნებელია [21].
ფაქტი, რომ პონტოს პროვინციის მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენდნენ ქართველები, მტკიცდება IV საუკუნის ცნობილი მოღვაწე-ასკეტის ევაგრი პონტოელის ცხოვრებიდანაც, სადაც ნათქვამია, რომ: „ის იყო ნათესავით პონტოდან, იბერთა ქალაქიდან“ [22].
პონტოელებისა და კაპადოკიელების ქართველობის შესახებ ძალზე საინტერესოდ წერდა პროფესორი გ. გოზალიშვილი: „პონტო და კაპადოკია ერთი და იმავე სამყაროს ორგანული ნაწილებია. ორივე ტერიტორია ეკუთვნოდა ერთსა და იმავე ეთნიკურ ელემენტს - ძველ ქართულ ტომებს“ [23]; „პონტო-კაპადოკია ეთნიკური თვალსაზრისით განუყოფელნი იყვნენ ქართული სამყაროსგან (...). კაპადოკია-პონტო-კოლხიდა-იბერია, ესაა ერთიანი ეთნიკური სამყარო, რომელშიც ცოცხლობდა ერთი და იგივე კულტურული ცხოვრება (...)“ [24].
მას მერე, რაც მოვიყვანეთ საკმარისი არგუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველები ცხოვრობდნენ არა მარტო საქართველოს სახელმწიფოს - იბერიის, არამედ რომის იმპერიის პონტოსა და კაპადოკიის პროვინციების ტერიტორიებზე, გადავდივართ იმ ისტორიული წყაროების მოყვანაზე, საიდანაც მტკიცდება, რომ ყველა ამ ტერიტორიაზე ქრისტიანობა უშუალოდ მოციქულების მიერაა გავრცელებული.
თავდაპირველად მოვიყვანთ რამოდენიმე ძირითად ქართულ წყაროს:
ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს, რომ „ადერკის მეფობასა შინა მოვიდეს ათორმეტთა წმიდათა მოციქულთაგანნი ანდრია და სვიმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმიდა სვიმონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსიასა, საზღვარსა ბერძენთასა. ხოლო ანდრია მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა. (...)
მოვიდა ანდრია ქალაქად ტრაპიზონად, რომელ არს სოფელი მეგრელთა, სადა იგი დაჰყო ჟამი მცირედი. (...) განვიდა მიერ და შევიდა ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა... ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანნა სარწმუნოებად... და შემოკრბეს ყოველნივე ყოვლით-კერძო მკვიდრნი მის ქუეყანისანი, და ნათელ-სცა ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, და დაადგინნა მღუდელნი და დიაკონნი, და დაუდვა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა. და აღაშენეს ეკლესია შუენიერი სახელსა ზედა ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობლისასა. (...)
შთავლო ხევი ოძრახისა და მოვიდა საზღვართა სამცხისათა, დაივანა სოფელსა, რომელსა ეწოდების ზადენ-გორა...“ იქ კერპების დამხობის შემდეგ „წმიდა მოციქული წარმოემართა და მოიწია აწყვერს. (...) და ჰრწმენა ყოველთა უფალი ჩუენი იესო ქრისტე და სიხარულით ნათელ-იღეს ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა. (...) და ასწავა მათ ყოველი წესი სჯულისა და სარწმუნოებისა. და დაუდგინნა ეპისკოპოსი, მღუდელნი და დიაკონნი“.
ქართლის ცხოვრება გვაუწყებს, რომ წმიდა ანდრია მოციქულმა მეორედაც იმოგზაურა საქართველოში, კერძოდ: „ვითარცა აღესრულა დღესასწაული მარტვილისა, წარმოვიდა მუნით დიდებული ანდრია სხუათა მათ თანა მოციქულთა, მოვიდოდეს ქალაქითი-ქალაქად და სოფლითი-სოფლად, ასწავებდეს ერთა და იქმოდეს სასწაულთა, და ესრეთ მიიწივნეს ქუეყანასა ქართლისასა. და მერმე წარვლეს ტაოს კერძი ქუეყანა და ვიდრე მდინარედ ჭოროხადმდე, ყოველი იგი სოფლები მის კერძისა მოვლეს, და დაუცადებელად ქადაგებდეს სახელსა ღვთისასა. და ესრეთ ქადაგებითა მიიწივნეს სვანეთისა ქუეყანასა (...) მიერ წარვიდეს და შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და სევასტე ქალაქად მივიდეს, რომელსა აწ ეწოდება ცხუმი. და უქადაგეს სიტყვა ღვთისა, და მრავალთა შეიწყნარეს.
და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრია სვიმონ კანანელი სხუათა თანა მოწაფეთა და თავადი ჯიქეთისა ქუეყანად აღვიდა“ [25].
მეორე ქართულ წყაროდ უნდა ვახსენოთ გიორგი მცირეს თხზულება - ცხოვრება და მოქალაქობა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმინდელისა, სადაც წმინდა გიორგი მთაწმინდელი ეუბნება ანტიოქიის პატრიარქს: „წმიდაო მეუფეო, შენ იტყვი, ვითარმედ თავისა მის მოციქულთასა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სიმონ ვიტყვი კანანელსა - ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს, აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ“ [26].
ცნობილი მოღვაწე ეფრემ მცირე ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ქრისტეს სახარება საქართველოში იქადაგა არა მარტო ანდრიამ, არამედ მოციქულმა ბართლომემაც: „ითქუმის ჩუენთვისცა მიმოსვლასა შინა წმიდა მოციქულთასა - ანდრია პირველწოდებულისა მიერ ქადაგება შორის ავაზგიასა, რომელ არს აფხაზეთი, და მიერ წარვსლა ოსეთად, და კუალად ბართლომეს მიერ მიმოვლა ჩრდილოეთისა, რომელ არს ქართლი“ [27].
დაბოლოს, მოვიყვანთ ციტატას რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დადგენილებიდან, სადაც ნათქვამია: „პირველწოდებული ანდრია, ძმა თავისა მოციქულთასა პეტრესი, ვიდრე ჩუენდამდეცა მოიწია და ქადაგა საცხორებელი ქადაგებაი სახარებისაი ყოველსა ქუეყანასა საქართველოისასა; და ურიცხუნი სიმრავლენი ერთანი განაშორნა საცთურისაგან მრჩობლ ეშმაკეულებისა; და ერთისა ღმრთისა და ქრისტეს მისისა თანაარსით მათით სულითურთ რწმუნებით თაყვანისცემაი ასწავა“ [28].
რაც შეეხება რომაულ-ბიზანტიურ წყაროებს, მოციქულთა ქადაგების თაობაზე უძველეს ინფორმაციას გვაწვდის მესამე საუკუნის ცნობილი ქრისტიანი მწერალი – ორიგენე (185-255): „წმინდა მოციქულები და მოწაფეები [იესო ქრისტესი] მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ, თომას, როგორც გადმოცემა გვიამბობს, პართია ხვდა წილად, ანდრიას სკვითია, იოანეს ასია, ხოლო პეტრემ უქადაგა გაფანტულებაში მყოფ იუდეველებს პონტოში, გალატიაში, ბითვინიაში, კაპადოკიაში და ასიაში“ [29].
პირველ რიგში, ვამახვილებთ ჩვენს ყურადღებას იმ ინფორმაციაზე, რომ უძველესი წყაროების თანახმად, პეტრე მოციქული მოღვაწეობდა პონტოსა და კაპადოკიაში. უსაფუძვლო იქნება იმის ფიქრი, რომ მოციქული უქადაგებდა მხოლოდ „გაფანტულებაში მყოფ იუდეველებს“. ახალი აღთქმიდან ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოციქულების ქადაგება არ იყო შემოსაზღვრული მხოლოდ სინაგოგებით და ღვთის სიტყვის მიმღებნი ძირითადად ხდებოდნენ ადგილობრივი წარმართები. მოციქულთა კრებაზე იერუსალიმში ზუსტად პეტრე მოციქული იყო ის პიროვნება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ეკლესიის კარი ღია უნდა იყოს არა მარტო იუდეველებისთვის, არამედ წარმართებისთვისაც (საქმე 11, 1-18: 15, 1-29). წმინდა პეტრეს, ისევე როგორც დანარჩენ მოციქულებს, რა თქმა უნდა, კარგად ახსოვდა მაცხოვრის სიტყვები: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“ (მათე 28, 19). მაშასადამე, ზემოდ ციტირებულ წყაროზე დაყრდნობით უნდა დავასკვნათ, რომ წმინდა პეტრე პონტოსა და კაპადოკოაში მცხოვრები არა მარტო იუდეველების, არამედ ყველა ეროვნების და მათ შორის ქართველების მოციქულიც იყო და შესაბამისად იმ ტერიტორიაზე ქართული ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელიც.
ინფორმაცია, რომ პეტრე მოციქული კაპადოკიასა და პონტოში მცხოვრები ქართველებისთვის ქრისტიანობის მქადაგებელი იყო არ არის ახალი ქართული ისტორიოგრაფიისთვის. მართალია გაკვრით, მაგრამ ამის შესახებ ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში წერდა დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე [30], ხოლო ჩვენს დროში, მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე [31]. ამისდამიუხედავად ვთვლით, რომ სამწუხაროდ, ქართულ არც საეკლესიო და არც სამეცნიერო წრეებში არ ხდება ამ ძალზედ მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტის სათანადო პოპულარიზაცია და აღიარება, რომ პეტრე მოციქული ქართული ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელია. იმ დროს, როდესაც სხვა ერები საეჭვო წყაროებითა და არგუმენტებით წერენ თავიანთ ისტორიას და ასე იმკვიდრებენ თავის ადგილს თანამედროვე სამყაროში, ჩვენს შემთხვევაში, ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტების უგულებელსყობა არ არის საპატიო.
აქვე გავამახვილებთ ყურადღებას იმ დეტალზე, რომ პეტრე მოციქულთან დაკავშირებით სწორია იხმარებოდეს ტერმინი ქართული ეკლესიის და არა საქართველოს ეკლესიის დამაარსებელი, რადგან სიტყვა „ქართული“ მიუთითებს ეთნიკურ შემადგენლობაზე, ხოლო, „საქართველოს“, კონკრეტულ სახელმწიფოს საზღვრებში მოქცეულ ეკლესიაზე. რადგან წმინდა პეტრე არ შემოსულა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში, შესაბამისად ის უნდა იწოდებოდეს ქართული ეკლესიის დამაარსებლად და არა საქართველოსი.
ზემოთ მოყვანილი ციტატა ასევე ძალზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ანდრია მოციქულის სკვითიაში მოღვაწეობაზეც. წყაროების შესწავლისას ნათელი ხდება, რომ ანტიკური და ბიზანტიელი მწერლები სკვითიასა და სკვითურ ტომებზე წერისას არც შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს გულისხმობდნენ, როგორც ამას რუსული საეკლესიო ტრადიცია მიიჩნევს [32] და არც შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროს, როგორც ამას რუმინელი ისტორიკოსები ფიქრობენ [33], არამედ ქართული ტომებით დასახლებულ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს. მაგალითად:
პლუტარქოსი წერდა: „ფასისი სკვითეთის მდინარეა, იგი ქალაქს (ე.ი. ფასისს) ჩამოუდის“ [34].
ლიბანიოსი (314-393) თავის „პროგიმნასმატასაში“ კოლხთა ქვეყანას უწოდებს სკვითთა ქვეყანას, აიეტს სკვითთა მეფეს, ხოლო მედეას სკვითთა მეფის ასულს [35].
სტეფანე ბიზანტიელი (V ს.) თავის გეოგრაფიულ ლექსიკონში, რომლის სათაურიცაა „ეთნიკა“, წერდა: „სკვითური ტომები არიან აფსილები, სანიგები და ლაზები“ [36].
სხვა ბიზანტიელი მწერალი, იოანე ცეცესი (1110-1180) მოწმობს: „კოლხებს, რომელთაც ლაზებს ეძახიან (...) აზიელი სკვითებიცა და ლევოსკირებიც ჰქვიათ, ისინი ცხოვრობენ აზიის იმ ნაწილში, რომელიც მდინარე ფასისთანაა“ [37].
მაშასადამე, ორიგენეს მიერ გადმოცემულ ინფორმაციაში, ანდრია მოციქულის სკვითიაში ქადაგების თაობაზე, ნაგულისხმევია დასავლეთ საქართველოს ტერიტორიები.
ქართველებს შორის ანდრია მოციქულის მოღვაწეობაზე მოწმობენ სხვა ბიზანტიელი მწერლებიც. მაგალითად, ეპიფანე კონსტანტინეპოლელი, რომელიც VIII ს-ის მეორე ნახევარში კონსტანტინეპოლში ,,კალისტრატთა“ მონასტრის მოძღვარი იყო. მისი ერთ-ერთი ნაწარმოებია „ანდრია მოციქულის ცხოვრება“, რომლის დასაწერად მან გამოიყენა იმ დროისთვის არსებული ყველა წყარო. უფრო მეტიც, მისივე თქმით, ის არ დაკმაყოფილდა მხოლოდ წერილობითი წყაროების (კლემენტი რომაელის, ევაგრე სიცილიელისა და ეპიფანე კვიპრელის) გამოყენებით და მოიარა ზოგიერთი ის ადგილი, სადაც ანდრია მოციქულს უმოღვაწია. იგი წერს:
„კვიპროსის ეპისკოპოსი ეპიფანე ამბობს, რომ ნეტარმა მოციქულმა ანდრიამ დამოძღვრა სკვითები და სოგდიანები და გორსინები დიდს სევასტოპოლში [38] (დღევანდელი სოხუმი), სადაც არის აფსარის ციხე [39] (დღევანდელი გონიო), ჰისსოს ნავსადგური და მდინარე ფაზისი, იქ მოსახლეობენ იბერიელები (...)“ [40].
„ასე დამოძღვრა ანდრიამ მრავალი ქალაქი და სოფელი და მოაქცია ისინი ქრისტესაკენ.
ამისოდან წამოსვლის შემდეგ ის მივიდა ტრაპეზუნტში, ლაზეთის ქალაქში (...), იქიდან ის წავიდა იბერიაში. მას შემდეგ, რაც მან ზღვის პირას მცხოვრებნი მრავალნი განანათლა, ის ჩავიდა იერუსალიმში“ [41].
მესამე მოგზაურობის დროს ანდრია მოციქული უკვე სვიმონ კანანელთან, მატათასა და თადეოზთან ერთად „ჩავიდა იბერიაში და ფაზისში, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ სუ(ს)ანიაში (ანუ სვანეთში) (...). მატათა მოწაფეებითურთ დარჩა იმ ქვეყანაში, ქადაგებდა და სასწაულებს ახდენდა. ხოლო სვიმონი და ანდრია (...) წავიდნენ აბაზგიაში (აფხაზეთში). დიდ სევასტოპოლში რომ ჩავიდნენ, იქადაგეს ღმრთის სიტყვა. ანდრიამ დასტოვა იქ სვიმონი და მოწაფეებითურთ წავიდა ჯიქეთში“ [42].
საქართველოში მოციქულთა ქადაგების შესახებ ლათინური წყაროებიც მოწმობენ. XVII ს-ის იტალიელი მისიონერი და მკვლევარი არქანჯელო ლამბერტი თავის წიგნში „წმინდა კოლხეთი“ წერს: „მოციქულ ანდრიას სკვითია შეხვდა და ამასთანავე, ის მხარე, სადაც აბასკები (როგორც ორტელო თავის „გეოგრაფიულ ძვირფასეულობაში“ ამბობს) ცხოვრობდნენ. აბასკები (აფხაზები) კოლხების მოსაზღვრეები არიან.
ბართლომეს კი სომხეთი ერგო. აქედან უნდა ვიგულისხმოთ, რომ ანდრია აბასკებიდან კოლხეთში გადავიდა, ხოლო ბართლომე – სომხეთიდან იბერიაში. ამ ორი მოციქულის საქართველოში ყოფნის აშკარა დამადასტურებელი ნიშნები ზუსტადაა შემონახული, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეში. მაგალითად, აბასკებს შორის იმ ადგილას, რომელსაც ბიჭვინთა ჰქვია, ჩვენ ვხედავთ უმშვენიერეს ტაძარს, რომელიც მოციქულ წმ. ანდრიასადმია მიძღვნილი.
ამბობენ, თითქოს ეს ტაძარი იმიტომ აშენდა, რომ ხსენებულმა მოციქულმა ამ მხარეში ქრისტიანობა იქადაგაო (...).
ქართლში, სამცხის პროვინციაში, არის ეკლესია, რომელიც მიძღვნილია წმ. ბართლმომესადმი. ამ უკანასკნელმა, ხალხური გადმოცემის თანახმად, თავისი ქადაგებით ამ მხარეში ქრისტიანობა გაავრცელა. ამ საეპისკოპოსო ეკლესიის ეპისკოპოსს იშხნელს უწოდებენ.
დარწმუნებული უნდა ვიყოთ, - წერს არქანჯელო ლამბერტი, - რომ ამ ორი მოციქულის ქადაგებით დაინერგა სარწმუნოება ამ ქვეყანაში (კოლხეთსა და იბერიაში)“ [43].
საქართველოში IV საუკუნეზე ბევრად უფრო ადრე ქრისტიანობის არსებობაზე მოწმობს „ქართლის ცხოვრებაც“. II საუკუნის ბოლოსა და III საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მეფე რევ მართლის შესახებ მოთხრობისას, მატიანე წერს: „ესე რევ მეფე დაღაცათუ იყო წარმართი, არამედ იყო მოწყალე და შემწე ყოველთა ჭირვეულთა: რამეთუ სმენილ იყო მისდა მცირედი რამე სახარება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, და აქუნდა რამე სიყუარული ქრისტესი“ [44]. მოყვანილი ციტატიდან ნათლად ჩანს, რომ II საუკუნის მეორე ნახევარში ქრისტიანობა საქართველოში იმდენად გავრცელებული და კარგად ორგანიზებული რელიგია იყო, რომ მან სამეფო კარსაც მიაღწია და თავად მეფეც კი ნაწილობრივ ეზიარა მას. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ეკლესიას ძალიან ღრმა, მოციქულთა დროინდელი ფესვები უნდა ჰქონოდა.
დაბოლოს, საქართველოში I-III საუკუნეებში ქრისტიანული თემების არსებობას არქეოლოგიური მასალაც ამტკიცებს. მაგალითად, თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ დაღეთის მახლობლად, მუგუთის ქვაბებში აღმოჩენილია კატაკომბური ეკლესია, რომელიც სპეციალისტთა თვალსაზრისით, ქართლში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებამდეა გამოკვეთილი [45].
არქეოლოგიური აღმოჩენების შესწავლის საფუძველზე მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე წერს: „უნდა დავასკვნათ, რომ ქართული ეკლესია დაარსებულია თვით მოციქულების მიერ და ქართული ქრისტიანული თემები საქართველოში საკმაო გავლენითაც სარგებლობდნენ, როგორც ამას მეფე რევ მართალის რეფორმა უჩვენებს. ჩვენში ქრიასტიანული ეკლესია და მრევლი (ქრისტიანული თემები) უწყვეტად არსებობდა I საუკუნიდან IV საუკუნემდე. მას არქეოლოგიური მასალაც ამტკიცებს. მაგალითად, არქეოლოგების მიერ მიკვლეულია ჩვენში ჯერ კიდევ წმინდა ნინომდე ქრისტიანული მოსახლეობის არსებობის დამადასტურრებელი კვალი, ქრისტიანული სამარხნი (მცხეთის სხვადასხვა კუთხეში) და II-III საუკუნეთა ქრისტიანული ეკლესია (ნასტაკისში). II-III საუკუნეთა ქრისტიანული ეკლესიის და აგრეთვე იმდროინდელი ქრისტიანული დაკრძალვის წესის არსებობა ადასტურებს იმ აზრს, რომ საქართველოში ქრისტიანული საეკლესიო ორგანიზაცია უწყვეტად არსებობდა I-II საუკუნეებიდან (მოციქულთა დროიდან) წმინდა ნინოს ქადაგებამდე (IV საუკუნემდე)“ [46].
ჩვენ მიგვაჩნია, რომ აქამდე მოყვანილი ისტორიული წყაროები საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ქართული ეკლესია, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში თუ მის გარეთ, წმინდა მოციქულების მიერაა დაარსებული.
შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ეკლესია: 1) იცავს ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებასა; და 2) დაარსებულია უშუალოდ წმინდა მოციქულების მიერ, ის სამართლიანად ატარებს სამოციქულო ეკლესიის სტატუსს.
გამოყენებული ლიტერატურა
1.დიდი სჯულის კანონი, გამოსაცემად მოამზადეს ე. გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ. დოლაქაძემ, გ. ნინუამ, გამ. “მეცნიერება”, თბილისი, 1975.
2.მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, ტომი I, გამომცემლობა „ალილო“, თბილისი, 2007.
3.მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, ტომი II, გამომცემლობა „ალილო“, თბილისი, 2011.
4.ქართლის ცხოვრება, ტომი I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირიტადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, გამომცემლობა „სახელგამი”, თბილისი 1955.
5.ქართული სამართლის ძეგლები, ტომი I, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, ტექსტები გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1963.
6.ქართული სამართლის ძეგლები, ტომი II, საერო საკანონდებლო ძეგლები (X-XIX სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, გამომცემლობა „მეცნიერება”, თბილისი, 1965.
7.ქართული სამართლის ძეგლები, ტომი III, საეკლესიო საკანონდებლო ძეგლები (XI-XIX სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1970.
8.გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი I, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ალ. გამყრელიძემ და სიმონ ყაუხჩიშვილმა, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1961.
9.გეორგიკა, ბიზანტიის მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი II, ტექსტები ქართული თარგმანიტურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, გამონცემლობა „მეცნიერება”, თბილისი 1965.
10.გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი III, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, ტფილისი, 1936.
11.გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი IV, ნაკვეთი 1, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1941.
12.გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი IV, ნაკვეთი 2, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1952.
13.გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი V, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1963.
14.გეორგიკა, ბიზანტიის მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ,, ტ. VI, ტექსტი ქართული თარგმანიტურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, გამონცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1966.
15.გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი VII, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1967.
16.ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, ტომი I, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი და გამოცემული თ. ჟორდანიას მიერ, ტფილისი, 1892.
17.გიორგი მცირე, ცხოვრება და მოქალაქობა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმინდელისა, კრებულში საქართველოს სამოთხე, პეტერბურგი, 1882, გვ. 462-463.
18.ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), ტომი I, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1984.
19.წმინდა მღვდელმთავარი ფილარეტი (დროზდოვი), ვრცელი მართლმადიდებელი კატეხიზმო, გამომცემლობა „ანთიმოზ ივერიელი”, თბილისი, 2010.
20. საქართველოს ისტორიის ისტორიის ნარკვევები, ტ. I, ტომის რედაქტორი აკადემიკოსი შოთა მესხია, გამომცემლობა „სამჭოთა საქართველო“, თბილისი, 1973.
21.ბატიაშვილი (დარეჯანაშვილი) ზ., კაპადოკია, გამომცემლობა „არტანუჯი”, 2010.
22.გოზალიშვილი გ., მითრიდატე პონტოელი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1962.
23.გოზალიშვილი გ., ორი ეტიუდი პონტოსა და კაპადოკიის ცხოვრებიდან, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1965.
24.გოზალიშვილი გ., კვლავ „სამი დიდი კაპადოკიელის“ ვინაობის ირგვლივ, გამოცემულია ჟურნალში “მნათობი”, 1971, N. 6 ივნისი, გვ. 88-104.
25.გოზალიშვილი გ., პონტოს სამეფოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის საკითხისათვის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, თბილისი, 1980, N. 3, 169-190.
26.გოილაძე ვ., ქართული ეკლესიის სათავეებთან, გამომცემლობა „საქართველო“, თბილისი, 1991.
27.კელენჯერიძე მ., საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია, მთავრიშვილის და ამხ. წიგნის მაღაზიის გამოცემა, ქუთაისი, 1918.
28.ხინთიბიძე ე., ბასილი დიდის სადაურობისათვის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე, 1962, N. 3, გვ. 125-151.
29.ხინთიბიძე ე., ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობანი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1969.
30.ჯაფარიძე ანანია მთავარეპისკოპოსი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტომი I, გამომცემლობა „მერანი“, თბილისი, 1996.
31.Paladie, Istoria Lausiacă (Lavsaicon), Scurte biografii de pustnici, Traducere, introducere şi note de Pr. Prof. Dr. Dumitru Stăniloae, Editura Institutului Biblic şi de Misiune al Bisericii Ortodoxe Române, Bucureşti, 1993.

32.Istoria Bisericeasca si Viata lui Constantin cel mare de Eusebiu Episcop de Cezareea, Bucuresti, Tipografia ,,Cartilor Bisericesti”, 1896.
33.Dura Nicolae V., Biserica crestina in primele patru secole. Organizarea si bazele ei canonice, in “Ortodoxia”, XXXIV, 1982, N. 2.
34.Dura Nicolae V., Comunitatile ortodoxe romane de peste hotare, o preocupare permanenta a Bisericii Ortodoxe Romane, in “Studii Teologice”, XXXVIII, 1986, N. 1.
35.Dura Nicolae V., Principiile canonice fundamentale de organizare si functionare a Bisericii Ortodoxe si reflectarea lor in legislatia Bisericii Ortodoxe Romane, in “Marturie Ortodoxa”. Revista Comunitatii Ortodoxe Romane din Olanda, Haga, VI, 1987, N. 10.
36.Gaina Dumitru, Ortodoxia romaneasca in Australia, în volumul „Omagiu Profesorului Nicolae V. Dură la 60 de ani”, Editor şi coordonator, Prof. Univ. Dr. Teodosie Petrescu, Editura Arhiepiscopiei Tomisului, 2006.
37.Stan Liviu, Succesiunea Apostolică, în “Studii Teologice”, 1955, N. 5-6.
38.Floca Ioan N., Canoanele Bisericii Ortodoxe, note şi comentarii, Sibiu , 1992.
39.Pacurariu Mircea, Istoria Bisericii Ortodoxe Romane, Editura Episcopiei Dunarii de Jos, Galati , 1996.
40.eleqtronuli enciklopedia:
www.ru.wikipedia.org/wiki/Русская_православная_церковь
შენიშვნები
1. Pr. Prof. Dr. Liviu Stan, Succesiunea Apostolică, în “Studii Teologice”, 1955, N. 5-6, p. 310-311.
2. წმინდა მღვდელმთავარი ფილარეტი (დროზდოვი), ვრცელი მართლმადიდებელი კატეხიზმო, გამომცემლობა „ანთიმოზ ივერიელი“, თბილისი, 2010, გვ. 89.
3.გიორგი მცირე, ცხოვრება და მოქალაქობა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმინდელისა, კრებულში საქართველოს სამოთხე, პეტერბურგი, 1882, გვ. 462-463.
4. ქართული სამართლის ძეგლები, ტომი III, გვ. 114.
5. მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტომი I, გვ. 20.
6.Nicolae V. Dura, Biserica crestina in primele patru secole. Organizarea si bazele ei canonice, in “Ortodoxia”, XXXIV, 1982, N. 2, p.300;
Nicolae V. Dura, Comunitatile ortodoxe romane de peste hotare, o preocupare permanenta a Bisericii Ortodoxe Romane, in “Studii Teologice”, XXXVIII, 1986, N. 1, p. 10;
Nicolae V. Dura, Principiile canonice fundamentale de organizare si functionare a Bisericii Ortodoxe si reflectarea lor in legislatia Bisericii Ortodoxe Romane, in “Marturie Ortodoxa”. Revista Comunitatii Ortodoxe Romane din Olanda, Haga, VI, 1987, N. 10, p. 129;
Dumitru Gaina, Ortodoxia romaneasca in Australia, în volumul „Omagiu Profesorului Nicolae V. Dură la 60 de ani”, Editor şi coordonator, Prof. Univ. Dr. Teodosie Petrescu, Editura Arhiepiscopiei Tomisului, 2006, p. 627.
7. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, ტომი I, გვ. 758. Arhidiacon prof. dr. Ioan N. Floca, Canoanele Bisericii Ortodoxe, note şi comentarii, Sibiu, 1992, p. 26
9. გ. გოზალიშვილი, მითრიდატე პონტოელი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1962;
გ. გოზალიშვილი, ორი ეტიუდი პონტოსა და კაპადოკიის ცხოვრებიდან, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1965;
გ. გოზალიშვილი, კვლავ „სამი დიდი კაპადოკიელის“ ვინაობის ირგვლივ, გამოცემულია ჟურნალში „მნათობი“, 1971, N. 6 ივნისი, გვ. 88-104;
გ. გოზალიშვილი, პონტოს სამეფოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის საკითხისათვის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, თბილისი, 1980, N. 3, 169-190;
ე. ხინთიბიძე, ბასილი დიდის სადაურობისათვის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე, 1962, N. 3, გვ. 125-151;
ე. ხინთიბიძე, ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობანი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1969;
ვ. გოილაძე, ქართული ეკლესიის სათავეებთან, გამომცემლობა „საქართველო“, თბილისი, 1991, გვ. 23-34;
ზ. ბატიაშვილი (დარეჯანაშვილი), კაპადოკია, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2010, გვ. 37-45.
10.გეორგიკა, ტომი I, გვ. 271-273

11. გეორგიკა, ტომი I, გვ. 35
12. გეორგიკა, ტომი I, გვ. 221-223
13. გეორგიკა, ტომი IV, ნაკვეთი 2, გვ. 299
14. გეორგიკა, ტომი V, გვ. 3
15. ქართლის ცხოვრება, ტომი I, გვ. 38
16. გეორგიკა, ტომი I, გვ. 40-42
17. გეორგიკა, ტომი I, გვ. 186
18. გეორგიკა, ტომი I, გვ. 230
19. გეორგიკა, ტომი I, გვ. 201
20. გეორგიკა, ტომი IV, ნაკვეთი 1, გვ. 58
21. გეორგიკა, ტომი IV, ნაკვეთი 2, გვ. 180, 184, 185
22. Paladie, Istoria Lausiacă (Lavsaicon), p. 84

23. გ. გოზალიშვილი, მითრიდატე პონტოელი, თბილისი, 1962, გვ. 237
24. გ. გოზალიშვილი, ორი ეტიუდი პონტოსა და კაპადოკიის ცხოვრებიდან, თბილისი, 1965, გვ 42, 43.
25. ქართლის ცხოვრება, ტომი I, გვ. 38-42
26. გიორგი მცირე, ცხოვრება და მოქალაქობა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმინდელისა, კრებულში საქართველოს სამოთხე, გვ. 462-463.
27. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, ტომი I, გვ. 34.
28. ქართული სამართლის ძეგლები, ტომი III, გვ.109.
29.Istoria Bisericeasca si Viata lui Constantin cel mare de Eusebiu Episcop de Cezareea, Bucuresti, Tipografia ,,Cartilor Bisericesti”,
გეორგიკა, ტომი I, გვ. 29.
30. მ. კელენჯერიძე, საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია, გვ. 5.
31. მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტომი I, გვ. 42.
32.www.ru.wikipedia.org/wiki/Русская_православная_церковь

33. Pr. Prof. Dr. Mircea Pacurariu, Istoria Bisericii Ortodoxe Romane, p. 12.
34.მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტომი I, გვ. 48.
35. გეორგიკა, ტომი I, გვ. 68.
36. გეორგიკა, ტომი III, გვ. 272
37. გეორგიკა, ტომი VII, გვ. 37
38. სევასტოპოლი – „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით - სევასტე, ანუ იგივე სოხუმი. იხილე: ქართლის ცხოვრება, ტომი I, გვ. 38-42
39. VI ს-ის მწერლის, პროკოპი ბიზანტიელის ციხე აფსარი იგივე გონიოს ციხეა. იხილე: საქართველოს ისტორიის ისტორიის ნარკვევები, ტ. I, გვ. 549-550
40. გეორგიკა, ტომი IV, ნაკვეთი 1, გვ. 57
42. გეორგიკა, ტომი IV, ნაკვეთი 1, გვ. 57-58
43. გეორგიკა, ტომი IV, ნაკვეთი 1, გვ. 58
44. ილია ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), ტომი I , გვ. 55-56
45. ქართლის ცხოვრება, ტომი I, გვ. 58.
46. არტანუჯი, საისტორიო ჟურნალი, 1999, N. 8-9, გვ 38.
47. მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტომი I, გვ. 55