Monday, September 5, 2011

მიმოხილვა დარვინის ნაშრომისა - “სახეობათა წარმოშობა” ავტორი: ჩარლი დიუბერი


წინამდებარე სტატიით ვაგრძელებთ თემას ევოლუციის შესახებ. ამჯერად გთავაზობთ ჩარლი დიუბერის დარვინის ნაშრომის - “სახეობათა წარმოშობა” - მიმოხილვას . ჩარლი დიუბერი, ფილოსოფიის დოქტორი მეცნიერების ფილოსოფიის განხრით, არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი საველე მეცნიერი ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ-დასავლეთ რეგიონში. მას უკავია დეკანის და ლექტორის პოზიცია გუთენბერგის კოლეჯში, ორეგონის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები.



დრ. ჩარლი დიუბერიმ პირადად დაგვრთო ნება მისი ნაშრომის ქართულად თარგმნისა და ჩვენს ბლოგზე განთავსებისათვის, რისთვისაც მადლობას ვუხდით.

სტატია ქართულად თარგმნა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ.



დარვინის წიგნი “სახეობათა წარმოშობა” [1] წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომს ბოლო 150 წლის განმავლობაში. იგია თანამედროვე ბიოლოგიის საფუძველი, მაგრამ მისი გავლენა მხოლოდ ბიოლოგიით არ შემოიფარგლება და ისეთ შორეულ სფეროებზე ვრცელდება როგორიცაა ეთიკა. მას უწოდებენ “წიგნს, რომელმაც მსოფლიო შეარყია”. მისი გავლენა ადამიანის თავის თავზე და მსოფლიოზე წარმოდგენაზე უფრო დიდი აღმოჩნდა ვიდრე კოპერნიკის ან ნიუტონის ნაშრომები. ნათქვამია, რომ შეუძლებელია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მთელი მე-20 საუკუნის დასავლეთ კულტურის ისტორიის გაანალიზება დარვინის წიგნის გავლენის გარეშე.


ხშირად ამ წიგნს წარმოაჩენენ როგორც წყაროს, რომელიც ეწინააღმდეგება ბიოლოგიური სახეობების წარმოშობის ბიბლიურ წარმოდგენას და გვაძლევს სახეობების წარმოშობის ნატურალისტურ წარმოდგენას. მართლაც, თუ დარვინის წიგნი უარყოფს წმინდა წერილის ზოგიერთ დებულებას, მაშინ ქრისტიანული რწმენის საფუძველი გაბათილებული იქნება. შესაბამისად, დარვინის წიგნი იმსახურებს ყურადღებას.

ამ სტატიაში მე განვიხილავ დარვინის წიგნის ცენტრალურ არგუმენტს შემდეგი კითხვების გათვალისწინებით:
1. როგორაა აწყობილი დარვინის არგუმენტი მის საყოველთაოდ ცნობილ ნაშრომში?
2. რამდენად ადექვატურად ანვითარებს იგი ამ მას?
3. რა როლს უნდა თამაშობდეს დარვინის წიგნი სახეობათა წარმოშობის ირგვლივ დებატებში?

არგუმენტიდარვინი (1859) წიგნის შესავალშივე გვიჩვენებს თავისი თეორიის დედააზრს:საკმაოდ მიზანდასახული კვლევისა და მიუკერძოებელი განსჯის შემდეგ, რომლის უნარიც გამაჩნია, ეჭვი არ მეპარება, რომ უმრავლეს ნატურალისთა წარმოდგენა, რომ თვითოეული სახეობა დამოუკიდებლად იყო შექმნილი, რასაც ადრე მეც ვიზიარებდი, – არის მცდარი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სახეობები არ არიან უცვლელნი; არამედ ის სახეობები, რომლებიც ეკუთვნიან ე.წ. იგივე გვარს არიან სხვა გადაშენებული სახეობების პირდაპირი შთამომავალნი, იმავე გზით როგორც დღევანდელ დღეს აღიარებულ ნებისმიერ სახეობაში არსებული მრავალ-ფეროვნება (ვარიაცია) მოდის თვით ამ სახეობიდან. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ბუნებრივი გადარჩევა არის ამ ცვლილების მთავარი, მაგრამ არა ერთადერთი მექანიზმი.

დარვინი თავის არგუმენტაციას იწყებს შინაური ცხოველების და ფრინველების ჯგუფებში არსებული ვარიაციების შესწავლით. თვითოეულ სახეობაში შეიძლება შერჩეული იყოს განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანი და ადამიანის შესაძლებლობამ წინ წაწიოს გადარჩევა განსაკუთრებული მიმართულებით ამ სახეობაში შეიძლება გამოიწვიოს დიდი ვარიაცია. საწყის მაგალითად მას მოყავს შინაური მტრედის სახეობაში არსებული ფართო მრავალფეროვნება, რომელიც დარვინის აზრით დასაბამსს იღებს კლდის მტრედიდან. განიხილავდა რა შინაურ სახეობებს დარვინს გამოჰქონდა ტრადიციული ბიოლოგიის საწინააღმდეგო დასკვნა. ტრადიციული ბიოლოგია შინაურ მტრედებში არსებულ დიდ ვარიაციას გამოიყენებდა ფაქტად, რათა ეჩვენებინა თუ რა დონემდე შეიძლება მისულიყო ექსტრემალური შერჩევითი გამრავლება. სახეობებს ჰქონდა ფიქსირებული ფარგლები. თუ შერჩევით ზეწოლას ადგილი არ ექნებოდა, მაშინ ორი თაობის განმავლობაში მტრედები დაუბრუნდებოდნენ თავის “ნორმალურ ფორმას”. დარვინი ადამიანის მიერ შერჩევითობის შესაძლებლობაზე აქცენტირებით ხაზს უსვამდა სახეობებში არსებულ ვარიაციას.


წიგნის შემდგომ სამ თავში დარვინმა განავითარა ბუნებაში სახეობის ცვლილებების თავისი კონცეპცია, რომელიც პარალელად მიყვება შინაური სახეობების მრავალფეროვნების დისკუსიას. დარვინი იწყებს განცხადებით, რომ ის არ მოახდენდა, სახეობების განსაზღვრებას, თუმცა მას სჯეროდა, რომ ყოველ ნატურალისტს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა სახეობაზე (იხ. ქვემოთ მოყვანილი ბიოლოგიური სახეობების მეცნიერული კლასიფიკაცია). დარვინის წარმოდგენაში სახეობასა და ვარიაციებს შორის ზღვარი ბუნდოვანი და თვითნებური იყო. უბრალოდ სახეობები ძლიერად გამოყოფილი მრავალფეროვნებაა (დარვინი, გვ. 108). ვარიაციებს ადგილი აქვს შიგ სახეობებში, და ზოგ მათგანს გადარჩენის უფრო დიდი საშუალება გააჩნია, ვიდრე სხვას. ბუნებრივი გადარჩევა, ზოგადად ცნობილი როგორც “ძლიერის გადარჩენა”, განიხილება, როგორც ხელსაყრელი ვარიაციის გადარჩენის და არახელსაყრელი ვარიაციის განადგურების მექანიზმი. შესაბამისად, ვარიაციები ნელ-ნელა ყალიბდებიან როგორც დამოუკიდებელ და მუდმივ სახეობებად. ბუნება დიდ ნახტომს არ აკეთებს. დარვინის წარმოდგენაში ეს იყო შრომის ფიზიოლოგიური დაყოფის ანალოგია. უფრო განვითარებული სახეობები უკეთ იყვნენ “ადაპტირებულნი” ვიდრე უფრო ადრინდელი სახეობები.

ტრადიციული შეხედულების მიხედვით მიჩნეული იყო, რომ სახეობები დამოუკიდებლად იყვნენ შექმნილნი და ცვალებადობას არ ექვემდებარებოდნენ. დარვინის ხედვით სახეობები წარმოიშვნენ მჭიდროდ დაკავშირებული, მაგრამ უფრო ადრინდელი, სახეობებისაგან. ბოლო 150 წლის განმავლობაში ბიოლოგიამ დაადასტურა დარვინის არგუმენტი. არაერთხელ იყო ნაჩვენები, რომ მცენარეების და ცხოველების ვარიაციები გარდაიქმნენ ახალ სახეობებად. ამ კუთხით ცნობილი მაგალითია ე.წ. ლეოპარდი ბაყაყი, რანა პიპიენსი, რომელიც ამერიკის 48 შტატში ბინადრობს. თუ მთელ ამერიკას დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე დავყოფთ 9 ზონად და დავარქმევთ მათ ზონა “ა”, “ბ”, “გ” და ასე შემდეგ ზონა “ი”-მდე, შევნიშნავთ საინტერესო მოვლენას. კერძოდ კი, თუ შევაჯვარებთ ბაყაყებს ორი მეზობელი ზონიდან, მაგალითად “ა” და “ბ”, ან “ვ” და “ზ”, შედეგად მივიღებთ ნაყოფიერ შთამომავლობას. მაგრამ თუ იგივეს გა-ვიმეორებთ ორ ბაყაყს შორის ზონებიდან “ა” და “ი”, მაშინ მივიღებთ სტერილურ შთამომავლობას. ამ მაგალითზე ჩვენ ნათლად ვხედავთ რანა პიპიენის გაყოფას ორ ცალკეულ სახეობად. ასეთი მაგალითები მრავლად არის დამზერილი სხვადასხვა მცენარესა თუ ცხოველში. თითქმის არაა ეჭვი, რომ დარვინი ამ არგუმენტში მართალი იყო.


დარვინი თავისი არგუმენტის ამ მონაკვეთზე რომ შეჩერებულიყო, მაშინ ის მთლიანად მიაღწევდა თავისი წიგნის შესავალში ხსენებულ მიზანს. ის ამით დაგვანახებდა, რომ სახეობები არ არიან უცვლელნი და ფიქსირებულნი, არამედ ისინი წარმოადგენენ ადრე არსებული ვარიაციებისა და სახეობებიდან ბუნებრივი გადარჩევის გზით მიღებულ შედეგს. თუმცა თავისი წიგნის შემდგომ თავებში ის ამტკიცებს, რომ იგივე მექანიზმის შედეგად ოღონდ უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განვითარდა ისეთი მაღალ-ბიოლოგიური ჯგუფები როგორიცაა კლასები (დარვინი, გვ. 320, გვ. 398). დარვინი ამტკიცებს, რომ მისი თეორია ლაიელის უნიფორმიზმის ანალოგიაა გეოლოგიაში: სახეობები ბუნებრივი გადარჩევის გზით ნელ-ნელა განვითარდა ვარიაციებიდან ისევე როგორც კლდის ფორმა ნელ-ნელა იცვლება ტალღების მოქმედებით (დარვინი, გვ. 142).

დარვინი უნიფორმიზმის ბიოლოგიურ ანალოგიაზე ფიქრობს, რომლის მიხედვითაც გეოლოგიური პროცესები დღევანდელი დღისთვის დამახასიათებელი სიხშირით და სიდიდით პასუხისმგებელია თანამედროვე ლანდშაფტების ჩამოყალიბეზე. მხოლოდ საკმარისი დროა საჭირო ამისათვის. როდესაც ლაიელი აკვირდებოდა ტალღას, რომელიც ეჯახებოდა ინგლისის სანაპიროს კლდეს, მის წარმოდგენაში ამ კლდის იმდროინდელი ფორმა ტალღის სანაპიროსთან ათასწლოვანი ურთიერთქმედების შედეგი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ურთიერთქმედება განიხილებოდა იმავე სიძლიერით რა სიძლიერისაც იყო ლაიელის მიერ დამზერილი შეჯახებები. ანალოგიურად, დარვინის მიხედვით ზოგ სახეობას გადარჩენის უფრო ხელსაყრელი საშუალება გააჩნია, და რომ სახეობები რომლებსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის ბუნებრივი გადარჩევის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის შედეგი. უნიფორმიზმს საფუძვლად უდევს წარმოდგენა, რომ ბუნება მუდმივია, ანუ შესაძლებელია მოვახდინოთ ჩვენს მიერ ახლა დამზერილი დომინანტური პროცესების ექსტრაპოლაცია დროისა და სივრცის უფრო დიდ მონაკვეთებზე. (საწინააღმდეგო აზრის მიხედვით კი, ბუნება იერარქიულია: პროცესები რომლებიც დომინირებენ მოცემულ სივრცეში და დროში, შეიძლება არც იყოს ისეთივე დროისა და სივრცის სხვა მოცემულ შემთხვევისათვის). დარვინს სჯერა, რომ ბუნებაც მუდმივია და ეს მას საშუალებას აძლევს ბიოლოგიური კლასიფიკაცია განიხილოს როგორც შემთხვევითი, ნებისმიერი, და მოახდინოს დღევანდელ დღეს სახეობებში არსებული ბუნებრივი გადარჩევის განვრცობა შორეულ წარსულზე და განიხილოს ეს მექანიზმი, როგორც ჩვენს თანამედროვეობაში არსებული სახეობების საწყისი წყარო. სწორედ ამიტომ დარვინი ნაკლებად იყო დაინტერესებული სახეობების განსაზღვრით. ნებისმიერი ბიოლოგიური ჯგუფი იგივე შედეგს მოგვცემდა, ვინაიდან თვითოეული მათგანი თვითნებურად არის განსაზღვრული. მას შეეძლო თავისი წიგნისათვის დაერქმია “ქვესახეობათა წარმოშობა”, “სახეობათა წარმოშობა”, “კლასების წარმოშობა”. იგივე მექანიზმი მოქმედებს ბიოლოგიური კლასიფიკაციის ყველა სახეფურზე და ყველა დროში.


შეკითხვები
თუ დარვინი დარწმუნებული იყო, რომ ბუნებრივი გადარჩევა მუშაობდა ვარიაციების დონეზე და თუ ბუნება მართლაც მუდმივია, მაშინ მისი არგუმენტი მყარია, და ბუნებრივი გადარჩევა შეიძლება იყოს კლასებისა და რიგების განვითარების მიზეზი. თუმცა, დარვინი ამ მხრივ იძლევა მცირე მტკიცებულებას. მისი ამ მოსაზრების წყარო უდაოდ არის ლაიელის უნიფორმიზმი. დარვინი წინასწარ უშვებს იმას, რომ ბუნება მუდმივია, ანუ ეს არის მიღებული თუმცა დაუმტკიცებელი წარმოდგენა, რომელსაც მისი არგუმენტი ეფუძნება.

რამდენად გარანტირებულია დარვინის დაშვება, რომ ბუნება მუდმივია? ლაიელის მაგალითში – ტალღების მიერ კლდოვანი სანაპიროს ფორმირება – ადვილი წარმოსადგენია, რომ ხანგრძლივი დროის მონაკვეთში ტალღები იწვევენ კლდის ფორმირებას. თუმცა, ამის ალტერნატიული ახსნა არის ის, რომ სანაპიროს ჩამოყალიბებაში სხვადასხვა პროცესები თამაშობენ როლს, რომლებიც დროისა და სივრცის სხვადასხვა შუალედებში მოქმედებენ.


მაგალითად, თუ სანაპიროზე სამ მეცნიერს გავაგზავნით და ვკითხავთ, რომ აგვიხსნან თუ რომელი მთავარი პროცესი აყალიბებს სანაპიროს, მივიღებთ სამ განსხვავებულ პასუხს. ერთი მეცნიერი იტყვის, რომ ეს არის ფილაქნების ტექტონიკა, მეორე – ეს არის ტალღებისა და წყლის მიმოქცევის შედეგი, ხოლო მესამე – რომ ეს დაკავშირებულია წყლის ფლორა და ფაუნასთან. როგორ არის ეს შესაძლებელი? პირველი მეცნიერი აკვირდება ათასობით კილომეტრიან შუალედს, თუ რა ხდებოდა იქ მრავალი ათასი წლის განმავლობაში, შესაბამისად ის ხედავს რომ ფილაქნების ტექტონიკა არის დომინანტური პროცესი. მეორე მეცნიერი აკვირდება ასეულობით მეტრიან შუალედს – ასეულობით წლის მასშტაბით, მაშინ როდესაც მესამე მეცნიერი შეისწავლის ერთმეტრიან შუალედს, თუ რა ხდებოდა იქ ერთი წლის განმავლობაში. საქმე ისაა, რომ პროცესი რომელიც დომინანტურია ერთ დონეზე, შეიძლება არ იყოს დომინანტური მეორე დონეზე. იერარქიული წარმოდგენის მიხედვით, სანაპიროს ფორმირების ახსნა შეუძლებელია წყლის ფლორა და ფაუნის ერთწლიანი ქმედების შესწავლითა და ამის შემდგომი ექსტრაპოლაციით მილიონობით წლებზე.

როდესაც განვიხილავთ ამ ორ თვალსაზრისს, მე მჯერა, რომ იერარქიული თვალსაზრისი უფრო დამაჯერებელია, ვიდრე წარმოდგენა ბუნების მუდმივობის შესახებ. მაშინ, როდესაც მუდმივობის თეორია სანაპიროს ფორმირებაში როლს სამართლიანად ტალღების ქმედებას მიაწერს, ამ მიდგომას მიამიტურად მიაჩნია, რომ ტალღების ქმედების პროცესი შეიძლება განვრცობილ იქნეს უსაზღვროდ და ამას შეიძლება მიეწეროს კლდის თითოეული დამახასიეთებელი ნიშნის არსებობა. უფრო ლოგიკურია, წარმოვიდგინოთ, რომ ეს პროცესები მოქმედებენ დროისა და სივრცის განსაზღვრულ შუალედებში. ამავე გზით, შეუძლებელია წყლის ფლორა და ფაუნის ქმედების ექსტრაპოლაცია ფართობისა და დროის ისეთ მონაკვეთებზე, რომლებიც აღემატებიან რამოდენიმე მეტრს და წელს. დროისა და სივრცის თითოეულ მონაკ-ვეთზე დომინანტური პროცესი ემპირიულად უნდა დადგინდეს. ეს აზრი კარგად ესმოდა მარკ ტვენს (1874):

176 წლის განმავლობაში ქვედა მისისიპი შემცირდა 242 მილით. ეს დაახლოებით 1.3 მილი და მილის რაღაც უმნიშვნელო ნაწილია წელიწადში. შესაბამისად, ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელიც არაა ბრმა ან სულელი, შეიძლება დაინახოს, რომ ძველ ოლიტურ სილურულ პერიოდში, რაც მილიონი წლის წინ იყო, ქვედა მისისიპი სიგრძით 1,300,000 მილი იყო, და მექსიკის ყურეზე ანკესივით იყო გადაკიდებული. ამავე გზით, ნებისმიერმა შეიძლება დაინახოს, რომ 742 წლის მერე ქვედა მისისიპი სიგრძეში იქნება მხოლოდ 1.75 მილი, და ქაირო (ილინოისის შტატი – მთარგმნ.) და ახალი ორლეანი თავის ქუჩებს გააერთიანებდნენ და კომფორტაბელურად იქნებოდნენ ერთი მერის და ორმხრივ უხუცესთა საბჭოს ქვეშ. მეცნიერებაში რაღაც მომხიბვლელობაა [2].შედეგები ბუნების მუდმივობის შესახებ დაშვების უარყოფას დარვინის არგუმენტთან დაკავშირებით რამდენიმე შედეგი აქვს. ბიოლოგიური კლასიფიკაცია არაა მხოლოდ რაიმე თვითნებური დაჯგუფება მუდმივობის გასწვრივ. არსებობს წყვეტაც, რომელიც წარმოადგენს ბიოლოგიურ დაჯგუფებებს შორის რეალურ საზღვარს. იერარქიაში თუ ყველა არა ზოგიერთი განმარტება მაინც არაა თვითნებურად განსაზღვრული. თუმცა, იერარქიის განსაზღვრულ საფეხურზე ბიოლოგიური დაჯგუფებები შეიძლება იყოს შემთხვევითიც. როგორც ადრე იყო ნახსენები, დარვინის მტკიცებულებიდან სახეობათა წარმოშობის შესახებ მაინცდამაინც ლოგიკურად არ გამომდინარეობს ის, რომ იგივე მექანიზმი მოქმედებს კლასების წარმოშობისათვისაც. იერარქიის თითოეულ საფეხურზე დარვინს ესაჭიროება ბუნებრივი გადარჩევა, როგორც კლასიფიკაციის უფრო მაღალ საფეხურებზე ჯგუფების ფორმირების დომინანტური პროცესი.მართალია დარვინმა ემპირიულად გვიჩვენა, რომ სახეობები განვითარდნენ მათ წინ არსებული სახეობებისაგან, მაგრამ, პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენ კლასიფიკაციის ისეთ მაღალ საფეხურებზე (იერარქიის განსხვავებული საფეხურები) ავდივართ როგორიცაა რიგი და კლასი. უპირველეს ყოვლისა, როგორ შეიძლება ემპირიულად იმის ჩვენება, რომ დღესდღეისობით სახეობების დონეზე მოქმედი პროცესები იწვევენ ცვლილებებს კლასიფიკაციის უფრო მაღალ საფეხურებზე დროის ხანგრძლივი შუალედში? გარდა ამისა, თუ ემპირიულად მაინც შესაძლებელი იქნებოდა იმის ჩვენება, რომ დღევანდელ დღეს მოქმედი პროცესები მართლაც გამოიწვევდნენ დროის ხანგრძლივ შუალედში ორგანიზმებში ცვლილებებს, პრობლემა, რომ სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია ეს ცვლილებები, მაინც ამოუხსნელი რჩება. ამავე დროს, დარვინი აღიარებდა ნამარხ ნაშთებში, განსაკუთრებით კი კლასიფიკაციის მაღალ საფეხურებზე, გარდამავალი ფორმების უქონლობის ფაქტს. თუ მისი თეორია მართებული იყო, ბუნებაში ცვლილება თანდათანობით და არა ნახტომისებურად უნდა განხორციელებულიყო. მისი ახსნა, თუ რატომაა მაღალ საფეხურზე მყოფი ჯგუფების ნამარხი ნაშთების მონაცემები ფრაგმენტული და არა სრული, მდგომარეობდა იმაში, რომ თვით ნამარხი ნაშთების მონაცემები იმ დროისათვის არასაკმარისი იყო. უფრო მეტიც, ის ამტკიცებდა, რომ ეს მონაცემები ძალიან მწირე უნდა ყოფილიყო (დარვინი, გვ. 341). რომ გვქონოდა ნამარხი ნაშთების უფრო მდიდარი ჩანაწერები, მაშინ კლასების მონაცემებში არსებული ფრაგმენტულობა გაქრებოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დარვინი ფიქრობდა, რომ ყველა გარდამავალი ფორმა ოდესმე იქნებოდა აღმოჩენილი. შუალედური ფორმები დროის უფრო მცირე მონაკვეთში იარსებებდნენ ვიდრე უფრო უცვლელი სახეობები და მცირე გეოგრაფიულ არეში ისინი რაოდენობრივადაც უფრო ნაკლები იქნებოდნენ.დარვინმა აქ არასწორი არგუმენტი ჩამოაყალიბა. ის ამტკიცებდა, რომ ნამარხი ნაშთების ჩანაწერები საკმაოდ მწირეა. საიდან იცოდა მან ეს? მისი პასუხი იქნებოდა ის, რომ ვინაიდან ჯგუფები დაშორებულნი არიან ერთმანეთისაგან, ნაშთების ჩანაწერები არასრული უნდა ყოფილიყო. აქ მისი მსჯელობა წრეზე დადის. ერთის მხრივ, ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ ნამარხ ნაშთებში უნდა მოინახებოდეს სხვადასხვა ფორმას შორის არსებული გარდამავალი ფორმები. ამავე დროს, ის ამტკიცებს, რომ ნამარხი ნაშთების მონაცემებეი საკმაოდ მწირეა, სწორედ იმიტომ რომ არსებობს დაშორებები ჯგუფებს შორის. ანუ, დარვინის მიხედვით, მანამ სანამდე დაშორებები არსებობს, მონაცემებიც მწირე იქნება. გარდამავალ ფორმას საერთოდ ადგილი რომ არ ჰქონოდა, მაშინ დარვინი საბოლოოდ დაამტკიცებდა, რომ ნამარხი ნაშთებიდან მიღებული ჩანაწერები საკმაოდ მწირე იყო.ბუნებრივი გადარჩევის მიერ კლასიფიკაციის მაღალ საფეხურებზე გამოწვეული თანდათანობითი ცვლილებების ემპირიული მტკიცებულების ძიება საკმაოდ რთული ამოცანაა და ის უპირველეს ყოვლის ეხება პალეონთოლოგებს. როდესაც ჩვენ დღეს ნამარხი ნაშთების მონაცემებს ვაკვირდებით და ვსვამთ კითხვას, თუ რამდენად ეხმაურებიან ისინი დარვინის თეორიას, მე დარწმუნებული ვარ უნდა დავასკვნათ, რომ ისინი ვერ ეხმაურებიან ამ თეორიას. 1859 წელს როდესაც დარვინმა დაწერა თავისი წიგნი, ის აღიარებდა რომ ნაშთების მონაცემები ფრაგმენტული იყო. მას სჯეროდა, რომ ამ მხრივ დამატებითი სამუშაოები ამ ფრაგმენტულობას შეავსებდა. თუმცა ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. უფრო მეტიც, ერთი პოპულარული თეორიის თანახმად, რომელიც არც თუ ისე დიდიხნის წინ ორი წამყვანი პალეონთოლოგის - სტეფან ჯ. გულდ და ნილს ელდრიჯის – მიერ იყო შემოთავაზებული, ნამარხი ნაშთების მონაცემებს იმ დასკვნამდე მივყევართ, რომ მაღალ საფეხურებში ცვლილებები მოხდა საკმაოდ სწრაფად, რასაც მოჰყვა შედარებითი სტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდები. მათი თეორია, რომელიც წყვეტილი წონასწორობის (Punctuated Equilibrium) თეორიის სახელს ატარებს, ემყარება წარმოდგენას, რომ ფრაგმენტულობის არსებობა ნაშთების მონაცემებისათვის საკმაოდ დამახასიათებელი თვისებაა. ისინი თვლიან, რომ სწრაფ ცვლილებებს ადგილი ჰქონდათ მცირე და იზოლირებულ არეალში მცირე პოპულაციით, სადაც ნამარხი ნაშთის დატოვების მცირე ალბათობა იყო. ამ გზით წაკითხული ნაშთის მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ადგილი აქვს წყვეტას რასაც მოყვება შედარებით სტაბილურობის ხანგრძლივი დროის მონაკვეთები. ნებისმიერ შემთხვევაში, ემპირიული მხარდაჭერა დარვინის თეორიისა ამ საფეხურზე როგორც ჩანს არ დაიმზირება. დარვინს სჯეროდა, რომ ნაშთების სრულყოფილი ჩანაწერები გომავლინებდა ცვლილებების თანდათანობით ხასიათს მცირე წყვეტით დროის ხანგრძლივ შუალედებში. თუმცა ამას ჯერ ადგილი არ ჰქონია.

ამიტომ, როგორც ჩანს დარვინის ვარაუდი, რომ ბუნება მუდმივია, საფუძველს იყო მოკლებული. ამან განაპირობა რამდენიმე შეცდომა, მათ შორის კი მთავარი: მან ემპირიულად გვიჩვენა, რომ სახეობათა წარმოშობა შეიძლება აიხსნას უფრო ადრინდელი სახეობების ანდა ვარიაციების ცვლილებებით, მაგრამ შემდგომ თეორიულად დაუშვა ამ რეზულტატის ბიოლოგიური კლასიფიკაციის უფრო მაღალ საფეხურებზე განვრცობის შესაძლებლობა.

ვარაუდებისამეცნიერო ნაშრომში ვარაუდების როლზე საუბარი წესით უადგილო უნდა იყოს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია თუ ჩვენ ვაპირებთ გადავამოწმოთ სახეობათა წარმოშობის საკითხი. ტრადიციულად, მეცნიერება ხასიათდება როგორც მეთოდი, რომელიც მეცნიერს საშუალებას აძლევს არ იყოს მიმხრობილი ამა თუ იმ მხარეს, იყოს ობიექტური და, შესაბამისად, უფრო ხარისხობრივად მიუდგეს ცოდნას ვიდრე ეს სხვა საგნებში ხდება. თუ ფრთხილად მივყვებით ამ მეთოდს, მაშინ მეცნიერის ყველა პირადი აზრი და ვარაუდი განზე გადაიდება და ის უფრო ობიექტურად მიუდგება საკითხს. სამეცნიერო საზოგადოებაში და საერთოდ კულტურაში სწორედ რომ ასეთი მიდგომაა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მიდგომა დაწყებული 1950 წლიდან მკაცრად იყო გაკრიტიკებული მეცნიერების ფილოსოფოსების მიერ. მას შემდეგ რაც თომას კუნის “სამეცნიერო რევოლუციის სტრუქტურამ” და მაიკლ პოლანის “პირადი ცოდნა”-მ მეცნიერებაზე ტრადიციულ შეხედულებაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითა, ძალიან ცოტა მეცნიერების ფილოსოფოსი თუ მოიძებნებოდა, ვინც განაცხადებდა, რომ სამეცნიერო მეთოდი მართლაც მისცემდა მეცნიერებს საშუალებას რომ განზე გადაედოთ ყველაფერი, ყოფილიყვნენ ობიექტურნი და ჩაეტარებინათ კვლევა ყოველგვარი ვარაუდის გარეშე.

ნათელია, რომ დარვინის წიგნი შეიცავს დაშვებებს, ვარაუდებს და ჩვენ გამოვიკვლიეთ მხოლოდ ერთი მათგანი. თუ დარვინის წიგნი არის სამეცნიერო ნაშრომი – და მე ვთვლი რომ ის არის – და თუ ის თანამედროვე ბიოლოგიის საფუძველს წარმოადგენს, მაშინ თანამედროვე ბიოლოგიის მეცნიერება დაფუძნებულია ვარაუდებზე.

გამოდის, რომ მეცნიერებას და სხვა სფეროებს შორის ურთიერთობა ისეთი არაა, როგორიც ხშირად გვესმის (რომ მეცნიერება საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ ხარისხობრივად უფრო მეტი ცოდნა ვიდრე სხვა საგნები). პირიქით, მეცნიერება გვევლინება როგორც სხვა დანარჩენი სფერო. რაც ახასიათებს მეცნიერებას ეს არის მისი განსჯის საგანი. ეს არის მისწრაფება შეიმეცნო ფიზიკური სამყარო. შესაბამისად, მაშინ როდესაც მეცნიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ცოდნის შეძენაში, ის არაა სხვებისგან გამორჩეული ცოდნის შეძენის საშუალება.

ბიბლიური მოწმობასაყოველთაოდ ცნობილია, რომ დარვინის თეორიამ შეცვალა ტრადიციული ბიბლიური შეხედულება იმაზე, რომ ღმერთმა შექმნა ყოველი სახეობა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და რომ ისინი უცვლელნი არიან. თუ ჩემი აზრით დარვინის წიგნი სწორეა, მაშინ დარვინი მართალი იყო, რომ უარყო ეს მე-19 საუკუნის შუა პერიოდისათვის დამახასიათებელი ტრადიციული ქრისტიანული შეხედულება. დარვინმა ნათლად გვიჩვენა, რომ სახეობები გაჩნდნენ ადრე არსებული საწყისი მრავალფეროვნებიდან. როგორც ცნობილია, ამ საკითხთან დაკავშირებით ტრადიციული ქრისტიანული შეხედულება ეყრდნობა ძველი აღთქმის დაბადების წიგნს. დაბადების ტექსტის დეტალური შესწავლა ცხადყოფს, რომ ტექსტის მიხედვით ღმერთმა შექმნა ყველა სახის (ინგლიურად “kind”, ქართულად “გვარი” – მთარგმნ.) ცოცხალი არსება და მათი მრავალფეროვნება - ვარიაციები (დაბ. 1:21). ტრადიციული ბიბლიური მოწმობის მიხედვით, დაბადების 1:21-ში იგულისხმებოდა, რომ ღმერთმა შექმნა ყველა გვარი (სახეობა) და მათი მრავალფეროვნება (ქვესახეობა). რომც მივიღოთ ის აზრი, რომ ბიბლიური ტექსტი “ყველა სახეში” გულისხმობს სახეობას, ჩემთვის მაინც გაუგებარია ასეთი მიდგომა რატომ მოითხოვს, რომ სახეობა ფიქსირებულია და უცვლელი, ანდა თითოეული მათგანი რატომ უნდა იყოს აუცილებლად დამოუკიდებელი, პირდაპირი ქმნილება ღვთისა.თუმცა, ტრადიციულ შეხედულებაში უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენს განმარტება, რომ დაბადების წიგნი “სახეში” მოიაზრებს სახეობას. და რატომ არა გვარს, ანდა ოჯახს? მაგალითისათვის, ღმერთს შეეძლო შეექმნა გარკვეული ტიპის ბეღურისნაირები, და ის ბეღურები, რომლებიც ჩამოყალიბდებოდნენ გარკვეულ სახეობად საფუძველს მისცემდნენ ახალ ვარიაციას. მე პირადად ვერ ვხედავ დაბადების ტექსტში რაიმე ისეთს, რომელიც აუცილებლად უარყოფდა ამ მოსაზრებას. ვთვლი, რომ ისინი, ვინც ბიბლიურ ტექსტს მიაწერდნენ განმარტებას ღმერთის მიერ თითოეული უცვლელი სახეობის დამოუკიდებლად შექმნის შესახებ, ცდებოდნენ.დასკვნები როდესაც ჩვენ განვიხილავთ ისეთ საკითხს, როგორიცაა სახეობათა წარმოშობა, ჩვენ საქმე გვაქვს საკმაოდ რთულ და კომპლექსურ საგანთან. ნებისმიერ შემთხვევაში, ცალკეული პიროვნებები ამ საკითხს უახლოვდებიან გარკვეული დაშვებებით, მოსაზრებებით. ეს მოსაზრებები გავლენას მოახდენენ მონაცემთა მათეულ გაგებაზე. მაგალითად, დარვინის წიგნის პირველ თავში ჩვენ დავინახეთ, რომ მან დაიწყო დაკვირვებებით და გამოიტანა სხვა მეცნიერებისაგან განსხვავებული დასკვნები. დარვინმა დაუშვა რიგი მოსაზრებები არსებულ მონაცემებთან დაკავშირებით და, შესაბამისად, მივიდა განსხვავებულ დასვკნებამდე. ჩვენ უნდა ვაღიაროთ მეცნიერი სპეციალისტების როლი ამ დებატებში; ისინი გვაძლევენ მნიშვნელოვან ემპირიულ მონაცემებს. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მათმა წარმოდგენებმა გავლენა მოახდინეს მათ ხედვაზე. ჩვენ გვჭირდება ფილოსოფიურად დახვეწილი მეცნიერები, რომლებიც აღიარებენ იმ ფაქტს, რომ სწორედ ვარაუდები თამაშობენ გარკვეულ როლს სახეობათა წარმოშობის საკითხის შესწავლაში. ასეთი მეცნიერები იშვიათნი არიან; უმეტესობა აღზრდილია მეცნიერების ტრადიციული შეხედულების სულისკვეთებით. მათ ადვილად შეუძლიათ შეამჩნიონ ვარაუდები სხვებში, თუმცა თავისას ვერ ხედავენ.სახეობათა წარმოშობის საკითხში დაინტერესებულ ქრისტიანთათვის პრობლემა გაცილებით რთულია. ჩვენ არა მარტო უნდა გამოვიკვლიოთ ფიზიკური სამყარო და ვიკითხოთ თუ რა არის რასაც ჩვენ ვხედავთ სამყაროში, არამედ იგივე შეკითხვა უნდა დავუსვათ ბიბლიურ ტექსტსაც. ანდა ვაღიაროთ, რომ ორივე შემთხვევაში ჩვენ შემოგვაქვს ვარაუდები, რაც გავლენას იქონიებს იმაზე თუ როგორ განვმარტავთ იმას რასაც ვხედავთ. უნდა ვისწავლოთ, ვიყოთ ფრთხილი იმ მონაცემთა მიმართ, რომლებიც არ ჯდებიან ჩვენს წარმოდგენაში და შეგვეძლოს კითხვის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი საკუთარი ვარაუდები და მოსაზრებები ბიბლიური ტექსტისა და ფიზიკური სამყაროს შესახებ.მჯერა, რომ სახეობათა წარმოშობის ირგვლივ არსებულ მრავალ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ გაცემულა და ჩვენ წინ გველის მათი მონახვა. დარვინმა მოგვცა მნიშვნელოვანი წიგნი. მისი როგორც მე-19 საუკუნის ბუნების ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარის მიხვედრილობა და პრობლემის გარკვევა მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგრამ დოგმატურად მიღება მისი ნაშრომის, როგორც თანამედროვე ბიოლოგიის ფუნდამენტის, რომელმაც დიდად გასცა პასუხი წარმოშობის შესახებ შეკითხვას, ნიშნავს გვჯეროდეს, რომ შემოქმედებითი აღმოჩენები ამ მხრივ უკვე დასრულებულია. ვთვლი, რომ არ არსებობს ემპირიული მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა დარვინის წარმოდგენას იმაზე, რომ დროის საკმაოდ დიდ შუალედებში მოქმედი ბუნებრივი გადარჩევა არის ახსნა არსებული ნამარხი ნეშთების მონაცემებისა ანდა იმ წყვეტისა, რაც კლასების დონეზე არსებობს. ვთვლი, რომ თანამედროვე ბიოლოგთა დიდმა ნაწილმა, რომელმაც დარვინის შეფასების გარკვეული ნაწილი დოგმატურად მიიღო, შეცდომა დაუშვა. სწორედ ეს შეცდომაა რაც მათ აშორებს ახალი საინტერესო აღმოჩენებისაგან.ასევე ქრისტიანთათვისაც, დაბადების წიგნის განსაზღვრული მოწმობის დოგმატური მიღება, რომელიც პასუხობს ყველა ბიოლოგიურ შეკითხვას სახეობათა წარმოშობის შესახებ, ასევე შეცდომის ტოლფასია. ის ასევე ადუნებს ინტერესს ბიოლოგიაში ახალი და აღმაფრთოვანებელი აღმოჩენებისაკენ სწრაფვისადმი. ქრისტიანებმა უნდა ვაღიაროთ, რომ დაბადების წიგნის მოწმობის განმარტება რთულია და ბიოლოგიურმა ინფორმაციამ შეიძლება მოგვაწოდოს მნიშვნელოვანი წარმოდგენა სახეობათა წარმოშობის შესახებ.

________________________________________

გამოყენებული ლიტერატურა:1.Darwin, C. 1859. The Origin of Species. Penguin: London (copy of first edition).2.Twain, M. 1874. Life on the Mississippi. H.O. Houghton and Co.ბიოლოგიური სახეობების მეცნიერული კლასიფიკაცია


























ბიოლოგიური ორგანიზმების კლასიფიკაციის სქემა ნაჩვენებია მარცხენა მხარეს, მარჯვენა მხარეს კი მაგალითის სახით მოყვანილია ამ კლასიფიკაციის შესაბამისი სახელები ერთდღიურების შემთხვევაში: