Wednesday, June 1, 2011

უძველესი წყარო ორმოცდაათდღიანი მსგეფსის, ანუ ხსნილის შესახებ

(აღდგომიდან სულთმოფენობის ჩათვლით)

‘დიდი სჯულისკანონის’ ძველ ქართულ ხელნაწერებშიდაცულია თარგმანი უაღრესად მნიშვნელოვანი კანონიკური ძეგლისა სათაურით: ‘პარასკევთათვის’ (გამოცემულია კ.კეკელიძის მიერ. იხილეთ ‘ეტიუდები’, IX, გვ.84-122). როგორც სათაურიდანაც ჩანს, ხსენებულ ძეგლში მოციქულთა სამოცდამეცხრე კანონის (აგრეთვე სხვა კანონიკური დადგენილებების) საფუძველზე დასაბუთებულია ოთხშაბათ-პარასკევის მარხვის აუცილებლობა მთელი წლისათვის. ამასთან, მითიტებულია ისიც, თუ როდის არისე ეს დღეები (ოთხშაბათი-პარასკევი) ხსნილი, ანუ როდის გვაქვს მსგეფსი. თხზულების ავტორის მიერ მოხმობილი კანონიკური წყაროებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი უძველესი დოკუმენტი, რაც მოთავსებულია უშუალოდ მოციქულთა კანონის შემდეგ და რაც წარმოადგენს IV საუკუნის მოძღვრის, წმ. ათანასე დიდის განწესებას, მიღებულს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მიერ (325 წ.). საგულისხმოა, რომ ეს დოკუმენტი დაცული ყოფილა ძალიან ძველ ეტრატის ხელნაწერში. მისი მომძიებელი (ზემოხსენებული კანონიკური თხზულების ავტორი) ხაზგასმით აღნიშნავს:
‘პირველსა კრებასა შინა დიდისა ათანასისგან დადებულისა განწესებისაგან, რომელი ვპოვე ფრიად ძუელსა შინა მრგუალსა ეტრატისა წიგნსა’ (გვ.88).
აი, ამ უძველესი დოკუმენტიდან მოტანილ ვრცელ ციტატაში (გვ.88-90) სრულიად გარკვევით არის მოცემული უწყება იმის შესახებ, რომ ოთხშაბათ-პარასკევის მარხვა სავალდებულოა მთელი წლისთვის, გარდა (თვინიერ) ‘ერგასისა’ და გარდა ‘წმიდათა ღმრთისგამოცხადებათასა’. Bოლო დასახელება (‘ღმრთისგამოცხადებანი’) კალკია ბერძნული ტერმინისა თეოფანია, რაც აღნიშნავს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს, ხოლო ‘ერგასისი’ (ანუ ორმოცდაათეული) წარმოადგენს ზუსტ თარგმანს ბერძნული ტერმინისა : პენტიკოსტი, რაც აღნიშნავს ორმოცდაათდღიან პერიოდს აღდგომიდან სულთმოფენობამდე და თვით სულთმოფენობის დღესასწაულს. შწორედ ამ პერიოდს განაჩინებს ხსნილად ზემოხსენებული დოკუმენტი, როდესაც ხაზგასმით გვაუწყებს:
’ნუ გარდახდები მარხვასა უფლისასა, ესე იგი არს, ოთხშაბათსა და პარასკევსა, არათუ სენითა რაითმე დამძიმებულობდე, თვინიერ (=გარდა) მხოლოისა ერგასისა და წმიდათა ღმრთისგამოცხადებათაისა’ (გვ.88)
Mმეორეგან კიდევ უფრო ნათლად არის მითითებული იმაზე, რომ ოთხშაბათ-პარასკევის მარხვის დაცვა აუცილებელია მთელი წლის მანძილზე ‘თვინიერ ერგასისისა ერგასისთა დღეთა’ ანუ ‘გარდა ორმოცდაათეულის ორმოცდაათი დღისა’. Aაი, სათანადო ციტატა:
‘წელ ყოველ იცვების ესე მარხვაი წმიდასა ამას შინა კათოლიკე ეკლესიასა, - ვიტყვი უკუე, ოთხშაბათ- პარასკევისაი, - ვიდრე მეცხრედ ჟამამდე თვინიერ მხოლოისა ერგასისა ერგასისთა დღეთა, რომელთა შინა არცა მუხლთმდრეკელობანი იქმნებიან,არცა მარხვაი განწესებულ არს, არამედ ოთხშაბათისა და შაბათის –წინაისა (=პარასკევისა) მეცხრისა ჟამისა შეკრებათა წილ, ვითარ კვირიაკისა დღესა შინა, თითოეულთა განთიადთა აღესრულებიან შეკრებანი’(გვ.89).
საგულისხმოა, რომ ამავე კანონიკურ ძეგლში ოთხშაბათ-პარასკევის მარხვა ხსნილად არის გამოცხადებული და ეს დღეები კვირადღესთან არის გათანაბრებული იმ შემთხვევაშიც, თუ ხსენებულ დღეებს (ოთხშაბათ- პარასკევს) ემთხვევა დღესასწაული. აღნიშნული მომენტი მხედველობიდან არ გამოპარვია კ.კეკელიძეს, რომელიც ჩვენს ძეგლთან დაკავშირებით შენიშნავს:
‘ოთხშაბათ-პარასკევის მარხვის დარღვევა შეიძლება, ავტორის შეხედულებით, თანახმდ საეკლესიო კრებათა დადგენილებისა, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს სასიკვდილო ავადმყოფობა ემუქრება, ანდა ამ დღეებში ემთხვევა რომელიმე დღესასწაული’(გვ. 13)
თვით ძეგლში ეს განჩინება შემდეგნაირადაა გადმოცემული:
‘უკუეთუ დაემთხვიოს დღესასწაული ოთხშაბათსა შინა , არა ვითარცა ოთხშაბათი შეირაცხებოდის იგი, არამედ ვითარცა კვირიაკე პატივ-იცემოდის სადღესასწაულებელი ოთხშაბათი, რამეთუ ვითარცა ორმეოცი (=დიდმარხვა) სახე და მაგალითი არს ყოვლისა მარხვისაი, ეგრეთვე კვირიაკეცა ყოვლისა ყოველკრებობისაი(=დღესასწაულის) და საღმრთოისა მესრულეობისა დასაბამსახე(=ნიმუში) არს’(გვ.120).
Mოგვაქვს აღნიშნული ტექსტის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი ახა ქართულად:
‘თუ დღესასწაული დაემთვევა ოთხშაბათს, არ ჩაითვლება იგი როგორც ოთხშაბათი, არამედ პატივი მიეგება მას როგორც კვირადღეს [და იქნება იგი] სადღესასწაულებელი ოთხშაბატი, რადგან ისევეროგორც დიდმარხვაა სახე და მაგალითი ყველა მარხვისა, ასევე კვირადღეც ნიმუშია ყველა დღესასწაულისა და საღვთო ზეიმისა’.
M მოტანილი ციტატის შემდეგ აღნიშნულ ძეგლში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ არ შეიძლება ოთხშაბათის დაცვის გამო დღესასწაულთ არადამცველებად წარმოვჩნდეთ, ისევე როგორც- პირიქით. Aი, სათანადო ტექსტი:
‘არა სახმარ არს მცველობითა ოთხშაბათსაითა არმცველად მდებარეობაი დღესასწაულთათვის, ვითარდა წინა-უკმო, არამედ მრჩობლთათვისვე მდებარეთა კანონთა განუახლებლად დაცვაი’(გვ. 120).
შაგულისხმოა აღინიშნოს, რომ დიდ დღესასწაულებს ხსნილად განაჩინებს წმ. ექვთიმე ათონელიც, რომელიც ბრძანებს:
‘ხოლო საუფლოთა დღესასწაულთა არცა მუხლთა დრეკაი ჯერ-არს, და არცა მარხვაი... და ამაღლებისა და შუაზატიკისა და წმიდისა ღმღთისმშობლისათა და ნათლისმცემელისათა და წმიდათა მოციქულთასა და მახარებელთა და სხუათა მათ დიდებულთა წმიდათა, რომელთა დღესასწაულნი იდიდებიან: გიორგისი, თეოდორესი, ნიკოლოზისი, ფილიპესი, თომასი, ანდრეასი. ესე დღესასწაულნი ხსნილნია’ (ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ათონური კოლექცია, I, თბ.1986, გვ.121).
ზემოაღნიშნული კანონიკურიძეგლი, რაც, როგორც ავღნიშნეთ, შედის ‘დიდი სჯულისკანონის’ ძველ ქართულ ხელნაწერებში, მრავალ სხვა საეკლესიო საკითხსაც განიხილავს. ეს გარემოება ქმნის ხსენებული ძეგლის ხელახლა გამოცემის აუცილებლობას შესაბამისი კომენტარების დართვით.


საეკლესიო სიწმინდენი. 2000 წ. ოქტომბერი. #3.
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ‘ძველი ქართული წერილობითი ძეგლების ჰაგიოლოგიური კვლევის ცენტრის’ გაზეთი.