კანონიკურ-სამართლებრივი ანალიზი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი თეოლოგიაში - არჩილ მეტრეველი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი თეოლოგიაში - არჩილ მეტრეველი
ფოტოზე გამოსახულია "ჰაკამა" ტრადიციული იაპონური ტანსაცმელი. თავდაპირველად ჰაკამას ტარების უფლება ჰქონდათ მხოლოდ მამაკაცებს, თუმცა დღეისათვის მას ატარებენ როგორც კაცები, ასევე ქალები
თანამედროვე პერიოდში, საკუთარი არსით, ისეთმა ნაკლებად მნიშვნელოვანმა საკითხმა, როგორიცაა ქალის მიერ შარვლის ტარება, დიდი ხანია საყოველთაო საეკლესიო პრობლემის სახე მიიღო და თავისი აქტუალობით მრავალჯერ გადააჭარბა გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხებს. ამ საკითხის მნიშვნელობის ზრდა დაკავშირებულია ერთის მხრივ საეკლესიო კანონმდებლობის განმარტება-განზოგადების პრინციპებისა და მეთოდების არცოდნასთან, მეორეს მხრივ კი კონკრეტულად იმ კანონების ჭეშმარიტი შინაარსის უცოდინრობასთან, რომელთაც მავანნი ქალისათვის შარვლის ტარების აკრძალვის არგუმენტებად იყენებენ. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ შარვლით შემოსილ ქალბატონებს ხშირ შემთხვევაში ღვთის ტაძარში არ უშვებენ და მაცხოვრის სისხლისა და ხორცის ზიარებასაც კი უკრძალავენ, ზოგიერთ ტაძარში კი პირდაპირ კარიბჭეზეა გაკეთებული წარწერა, რომელიც ასეთი აკრძალვის შესახებ აფრთხილებს ქალბატონებს.