Tuesday, March 29, 2011

სექტანტობა მართლმადიდებლობაში და მართლმადიდებლობა სექტანტობაში

არქიეპისკოპოსი იოანე (შახოვსკოი)
სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა გიორგი კილაძემ

მცდარი აზრია, რომ ყველა მართლმადიდებელი ნამდვილად არაა სექტანტი და ყველა სექტანტი არაა მართლმადიდებელი. ყოველი მართლმადიდებელი არ არის სულიერად ასეთი, და არც ყოველი სექტანტად წოდებულია სულით სექტანტი, და დღევანდელ დღეს შეიძლება შევხვდეთმართლმადიდებელს“ - ნამდვილ სექტანტს თავისი სულიერი მისწრაფებით: ფანატიკოსს, უყვარულს, გონებრივად შეზღუდულს, რომელიც ადამიანურ ხედვას ეყრდნობა, არა მოშურნეს, არა მწყურვალს ღვთის სამართლისა, მაგრამ განსივებულს თავისი სიმართლის სიამაყით, მკაცრად რომ განსჯის ადამიანს თავისი ცდომილი სიმართლის მწვერვალიდან - გარეგნულად დოგმატურად სწორ, მაგრამ სულში შობის არმქონეს და პირიქით, შეიძლება შევხვდეთ სექტანტს, რომელსაც აშკარად არ ესმის ღმრთისადმი სულითა და ჭეშმარიტებით მართლმადიდებლური მსახურების არსი, არ აღიარებს ეკლესიური ჭეშმარიტების ამა თუ იმ გამოხატულებას, მაგრამ სინამდვილეში ფარულადაა მასში ბევრი რამ ჭეშმარიტად ღვთიური, ჭეშმარიტად ქრისტესმიერი სიყვარულის მოჭარბება, ჭეშმარიტად ძმური დამოკიდებულება ადამიანებისადმი. ასეთი აღრევის არსებობა ქრისტიანულ საზოგადოებებში არ გვაძლევს უფლებას ზედაპირულად მივუდგეთ აღმსარებლობით დამოკიდებულებათა საკითხს. სექტანტები სცოდავენ მართლმადიდებლობის ვერგაგებით , ხოლო ჩვენც, მართლმადიდებლები, არ მივსდევთ ჩვენს მართმადიდებლობას, არ გვესმის რა მათი, სექტანტებისა, ზოგჯერ საოცრად მგზნებარედ და სიწმინდით რომ ესწრაფვიან უფლისკენ, ესწრაფვიან მასთან ერთობას.

ადამიანის ვიწრო, ამაყი, ავადმყოფური გონება, ღვთის სულში ფერუცვლელი, ერთნაირად მიდრეკილია დაყოფისაკენ და საამისო საბაბს ეძიებს, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს გონება - მართლმადიდებელს თუ სექტანტს.

ჩვენ, მართლმადიდებლები, რწმენით, სულიერად ვხედავთ, რომ ვფლობთ ადამიანურად გამოხატული ჭეშმარიტების სისავსეს. მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე მივყვებით ჭეშმარიტების ამ სისავსეს და რომ ეს სისავსე აღგვავსებს ჩვენ. ხშირად ჩვენ იგი მხოლოდ ენაზე გვადგას, ანდა ვფიქრობთ, რომ მან უნდა შეგვიცვალოს თვალში დირე ჩვენი სულიერი სიზარმაცისა. მაგრამ ეს ყველაფერი სრულიადაც არაა ასე. ჭეშმარიტება გვაქვს, და ამასთან, სრული, მაგრამ მასში ცხოვრება არ გვსურს ან არ შეგვიძლია და უბრალოდ, ხშირად არც ვისწრაფვით მასში ცხორებისაკენ, რამეთუ ის ძალზე სამარცხვინოა ჩვენი გაცვეთილი ადამიანურობისთვის. ხოლო ქადილს, განდიდებას ჩვენი მართლმადიდებლობით არ ვეშვებით.

ამავე დროს, სხვაგვარად მადიდებელ ქრისტიანთა შორის მრავლად არიან მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებაში მცხოვრებნი, თავიანთი სულიერი მდგომარეობით. არიან სექტანტები, რომლებიც უფრო მეტად იწვიან სულითა და სიყვარულით ღვთისადმი და მოყვასისადმი, ვიდრე სხვა მართლმადიდებლები და სწორედ ამგვარი სულიერი წვა ღმრთისა და ადამიანისადმი გახლავთ ნიშანი ჭეშმარიტი ცხოვრებისეული მართლმადიდებლობისა. ვისაც იგი არ გააჩნია მართმადიდებელთა შორის, ის არაა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი და ვისაც იგი არა აქვს არამართლმადიებელთა შორის, არც ისაა ჭეშმარიტად მადიდებელი. ადამიანურად ის ცდება, ვერ იგებს ამა თუ იმას, ვერ ხედავს ამათუიმ ფერს სამყაროს ბუნებაში (სულიერი დალტონიზმი; ვერ ხედავს, მაგალითად ხატების აზრს, ურთიერთობას წმინდანებთან, ამაქვეყნიდან გასულებთან), მაგრამ სულით, შინაგანი ადამიანის მიხედვით, ის - წრფელი და ნამდვილი, არაპირმოთნე სიყვარულით თავდადებულია ცოცხალი განხორციელებული ღმერთისადმი - უფალ იესო ქრისტესადმი - სიკვდილამდე.

ასეთი ნადვილი მართლმადიდებელი ქრისტიანების არსებობა შეინიშნება როგორც გონიერად აღმსარებელ მართლმადიდებელთა შორის, ისე რომაელ-კათოლიკეთა შორისაც და ასევე ყველა სხვა მიმართულებისა თუ სახე-სხვაობის პროტესტანტთა რიგებშიც. ამგვარ მიმართულებას მიეკუთვნებიან რუსი სექტანტებიც, გასექტანტებულები, ანუ, გონებითა და გამოცდილებით გამოყოფილები ეკლესიის დოგმატური აღმსარებლობისგან, ნაწილობრივ სულში ამ აღმსარებლობის ვერგაგების გამო, ნაწილობრივ კი, ამ აღმსარებლობის ცხოვრებაში გატარების ცუდი მაგალითების გამო. ყოველი მართლმდიდებლისათვის ნათელია, რომ მართმადიდებელი ადამიანები თავისი აღმსარებლობით ხშირად არათუ საზოგადოების დამრიგებლებად გვევლინებიან, არამედ პირდაპირ ამავე საზოგადოების განმყრვნელებად იქცევიან. არ ვლაპარაკობთ პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების მაგალითებზე: ეს გვეხება, რა თქმა უნდა, დიდწილად ჩვენც, სამღვდელოებას, რომლებიც ყოველთვის არ ვდგავართ მართმადიდებლობის სულიერ სიმაღლეზე, მიუხედავად ჩვენი ეკლესიის ჭეშმარიტების ნათელი შეგნებისა. ხოლო მონასტრები.... რამდენი რამ იყო ღრმად არამართლმადიდებლური, ამასოფლური, სულიერი ხრწნილების ნიშნით, ხანდახან მონოზონის მორჩილების საფარქვეშ. და ყველაფერიმსუბუქი“, გახრწნილი, საეკლესიო ცხოვრების ზედაპირზე ამოტივტივდებოდა და მეტად ხვდებოდა თვალში, ვიდრე ჭეშმარიტად მორჩილი, თვითუარყოფის ღვაწლი ნამდვილი მართლმადიდებელი მოძღვრებისა და ბერებისა, თავისი ცხოვრებით ქრისტეს რომ მიუყვებოდნენ და მისთვის კვდებოდნენ. რევოლუციამ აჩვენა, გააშიშვლა მართლმადიდებელი რუსული სამღვდელოების სუსტი ფენა, მაგრამ იგივე რევოლუციამ ხაზი გაუსვა მართლმადიდებლური ცხოვრების მოწამეობრივ აღმსარებლობით გზას მღვდლების უმრავლესობასთან. მავანმა თქვა, რომ სექტანტობის არსებობა ხალხის რელიგიურობის მაჩვენებელია. შეიძლება ითქვას ასეც: სექტანტობის არსებობა გვიჩვენებს ხალხის მართლმადიდებლურობას, მის სულით მდუღარებას, მის სწრაფვას იდეალისკენ, წყურვილს არა გარეგნული რელიგიის, არამედ შინაგანისას, წყურვილს თავისი გულსმიერი აღქმისას ღმერთში და არსებითად ესაა მართლმადიდებლობა. სექტანტობის არსებობაში მართლმადიდებელი, მით უმეტეს მღვდელი, ყოველთვის უფრო დამნაშავეა, ვიდრე სექტანტი. ასეთი მიდგომა - უფრო მართლმადებლური ხომ არ არის, ვიღებთ რა ჩვენს თავზე ბრალეულობას და პასუხისმგებლობას განშორებულ ძმათათვის? სხვაგვარად არც იქნება ქრისტესმიერი სიმართლე - თუკი არ ავიღებთ ჩვენს თავზე დანაშაულს. რთულია განახორციელო ადამიანური სამართალი, თუკი სექტანტებს დამნაშავედ ვცნობთ, ხოლო ქრისტეს სამართალი სხვაგვარია, „სიგიჟეაამასოფლისათვის, ბრძნული კი - მხოლოდ ღმრთისთვის.

არც პაექრობით, არც კამათით, არც კინკლაობით, არც უხეში მხილებით არ შეიძლება ჩვენება საღმრთო სულის იმ კეთილისმყოფელი ძალისა, რომელიც ცოცხლობს მართლმადიდებლობაში, რომელიც თვითაა მართლმადიდებლობა. ეს სული მხოლოდ თავისი გონივრული უფლებისაგან ადამიანური თვალსაზრისით უგუნურ უარყოფაში და მსჯავრის სულისადმი გადაცემაში შეიძლება გამოიხატოს.

მართლმადიდებლურ აპოლოგეტიკაში, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ყურადღება გამახვილდეს ნათლად და მტკიცედ მოძღვრების არსის განმარტებაზე და ცხოვრებაში ამ მოძღვრების გატარებაზე. ნათლად უნდა შევიგრძნოთ, რომ მართლმადიდებლობა საშინელი ცეცხლია, როგორც წმინდა საიდუმლოებანი. ვინც ღებულობს მართლმადიდებლობის სისავსეს, ეს ცეცხ ან გარდაქმნის მას, ან დასწვავს. მართლმადიდებლობამ შექმნა რუსი ხალხის სული, მაგრამ ამავე მართლმადიდებლობამ დასწვა იგი. ტყუილია, თითქოს რუსი ხალხი დაიწვა ბოლშევიზმის ცეცლხში; ის დასწვა მართლმადიდებლობამ. ის უღირსად ეზიარა რწმენის სისავსის სიწმინდეს და ამ სიწმინდემ შეტრუსა იგი. აქაა ღვთის სულის კანონი, ეკლესიის კანონი. სექტანტობა - ეს მართლმადიდებლობის გზების არამართლმადიდებლური ძიებაა. ადამიანის უძლურების გამო ის არა სიღრმეში აღესრულება, არამედ მის სიახლოვეს, ასე ვთქვათ, არა დოგმატში, არამედ დოგმატის გვერდით. დოგმატური (წმინდა) ცხოვრება დოგმატის მიღმა, რა თქმა უნდა, უფრო მეტ მართლმადიდებლობას წარმოადგენს, ვიდრე არადოგმატური (გზასაცდენილი) ცხოვრება დოგმატში. უნდა გავიგოთ ეს მთელი სიცხადით, ღვთის სიტყვის მთელი გარკვეულობით, პირდაპირ რომ გვიჩვენებს თუნდაც იგავში ორი ძმის შესახებ, რომელთაგან ერთმა თქვა, რომ არ შეასრულებს მამის ნებას და შეასრულა, ხოლო მეორემ თქვა, რომ შეასრულებს და არ შეასრულა. მართლმადიდებლური მრწამსის აღმსარებლობა სახარების ასახვაა. მრწამსი უნდა აღესრულოს ცხოვრებაში და იქცეს რეალობად. ზოგიერთ ადამიანთან იგი სრულიად არ აისახება ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ყოველდღიურად წარმოთქვამს მას ლოცვისას; მეორესთან რწმენა გამოიხატება ცხოვრებისეულად მის სიყვარულში უფალ იესო ქრისტესადმი, ზეციური მამისადმი და სულიწმინდისადმი, და აისახება მის სახეზე, სიტყვებში და ყვცელანაირ ქცევაში. ვინ უფრო ახლოა ღვთის სასუფეველთან? პასუხი ნათელია. რა თქმა უნდა, მეორე, არამართლმადიდებელი სახელით, მაგრამ სულითა და ჭეშმარიტებით მართლმადიდებელი, განსწავლული თვით სულიწმინდის მიერ.

თვითაღიარებულმა და თვითდამკვიდრებულმა მართლმადიდებლებმა დროა გავიგოთ, რომ მართმადიდებლობა სულაც არ გახლავთ პრივილეგია და არც საბაბი სხვისი განკითხვის და არც სიამაყისა. მართლმადიდებლობა, პირიქით, თავმდაბლობაა, აღიარებაა ჭეშმარიტების სისავსისა, როგორც სიმართლის, ისე სიყვარულისა. მართლმადიდებლობამ თავისი ბრწყინვალებით უნდა გაიმარჯვოს, ისევე, როგორც თვით უფალმა, და არა ქვემეხებით - სულერთია, იქნება ეს ფოლადის თუ სიტყვიერი. მართლმადიდებლობა არ ანათებს იმ მართლმადიდებლურ საზოგადოებაში, რომელიც ამაყობს თავისი მართმადიდებლობით. ის გამობრწყინდება იმათში, ვინც მდაბალია თავის მართმადიდებლობაში, ვინც რწმენის სიწმინდეს იგებს არა მხოლოდ თავისი შეზღუდული პატარა ჭკუით, არამედ სულით, მთელი ცხოვრებით. მართლმადიდებლობის მშვენიერება მოგვეცა ადამიანთა გამოხსნისათვის, ხოლო მართლმადიდებლებმა (მხოლოდ სახელით!–მთრგმ.) ის გადააქციეს ადამიანთა დასჯისა და დაღუპვის იარაღად. შეიძლება ითქვას, რომ დედამიწაზე არ არსებობს სრულყოფილი მართლმადიდებელი ადამიანი, მაგრამ არიან ნაწილობრივ მართლმადიდებლები და თვით .. მართლმადიდებლებ და ისინი, ვინც არ მიათვლის თავის თავს მართლმადიდებლებს, მაგრამ მიაკუთვნებენ ქრისტეს ეკლესიას და ცხოვრებისეულად მყოფობენ ქრისტეში. მართლმადიდებლობა - მზის სხივია, დედამიწაზე მოფენილი. იგი ყველასთვის ანათებს, თუმცა ყველა ვერ ნათდება მისით, რამეთუ ვინ სარდაფშია, ვინ სარკმელს ახშობს, ვინ თვალებს ხუჭავს... მაგრამ უნებურად იბადება კითხვა: იქნებ ეს აზრები, თუნდაც უმცირესი ზომით, მაგრამ მაინც უარის თქმაა მართლმადიდებელი სარწმუნოების სიწმინდეზე, იმ სიწმინდეზე, რისთვისაც ამდენი სისხლი დაიქცა და რასაც წმინდა მამების ამდენი გულმოდგინება დასჭირდა?

, არა, ეს მართლმადიდებლობის სიწმინდის არა მხოლოდ უარყოფა არაა, არამედ ესაა სწორედ მისი დაცვა და აღიარება.

მაგალითისათვის ავიღოთ წმინდანთა თაყვანისცემა, მათდამი ლოცვები. სექტანტი - გაუცნობიერებლად, არა სულისმიერად - უარყო სულიერი ცხორების ამ განშტოებას. ჩვენ ვადასტურებთ მის სულიერ რეალობას ქრისტეში. შეიძლება გამოხსნილ იქნას ადამიანი, ვინც არ აღიარებს ამ რეალობას? საშინელი კითვაა. ის, რაც უნდა ემსახურებოდეს ხსნას როგორც საშუალება, შეიძლება განკითხვის მიზეზად იქცეს, თუკი არ იქნება იგი გამოყენებული? რას ეძიებენ წმინდანები - თავის განდიდებას თუ თისას? რა თქმა უნდა ღვთისას. და ყოველგვარი ჭეშმარიტი განდიდება წმინდანებისა უპირველეს ყოვლისა - განდიდებაა ღვთისა: „საკვირველ არს ღმერთი წმინდათა შორის მისთა. .. ჩვენ განვადიდებთპირდაპირღმერთს და განვადიდებთ ნამდვილად, არაპირფერულად - წმინდანები და ანგელოზები, რა თქმა უნდა, ზეიმობენ, ხარობენ, სულიერად ამბორსუყოფენ ამგვარად განმადიდებლებს. პირიქით, თუ ადამიანი სადიდებლებს და დაუჯდომლებს უგალობს წმინდანებს, ხოლო თავის ცხოვრებაში არ აქვს სიყვარული მათი სულისკვეთებისადმი - ქრისტესმიერი სიწმინდისა და სიმართლის, სიყვარულის სულისადმი, ხომ არ წარმოადგენს ასეთი ადამიანი წმინდანთა უფრო მაგინებელს, ვიდრე მადიდებელს? სულაც შეიძლება, ასეთ ადამიანის შემხედვარემ ბევრმა შეწყვიტოს წმინდანთა ქება, მისი ამგვარი თავგამოდების შედეგებით ცდუნებულმა... ჰოი, როგორი მრუდე და უხეშია ხორციელი ადამიანური ბრძნობანი, როგორ იგმობა უფლის უწმინდესი სული ადამიანებში!

მართმადიდებელი ეკლესიის დადგენილებანი სულის სკოლაა, ყველაზე უფრო მისაღები, თუკი სრულდება სულიერად. ყველაფერი მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა გაცოცხლდეს და განსულიერდეს. ადამიანის ბრალია, თუ ის გამიწიერდება. ჩვენ, მართლმადიდებელი მწყემსნი - მოძღვრები ვართ ქრისტეში. მოძღვარი ერთია - უფალი იესო ქრისტე და ვერავინ - მის გარეშე - ვერ შეძლებს მოძღვრად ყოფნას. ჩვენ ვასწავლით მხოლოდ, როგორ დავემორჩილოთ საერთო მოძღვარს, ჩვენ არა ჩვენი სახელით, არამედ ქრისტეს სახელით ვართ მასწავლებლები. მაგრამ აი, ვხედავთ, რომ ვიღაცამ ისწავლა ქრისტეს მოწაფეობა ჩვენს გარეშე. რა ვუყოთ მერე? აღვდგეთ მის წინააღმდეგ, როგორც ეს სურდათ მოციქულებს, აღმდგარიყვნენ მათზე, ვინცმათთან არ არის?“ (ლუკ. 9:49), მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს მასწავლებლისაგან, ჩვენთვისაც, მართდიდებელ მწყემსთათვის გამოსადეგი. უნდა გვიხაროდეს, რომ ადამიანმა ყოვლადძლიერი სულის ძალით, რომელსავიდრეცა უნებნ, ქრინ“, სასწაულებრივად გარდაქმნა თავისი ცხოვრება და უძღვნის ღმერთს თავის ნაყოფს. ჩვენთვის ნათელი არაა წმინდა სულის გზა ასეთ ადამიანში? ნუთ ჩვენ ვართ დადგენილი განვსაჯოთ სულის გზები, თუკი მისივე ნაყოფნი ასევე ცხადია ჩვენივე თვალებისათვის? ნაყოფთაგან გვებრძანა შეცნობა. ნაყოფნი კი ნათლად არის განსაზღვრული მოციქულთაგან (1 კორ. 13:4-8). მიუტევებელია მხოლოდ ერთი ცოდვა - წმ. სულის წინააღმდეგ, მისადმი სიყვარულის წინააღმდეგ. მოყვარული უსამართლობისა, მაქებელი ცოდვისა, ბოროტებით მტკბობელი, ბრალდებულია ამ ცოდვაში, მაგრამ არანაირად - გონებრივად მაღიარებელი თუ უარმყოფელი, ანუ სულიერად მხედველი ან ვერმხედველი - ამა თუ იმ ჭეშმარიტებისა. თუ მე, სულიერად დალტონიკი, ვერ ვხედავ სულიერ სამყაროს ამათუიმ ფერს, მაგრამ დანარჩენ ფერს აღვიქვამ ისევე, როგორც ყველა ხედავს, ნუთუ მე განკვეთილ უნდა ვიქნე? უფრო უპრიანია ვიქცე განსაკუთრებული მზრუნველობის, განსაკუთრებული თანალმობის საგნად. სექტანტს, რომელსაც სწამს ყოვლადწმინდა სამება, აუცილებლობა სულიერი შობისა, აუცილებლობა ნათლობისადმი შეგნებული დამოკიდებულებისა, აუცილებლობა იმისა, რომ თავისი რწმენის კი არ უნდა შერცხვეს გულგრილ საზოგადოებაში, არამედ აღიაროს იგი ყველას წინაშე, სწამს ყოველი სიტყვა წმინდა წერილისა და თავისი რწმენის ერთგულების გამო ზედმეტად მიაჩნია ეკლესიაში სულიწმინდის გამოცხადების ყველა სხვა გამოვლინება 1900 წლის მანძილზე (გამოცხადებანი, რომლებიც კი არ უპირისპირდებიან, არამედ სახარებაში დაფარულის ახსნას ემსახურებიან) - ეს სექტანტი ნუთუ ბოროტად უნდა იდევნებოდეს ჩვენგან, მართლმადიდებლებისგან? მაშინ რაშიღა მდგომარეობს ჩვენი მართლმადიდებლობა? ჩვენ არ უნდა ვდევნიდეთ და არ უნდა განვიკითხავდეთ სექტანტებს ბოროტად, გახელებით და უხეშად, ჩვენს ძმებს, რომლებთანაც ყოველთა მაცხოვრისა და სამყაროს გამომხსენელის საერთო რწმენა გვაერთიანებს. ჩვენ საერთოდ არავის ადამიანთაგან არ უნდა მოვექცეთ ასე. ჩვენ შეიძლება შევნიშნოთ შეცდომა, სისუსტე, თუკი ჩვენ მართლნი ვართ და ეს უნდა გავაკეთოთ თანაგრძნობით. უმოწყალოდ მხოლოდ ჩვენი გულიდან უნდა განვდევნოთ ამასოფლური უხეში სული. მხოლოდ მაშინ გაიბრწყინებს ჩვენი მართლმადიდებლობა, რამეთუ წარმოუდგენელია საშუალების მიზნით გამართლება. არ შეიძლება მართლმადიდებლობის დაცვა წარმართული ან იუდაური ხერხებით. სახარებისეული სულის სიწმინდე - წმინდა მართლმადიდებლობა - უნდა დაცულ იქნას სახარებისეულად, აუღელვებლად, სიბრძნით, დიდი სიყვარულით იმ სულისადმი, რომლისთვისაც დაიღვარა ღმერთკაცბრივი სისხლი.

ქვების სროლა ძალზე ადვილია. დაძველი იგი კაციმხოლოდღა ეძიებს ნებადართულ მიზეზებს ქვათა დაკრებისათვის. მიზეზი რწმენითი მოშურნეობისა - ყველაზე მოსახერხებელია. მიმდინარეობს დაცვა დიდი წმინდათაწმინდასი - სარწმუნოების და სულის სიწმინდისა! სწორედ აქ, წმინდათაწმინდას დაცვისას უნდა შეიმოსოს ადამიანმა სიწმინდით, წელთმოირტყას მარხვა და სულის მოწყალება. ამაში იქნება მისი ცხოვრების მართლმადიდებლობა.

უნდა ღიად ვაღიაროთ ის უეჭველი ფაქტი, რომ ყველა აღმსარებლობაში, რომელიც აღიარებს ღვთის ჭეშმარიტ განხორციელებას, დედამიწაზე რომ აღესრულა უფალ იესო ქრისტეში, მაცხოვარების ამ ალფასა და ომეგაში, მისი წმინდა სახელის მომხმობელთა შორის - სულიერად შობილი ადამიანები არიან. ასეა მართლმადიდებლებში, ასეა რომაელ კათოლიკებში და ასევეა ყველა სხვა მიმართლებისა თუ სახესვაობ პროტესტანტებს შორისაც. საპირიპირო ფაქტი კი ისეთია, რომ პირველებს, მეორეებსა და მესამეთა შორისაც არიან ადამიანები, რომლებიც არ შობილან ქრისტეში სულით, რომელთაც არ შეუძულებიათ ბოროტება, არ შეუყვარებიათ ღმერთი მთელი თავისი გულით, მთელი თავისი გონებით. ყველა ისინი, ვისაც მართმადიდებელი ეკლესია იღებს ნათლობის გარეშე, ყველა მათგანი ქრისტიანია - მართლმადიდებელთა ძმები ქრისტეში და დამოკიდებულება მათდამი ინდა იყოს განსაკუთრებულად ძმური, სიყვარულით სავსე. ვამბობთ განსაკუთრებულს, რადგან ძმური დამოკიდებულება ადამიანს უნდა ჰქონდეს ყველასადმი. როგორ შეძლებ მართლმადიდებელი ვინმეს რწმენისკენ შემობრუნებას, თუკი მას არ ექნება ამ ადამიანის სიყვარული? როგორ გაიგებს ეს ადამიანი სიყვარულის ამ რწმენას, თუ ვერ დაინახავს სიყვარულს იმათთან, ვინც ამას ქადაგებს?

სიამაყე საძაგელია უფლის წინაშე, და ჩვენც, მართმადიდებლები, ახლა არა მარტო ჩვენი ხორციელი ცოდვების გამო ვიწვრთნებით, არამედ ჩვენი სულიერი ცოდვებისთვისაც.ვინაიდან შენ ამბობ: მდიდარი ვარო... (მართმადიდებელი!), - ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი.“ (გამოცხ. 3:17), - ამბობს უფალი სიყვარულის არმქონე გაამაყებული მართლმადიდებელი ადამიანის მიმართ. მოვა კი ის ღვთივკურთხეული დრო, როცა გამორწყინდება ნამდვილი მართლმადიდებლობა იმათში, ვინც მის სახელს ატარებს?! იბრწყინებს თვინიერება, გულმოწყალება, სიწმინდე, არაპირმოთნე სიყვარული ქრისტესი ყოველი ადამიანისადმი, ყოველი ქმნილებისადმი. ჩვენს დღეებში მართმადიდებელი რწმენა ბრწყინავს რუსი ადამიანების მოწამეობაში. მაგრამ ასევე ზოგიერთ სექტანტშიც - მოწამეებთან და აღმსარებლებთან, როგორც ქრისტეს რწმენისთვის დევნილ და ნაწამებ კათოლიკებში, - იდიდებოდა მართლმადიდებლობა, ჭეშმარიტი, არაპირმოთნე, უფროსად სუფთა და წმინდა, ვიდრე ათასობით გულგრილ, მფრთხალ, მხოლოდ სახელით ქრისტიანთა, „თითქოს ცოცხალ“ (გამოცხ. 3.1) ადამიანთა შორის, სინამდვილეში ჩვენი წმინდა დოგმატური სწავლების ოდენ მკვდარი მიმდევრები რო არიან.

ჩვენი მართმადიდებლობა აქ მხოლოდ ანარეკლია, ექოა ზეციური მართმადიდებლობისა, მისი მარადიული ჭეშმარიტებისა, მარადიული სრულყოფილებისა. დოგმატურად იგი წმინდად აისახება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაში, მაგრამ იგი ამავე დროს არის სული და სიცოცხლე და თავისი ნაყოფი აქვს - მხოლოდ სიცოცხლე. მართმადიდებლობა კეთილი ნაყოფია და ხესაც მხოლოდ ნაყოფის მიხედვით აფასებენ, მისი ყვავილოვნების შედეგების მიხედვით. იყოს თუნდაც ულამაზო ფერის, ფოთლები ეკლოვანი და გამომშრალი, ხე თუნდაც მომცრო სიმაღლეში და შეუხედავი, თუნდაც გადატეხილი... მაგრამ თუ ნაყფი ტკბილია, ფთა და საკვებად ვარგისი - მაშინ ხე მართლმადიდებლურია თავისი ნაყოფიერებით და პირიქით, რაც უნდა დახუნძლული იყოს ყვვილებითა და ფოთლები, იყოს თუნდაც დიდებული და საოცარი ეს ხე, თუკი ნაყოფი ისე მწარეა, საშიში და უვარგისი, რომ შეჭმა არ შეიძლება, მაშინ ვერაფერი ვერ შეძლებს გარეგნულად გამორჩეულ ხეში მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება გამოავლინოს. და საცოდავი იქნება იგი, თუკი თვითონ დაიწყებს თავის გამოჩენას და აღმატებას სხვა ხეებზე მეტად.

მაგრამ რაშია პრაქტიკულად სექტანტობის სული, რომლის წინააღმდეგაც უნდა აღვიჭურვოთ ლოცვით და მღვიძარებით? სული ესე - მშვინვიერი (არასულიერი) მოშურნეობის სულია. ეს - რწმენის რაციონალიზაციაა, რწმენის სიწმინდის შებღალვა და სიღრმის დაკარგვაა. ეს ზიანია სივარულისათვის. ზოგიერთი მართლმადიდებელი სექტანტთა მსგავსად იცავს თავის მართლმადებლობას, აღჭურვილი წმ. წერილის ტექსტებითა და კანონებით, როგორც როზგებით, ლანძღავს სექტანტებს, ან თავისსავე მოძმე მართმადიდებლებს (იხ. ძველი და ახალი განხეთქილების მაგალითები), იცავს რა თავის რწმენას ღმერთზე მინდობისა და ადამიანისადმი სიყვარულის გარეშე. და პირიქით, ზოგიერთ სექტანტში გამოვლინდება მართლმადიდებლური სული ამათუიმ საკითხთან მიმართებაში. მაგალითად, ზეციურ ეკლესიასთან (წმინდანებთან) კავშირის ვერგაგებასთან დაკავშირებით ყველა სექტანტიარ აღიარებსამ კავშირს, არ სურს რა ეზიაროს სულის ამ გამოცდილებას, ამაყად უარყოფს ამ კავშირს, მაგრამ ერთი სექტანტი მართლმადიდებლებს ამხელსკერპთაყვანისმცემლობისთვის“, მეორეღმერთს მიანდობს მსჯავრს“, და მხოლოდ მოკლედ ილოცებს თავის მართლმადიდებელი ძმებისთვის, მათ ჭეშმარიტების ნათლით განათლებისთვის. ერთიც და მეორეც ზეციურ ეკლესიასთან კავშირის მართმადიდებლური გამოცდილების გარეშე იქნებიან, მაგრამ ერთი არამართლმადიდებლურად იქნება განწყობილი (პირველი), მეორე - მართლმადიდებლურად, და მიუხედავად თავისი სარწმუნოების არამართლმადიდებლურობისა, შეიძლება ღვთის წინაშე უფრო მეტად მართლმადიდებელი აღმოჩნდეს, ვიდრე სხვა მართლმადიდებელი, რომელიც წმინდანებთან კავშირს მხოლოდ გარეგნულად - რიტუალურად ამყარებს, მაგრამ ცხოვრებაში არ მისდევს სახარებისეულ მცნებებს, არ ისწრაფვის გულით წმინდანთა სულისკენ.

ყველა ცოდვილია. „არავინაა მართალი“ (რომ. 3.10) - ეს უნდა შევიგნოთ და ერთმანეთი კი არ უნდა განვიკითხოთ, არამედ ერთმანეთს უნდა დავხმაროთ, ვისწავლოთ სიმართლე ერთურთისაგან. რამდენი დაბრკოლება მოიშლება მაშინ!

უფალს რომ თავის თავი იმ კანონებით შეეზღუდა, რომლებიც მხოლოდ ჩვენი ადამიანური გონებისთვისაა გასაგები, ყველა დავიღუპებოდით. კაცობრიობის საბედნიეროდ - ეს ასე არ არის. ხსნის ღვთაებრივი კანონები ჩვენს გაგებაზე უფრო ფართოა, უკეთესად რომ ვთქვათ - უფრო ღრმა, რამეთუ მაცხოვარი - უფალია, ჩვენ კი - ადამიანები, არარაობად ქცეული და დაწყევლილი ქმნილება ღვთის წინაშე. დამთელი ჩვენი სიწმინდე - როგორც დასვრილი სამოსია“ (ეს. 64:5).... მთელი ჩვენი მართმადიდებლურობა მართლაც ისეთია, „როგორც დასვრილი სამოსი.... და ამის შეგნება მხოლოდ ავლენს, მხოლოდ ხაზს უსვამს მართლმადიდებლობის უსაზომო ჭეშმარიტებას, სიღრმესა და სიდიადეს.