Sunday, January 9, 2011

Earthen Vessels by Gabriel Bunge (practice of personal prayer according to the patristic)

სანამ თავად წიგნის ბმულს დავდებდეთ, ვფიქრობთ მკითველისთვის საინტერესო იქნება მცირე წინასიტყვაობა წავუმძღვაროთ, თუ ვინ არის გაბრიელ ბუნგე რა რას წარმოადგენს წინამდებარე წიგნი.
ბერი გაბრიელი წარმოშობით შვეიცარიიდანაა. ის 1980 წლიდან კათოლიკე ბერი იყო ბენედიქტელთა ორდენიდან და შვეიცარიის მთებში განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა. როგორც პატრისტიკის სპეციალისტს, მას მრავალი წიგნი თუ ნაშრომი აქვს დაწერილი.
2010 წლის 27 აგვისტოს მოსკოვში მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) და მიტროპოლიტმა კალისტომ (უეარი) ბერი გაბრიელი მართმადიდებლად მონათლეს.
წინამდებარე წიგნი - Earthen Vessels ლოცვითი გამოცდილების შესახებაა. როგორც ბერი გაბრიელი აღნიშნავს წიგნის წინასიტყვაობაში, თანამედროვე ევროპაში ძალიან ბევრი საღვთისმეტყველო წიგნი თუ ნაშრომი იბეჭდება, ითარგმება და იყიდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ არანაირი ქმედით ძალა არ გააჩნიათ, რადგან ხალხის რწმენა გაციებულია და ფრო და უფრო ქრება მბჟუტავი სანთელივით. საზოგადოება ღრმა სულიერ კრიზისშია და ვერც ეს ნაირფერი ლიტერატურა და ვერც ღვთისმსახურების სხვადასხვა ფორმები გამოსავალს ვერ სთავაზობს. წიგნის მიზანია დაანახოს სულიერება მოწყურებულ მკითხველს ჭეშმარიტად ქრისტიანული პასუხები და სთავაზობს გამოსავალს არსებული კრიზისიდან.


სამწუხაროდ წიგნი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზეა. იმედს ვიტოვებთ რომ ის მალე გადაითარგმნება.

წიგნის წასაკითხად დააკლიკეთ ამ ბმულს