(რუის-ურბნისის ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონთა მიხედვით)
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი
თეოლოგიაში არჩილ მეტრეველი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ქრისტეს მსოფლიო ეკლესიის განუყოფელი ნაწილი, სხვა ადგილობრივი ეკლესიების მსგავსად, ითვალისწინებდა რა საკუთარ ორიგინალურ ტრადიციებსა და ისტორიულ რეალობებს, საუკუნეთა განმავლობაში ქმნიდა ქორწინებასთან დაკავშირებულ საეკლესიო კანონმდებლობას. ქართული კანონიკური სამართლის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა საკანონმდებლო კრებამ - რუის-ურბნისის ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ (1104), საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხების მარეგულირებელ კანონებთან ერთად, ქორწინების საიდუმლოსა და ჯვრისწერის რიტუალის კანონიკურ ასპექტებთან დაკავშირებული პრობლემების რეგულაციის მიზნით ცხრა კანონიკური დადგენილება შეიმუშავა. მათი ძირითადი ნაწილი სრულიად თანხმდება საერთაშორისო მართლმადიდებლურ კანონმდებლობასთან, მცირე ნაწილი კი შეიცავს განსხვავებულ კანონიკურ რეგულაციებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო მართლმადიდებლურ კანონმდებლობას, არამედ მხოლოდ ავსებს მას.
ნარკვევი წარმოადგენს ავტორის საკონფერენციო მოხსენებას, რომელიც წარმოდგენილი იყო ოვიდიუსის უნივერსიტეტისა (რუმინეთი) და ტულუზის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო თეოლოგიურ სიმპოზიუმზე - „ქორწინების ინსტიტუტი სამ მონოთეისტურ რელიგიაში (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი)“ (რუმინეთი, 10-11/10/2011) .
სრულად წაკითხვა
English version