Showing posts with label ქადაგებები. Show all posts
Showing posts with label ქადაგებები. Show all posts

Friday, November 18, 2011

სნეულთა მოვლის შესახებ


მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

„როდესაც ჩვენ ავადმყოფობის ჟამს უარს ვეუბნებით დახმარებაზე სხვას, ამით მათ უდიდეს ბედნიერებას ვაშორებთ“ 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა 
დავით ხოსიტაშვილმა 

ფოტოზე აღბეჭდილია ფრესკა წმ. ანთიმოზ ივერიელის კარიბჭიდან, რომელიც ასახავს სახარებისეულ სიუჟეტს:  
"უძლურ ვიყავ... და არა მოხუედით ჩემდა"  (მათე 25:43)

ვფიქრობ, რომ ავადმყოფობა და ტანჯვა ღვთისგან იმიტომ გვეძლევა, რათა გავთავისუფლდეთ სიცოცხლეზე მიჯაჭვულობისგან, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას უფრო გახსნილად და იმედით ვუცქიროთ მომავალს. ყველაფერი სრულყოფილი რომ ყოფილიყო, ჩვენ არ გვეყოფოდა ძალა მოვცილებოდით ამ სრულყოფილებას. მაგრამ ის სრულყოფილება რომელიც გვაქვს მიწაზე, მეტად შორსაა იმ სისრულისგან, რომელიც ღვთისგან შეგვიძლია მივიღოთ. 
და მე მგონია, რომ ხალხს, რომლებიც დიდი ხანი ავადმყოფობენ, უნდა დავეხმაროთ ორ რამეში. უპირველეს ყოვლისა, იმაში, რაც ეხლახანს ვთქვი - დავეხმაროთ გაცნობიერებაში: მე ღმერთი ეხლა ტყვეობიდან მათავისუფლებს, მაძლევს საშუალებას არ მივეჯაჭვო სიცოცხლეს, რომელიც ასეთი მტანჯველი და მტკივნეულია, მაძლევს საშუალებას გავიხედო სხვა მხარეს - იქით, სადაც აღარასოდეს იქნება ტკივილი, ტანჯვა, შიში, სადაც განიხვნება კარი და პირდაპირ ჩვენი მხსნელის - ქრისტეს წინაშე აღმოვჩნდები, რომელმაც თავად გაიარა ეს ყველაფერი.

Sunday, April 24, 2011

ქრისტეს აღდგომის შესახებ

ქრისტე აღსდგა!
საიტი "მართლლმადიდებლური ღვთისმეტყველება" ულოცვას თავის ერთგულ მკითხველსა და მთელს საქრისტიანოს აღდგომის უბრწყინვალეს დღესასწაულს!

გთავაზობთ მიტროპოლიტ ანტონი სუროჟელის სიტყვას ქრისტეს აღდგომის შესახებ
სტატიის წყარო http://library.church.ge (მადლობას ვუხდით საიტის ადმინისტაციას)

აღდგომის შესახებ საუბარი მგონია, რომ ყოველთვის რთულია. ისაუბრო ვნებებზე, მხსნელის ცხოვრების ტრაგედიაზე, სწავლებაზე, შედარებით მარტივია იმ მხრივ, რომ შეგვიძლია ადამიანურ გამოცდილებას დავეყრდნოთ. ყველამ ვიცით, თუ რა არის ავადმყოფობა, ტკივილი, ტანჯვა, სისასტიკე, მსხვერპლი, სიყვარული, შურისძიება, ღალატი, სისუსტე. ამიტომაც, როდესაც ქრისტეს ცხოვრების მოვლენებს ვეხებით და განვიხილავთ მომენტებს, როცა რომელიმე ამ თვისებათაგან იჩენს თავს, მარტივი ხდება ამის გაგება. ჩვენ განვსჯით იუდას, მაგრამ, ამასთნ ერთად, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ჩვენც ნაწილობრივ მოღალატეები ვართ. ჩვენ არ გავცემთ იესოს, რადგან არ ვიმყოფებით საფრთხის წინაშე; ჩვენ არ გავცემთ იესოს სიტყვით, მაგრამ ჩვენ მას ვღალატობთ იმით, რომ ვუწოდებთ უფალს და ღმერთს, ამ დროს კი მის სწავლებას უგულებელვყოფთ, არ მივსდევთ მის მაგალითს.