St. Paul's Orthodox Christian Theology Centre
Thursday, March 1, 2012
ყველას უნდა მივცეთ თუ არა მოწყალება?
Saturday, February 18, 2012
მართალია თუ არა, რომ ძაღლის სახლში ყოლა არ შეიძლება?
Monday, February 6, 2012
ხუთი მიზეზი, რის გამოც მონასტერში არ უნდა მივდიოდეთ
Monday, January 30, 2012
ქრისტიანობის შესახებ

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
Monday, January 23, 2012
მართლმადიდებლობა და ეკოლოგია

Wednesday, January 4, 2012
მონაზვნობა და თანამედროვეობა

Monday, December 26, 2011
მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I-ის საშობაო ეპისტოლე
Monday, December 5, 2011
მიცვალებულთა ცხედრების დაწვის შესახებ
Monday, November 7, 2011
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ნათლულებს შორის ქორწინების თაობაზე
Wednesday, November 2, 2011
თანაზიარება და განსხვავებულობა მართლმადიდებელ ეკლესიაში

წარმოგიდგენთ ავტორის მიერ 1993 წლის ოქტომბერში გამართულ ევროპულ მართლმადიდებლურ კონგრესზე წაკითხული ლექციის შემოკლებულ ვერსიას.
ავტორი: პერგამოს მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი
თანაზიარება და განსხვავებულობა _ როგორ შეიძლება ეს ორი შევარიგოთ ერთმანეთთან? ნუთუ არ არის ისინი ურთიერთგამომრიცხავი და ერთმანეთთან შეუთავსებელი? ნუთუ სიმართლე არ არის ის, რომ სხვა უკვე ნიშნავს ჩემს მტერს და ჩემს “დასაბამიერ ცოდვას,” რომ გავიხსენოთ ჟან-პოლ სარტრი?
ჩანს, რომ ჩვენი კულტურა განამტკიცებს ამგვარ ხედვას მრავალი თვალსაზრისით. ინდივიდუალიზმი ძევს ამ კულტურის საფუძველში. ეს იწვევს იმას, რომ ჩვენს კულტურაში სხვისგან თავის დაცვა წარმოადგენს ფუნდამენტურ აუცილებლობას. ჩვენ უფრო მეტად და მეტად ვგრძნობთ საფრთხეს სხვის მოახლოებისას. ჩვენ იძულებული ვართ და წახალისებულიც კი, რომ სხვა მოვიაზროთ ჩვენს მტრად მანამდე, სანამ მას მოვეპყრობით როგორც მეგობარს. სხვასთან თანაზიარება არ მყარდება სპონტანურად; ის იგება ჯებირებზე, რომლებიც გვიცავს სხვის სიახლოვეში ნაგულისხმევი ფარული ხიფათებისგან. ჩვენ ვღებულობთ სხვას მხოლოდ იმ პირობით, თუ ის არ ემუქრება ჩვენს პირად ცხოვრებას და სასარგებლოა ჩვენი ინდივიდუალური ბედნიერებისათვის.
Thursday, October 27, 2011
არის თუ არა ინდივიდუალურ ნომრებსა და ელექტრონულ დოკუმენტებში აპოკალიპტური რიცხვი 666?

Friday, October 7, 2011
მართლმადიდებლობა და დემოკრატია

Thursday, September 29, 2011
ეკლესიის საზოგადოებრივი მსახურება
დაპირებისამებრ გთავაზობთ საეკლესიო პირველწყაროებს თემაზე. ამჯერად წარმოვადგენთ ამონარიდებს წმინდანთა საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ ადრეული ხანის საეკლესიო ისტორიკოსთა და ჰაგიოგრაფთა ნაწარმოებებიდან.მთარგმნელი: ზურაბ ჯაში
საეკლესიო ისტორია
წიგნი I
თავი XI
თხრობა წმინდა სპირიდონის შესახებ;
მისი ზომიერებისა და სიმშვიდის შესახებ.
თუ როგორ იქცეოდა სტუმრების მიღებისას, ჩანს აქედან. უკვე ორმოცეული იდგა, როცა ერთი კაცი მივიდა მასთან მოგზაურობიდან. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩვევად ჰქონდა შინაურებთან ერთად მარხვის დაცვა და საკვებს არ იგემებდა დათქმულ დღემდე, მანამდე კი უჭმელი იყო. როდესაც ნახა, რომ უცხოელი ძალიან დაღლილი იყო, ქალიშვილს უთხრა: `წადი, დაბანე ფეხები და მიეცი საჭმელი~. როდესაც ქალწულმა მიუგო, რომ არც პური ჰქონდათ და არც შვრიის ფქვილი (რადგან მარხვის გამო ზედმეტი იყო მათი მომარაგება), მან ჯერ ილოცა და შენდობა ითხოვა, შემდეგ ქალიშვილს უბრძანა ღორის ხორცი, რაც კი მოიპოვებოდა სახლში დამარილებული, შეეწვა. როცა შეწვა, დაჯდა სტუმართან ერთად, დადო ხორცი და ჭამა, და ამ კაცსაც სთხოვა მისთვის მიებაძა. მან უარი უთხრა და თქვა, რომ ქრისტიანი იყო. მან კი მიუგო: `ამიტომ უფრო არ არის უარსაყოფი. რამეთუ საღვთო სიტყვა წარმოაჩენს, რომ განწმენდილთათვის ყველაფერი წმინდაა~ (ტიტ. 1, 15). ეს ითქვა სპირიდონის შესახებ.
Friday, September 9, 2011
ქალის „უწმინდურობა“
მართლმადიდებელი ეკლესიის ადამიანის შესახებ სწავლებაში ერთ-ერთ დელიკატურ პრობლებად დღემდე რჩება ქალის „უწმინდურობის“ საკითხი. კერძოდ, დედათა წესის, ანუ მენსტრუალური ციკლის დღეებში და მშობიარობის შემდეგ ორმოცი დღის განმავლობაში, ქალი ითვლება უწმინდურად, შესაბამისად, მას ეკრძალება საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა და ზოგადად სიწმინდეებთან მიახლოება. გარდა იმისა, რომ ასეთი დამოკიდებულება ქალის ბუნებრივი ფიზიოლოგიისადმი საკმაოდ სერიოზულ დოგმატურ-ანთროპოლოგიურ პრობლემას ქმნის (რამდენად შეიძლება უწმინდურად ითვლებოდეს ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი (!)), ამავდროულად, სამოძღვრო-მისიონერულ პრაქტიკაშიც ხშირად სერიოზულ პრობლემად წარმოგვიდგება - ქალებს უჩნდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი, ეკლესიას კი ექმნება უარყოფითი იმიჯი, რის შედეგადაც ქრისტეს ტაძარს ეკარგება მრევლი.
თეოლოგიის დოქტორი საეკლესიო სამართალში
Tuesday, August 30, 2011
ჰომოსექსუალიზმი და ეკლესია
რუსულიდან ექსკლუზიურად ბლოგისთვის თარგმნა ქეთევან ქევანიშვილმა
წყარო: http://kraiukhin.livejournal.com/252733.html
Saturday, August 27, 2011
ეკლესიის საზოგადოებრივი მსახურება

ტექსტები ძველი ქართულიდან საგანგებოდ ჩვენი საიტისთვის თარგმნა დავით ჩანადირმა მის მიერვე გამოსაცემად მომზადებული შემდეგი თხზულებებიდან: წმინდა გაბრიელ მცირე, "წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა თქუმულთაგან ღვთივსულიერნი სწავლანი, რომელსა ეწოდების კლიტე", თბილისი, 2011; წმ. ანასტასი ანტიოქიელი, „კითხვა-მიგებაი“, თბილისი, 2008 წელი.
წმიდა იოანე ოქროპირი
ქრისტეს წმინდა საიდუმლოს ზიარებისათვის
Wednesday, August 24, 2011
შტრიხ კოდების შესახებ


Saturday, August 6, 2011
რა მიზეზისა გამო დაშორდნენ ერთმანეთს მღვდელი და ერი?

ვფიქრობთ, მკითხველისთვის ცხადი გახდება, რომ ესოდენ თავდადებული სასულიერო პირის კრიტიკული წერილი დღესაც ისეთივე აქტუალურია როგორც ეს XX საუკუნის დასაწყისში იყო.
მღვდელ ილარიონ ჯაშის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ამ “სულით და ნაყოფიერებით მდიდარი ადამიანის” დავიწყების გამო სინანულით წერს 1917 წლის ჟურნალი “სვეტიცხოველი”-ც. მღვდელი ილარიონ ჯაში მსახურობდა თბილისში ამაღლების ტაძარში. 1904-1907 წლებში იგი აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკაფელიის აღდეგნისათვის. იგი ესწრებოდა ავტოკეფალისტთა ყველა კრებას და შეხვედრას. მისი მონდომებით და მოხერხებით 1905-1906 წლებში გავრცელდა წმ.ნინოს ჯვრიანი ბეჭდით შემოწმებული პროკლამაციები. ილარიონ ჯაში იყო ასევე გაზეთ “სიტყვის” ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, რომელსაც ეგზარქოსი ნიკონი “სინოდისთვის გამზადებულ ჯოჯოხეთის მანქანას” უწოდებდა. მთავრობამ ი.ჯაში მისი “სითამამისათვის” თბილისიდან გადაასახლა ჯერ ბაქოს გუბერნიის ერთ-ერთ სოფელში, მოგვიანებით კი რუსეთის სხვა უფრო შორეულ პროვინციაში. ილარიონ ჯაში, რომელმაც ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს “უშიშრად შესწირა კარგი ადგილი, მშვენივრად მორთული კარ-მიდამო, იშვიათი ცოლ-შვილი და ყოველივე პირადული”, გარდაიცვალა 1911 წელს რუსეთში. ის თავად ვეღარ მოესწრო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიიის აღდგენას.
Thursday, July 21, 2011
მოძღვრის მომზადების შესახებ
არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნიამონარიდი წიგნიდან: Архимандрит Киприан (Керн). Православное Пастырское Служение. Клин 2002.
თარგმნა ზაზა თვარაძემ
ჟურნალი “ემაოსი”, № 2-3.
პუბლიკაციის წყარო www.library.church.ge
მადლობას ვუხდით საიტის ადმინისტრაციას
მომავალი სულიერი მწყემსის მომზადება ქრისტიანობის ისტორიის ყველა დროებაში ღვთისმეტყველთა და ასკეტ-მასწავლებელთა ყურადღების ცენტრში იდგა. სამოძღვრო მეცნიერების კურსში ეს საკითხი რამდენიმე პრობლემად იყოფა. ეს ორი უმთავრესი კითხვაა:
1. საჭიროა მაღალი სამღვდელო მსახურებისთვის მომზადება, თუ მთელი ეს საქმე ღვთის მადლს უნდა მივანდოთ, რომელიც ყველაფერს შეავსებს და განკურნავს?
2. თუ მოზმადებაა საჭირო, მაშინ რაში უნდა მდგომარეობდეს ის?
ამ უკანასკნელ შემთხვევაში გამოიკვეთება რამდენიმე თემა: მომზადება სულიერი, მომზადება ინტელექტუალური, გარეგნული და ა.შ.
Friday, July 15, 2011
გამოთქმისათვის: „განუყოფელი ეკლესია“
სუროჟელი მიტროპოლიტი ანტონი (ბლუმი)პუბლიკაცია დაიბეჭდა კრებულში "ეკლესიის საზღვრები" 2000 წელს
რედაქტორი თამარ გრძელიძე
მორწმუნეთა ჯგუფის წერილი:
მას შემდეგ, რაც ჩვენი ეკლესია ეკუმენურ მოძრაობას შეუერთდა, ჩვენს ენაში გაჩნდა გამოთქმები, რომლებიც ხშირად მორწმუნეთა იჭვს აღძრავს. თანაც, ეს გამოთქმები, რომელთა შინაარსი გაურკვეველია, იმდენად დამკვიდრდა ყოველდღიურ მეტყველებაში, რომ მათ ჩვენი მართლმადიდებლური ეპისკოპოსებიც იყენებენ.
ცთუნებაზე რომ არაფერი ვთქვათ, იჭვს მაინც აღძრავს გამოთქმა: „განუყოფელი ეკლესია“ ან „ძველი განუყოფელი ეკლესია“. მრწამსის წარმოთქმისას ჩვენ ვიცით, რომ ეკლესია არის ქრისტეს სხეული, განუყოფელი მისივე საკუთარი თავისგან, და რომ იგი, უწინარეს ყოვლისა, ერთიანია. ჩვენ გვახსენდება - „ნუთუ გაიყო ქრისტე?“ (1კორ. 1:13).





