Showing posts with label ახალი ამბები. Show all posts
Showing posts with label ახალი ამბები. Show all posts

Thursday, March 17, 2011

იაპონიაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჩვენი ბლოგი სამძიმარს უცხადებს იაპონელ ხალხს და ყველას ვინც ამ საშინელი ტრაგედიის მსხვერპლი გახდა. ჩვენი წუხილი, ფიქრები და ლოცვა მათთანაა. ღმერთი სიყვარული არს - ბრძანებს წმ. იოანე მოციქული და ჩვენ ღრმად გვწამს, რომ სადაც უბედურება, გაჭირვება და ტრაგედიაა, უფალი უფრო ახლოსაა თავის ქმნილებასთან რათა
ანუგეშოს და ფეხზე დააყენოს იგი.

ფოტო გადაღებულია 1882 წელს. ფოტოზე გამოსახლულნი არიან სრულიად იაპონიის საეკლესიო კრების მონაწილენი. ცენტრში ზის მოციქულთა სწორი,
წმინდა ნიკოლოზ იაპონელი


ამ ამბებთან დაკავშირებით ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით (http://www.oca.org/news/2467), ორგანიზაცია “საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული ქველმოქმედება” (International Orthodox Christian Charities (IOCC)) დაუკავშირდა იაპონიის ავტონომიურ მართლმადიდებელ ეკლესიას 2011 წ. 11 მარტს მომხდარი ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებულთა დახმარების სურვილით. იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესია მუშაობს გადარჩენილთა საჭიროების შეფასებაზე და ამავე დროს აცხადებს, რომ ერთი მღვდელი ტოჰოკუდან დაკარგულია.

Tuesday, February 22, 2011

რას ნიშნავს ერთიანობა !


მადლობას ვუხდით საიტის ადმინისტრაციას!

ეგვიპტეში ბოლო პერიოდში მიმდინარე დემონსტრაციების დროს მოხდა ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ, რაც სამწუხაროდ, სხვა, პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე დაიჩრდილა. ჩემი აზრით კი, ეს ფაქტი ბრძოლისუნარიანობასა და უშიშრობაზე არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს.

ჯერ პატარა სტატისტიკას შემოგთავაზებთ. სხვადასხვა კვლევებით, 80-90% მოსახლეობისა არის მუსლიმი, ხოლო 10-20%-ს შეადგენენ აღმოსავლური მართლმადიდებლური ეკლესიის წევრები და მართლმადიდებელი კოპტები. მათ შორის სამწუხაროდ, არც ისე იშვიათია დაპირისპირებები, მუსლიმების მხრიდან თავდასხმები კი ზოგჯერ
სისხლიან შეტაკებაში გადადის.

Saturday, December 25, 2010

2010 Patriarchal Encyclical for the Nativity of Christ

BARTHOLOMEW
By the Mercy of God
Archbishop of Constantinople-New Rome and Ecumenical Patriarch
To the Plenitude of the Church Grace, Peace and Mercy
from the Savior Christ Born in Bethlehem

Friday, December 17, 2010

მსოფლიო პატრიარქი ბუნების დაცვის შესახებ

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსის მრავალმხრივი მოღვაწეობის ერთერთ მნიშვნელოვან ასპექტად შეიძლება გამოვყოთ მისი ზრუნვა დედაბუნების დაცვის შესახებ.
მსოფლიო პატრიარქად არჩევის შემდეგ 1 თვეში ყოვლადუწმიდესი ბართლომეოსის მიერ კრეტაში ეკოლოგიური საკითხების შესახებ ჩატარებული სხდომა გახსნა  WWF  (ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი)–ს  თავმჯდომარემ ედინბურგის ჰერცოგმა პრინცმა ფილიპმა. ... 1994 წელს დაარსებულმა რელიგიურ–სამეცნიერო კომიტეტმა ბუნების დაცვას მიუძღვნა შვიდი საერთაშორისო დიდი მნიშვნელობის 
სიმპოზიუმი,   ჟურნალ "Time" მიერ 2008 წელს მსოფლიო პატრიარქი დასახელდა მსოფლიოში ბუნების დამცველთა  100 ადამიანს შორის. მკითხველს ვთავაზობთ საინტერესო სტატიას ინგლისურ ენაზე, დაწერილს  მსოფლიო საპატრიარქოს  ამერიკის მართლმადიდებლური დიოცეზის (Greek Orthodox Archdiocese of America)  დიაკონ, დოქტორ ჯონ კრისავგისის (John Chryssavgis) მიერ, იგი დაიბადა ავსტრალიაში, თეოლოგიური განათლება მიიღო საბერძნეთში და წმიდა ვლადიმირის სემინარიაში (აშშ), და პატრისტიკაში სადოქტორო დაიცვა ოქსფორდში.