ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი თეოლოგიაში არჩილ მეტრეველი
„ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან.
„ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან.
რადგან
სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.“
მათ:
18:19-20
მართლმადიდებლურ სამყაროში სულ უფრო აქტუალური ხდება
საკითხი მომავალი „VIII“ მსოფლიო საეკლესიო ან სრულიად მართლმადიდებელთა
კრების მოწვევის შესახებ. მართლმადიდებელთა ნაწილი საუბრობს კრების მნიშვნელობასა და
მისი სავარაუდო შედეგების სიკეთეზე, ხოლო ნაწილი ჯერ არმოწვეულ კრებას, უკვე „ავაზაკთა“
და „განდგომილთა“ კრებად სახელდებს. კრების მოწვევის მომხრეები თანამედროვე რეალობების
შეფასებითა და ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული გამოცდილების დამოწმებით,
ამტკიცებენ საეკლესიო კრების მოწვევის აუცილებლობასა
და მიზანშეწონილობას. მისი მოწინააღმდეგეები კი მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე მდგარ
პრობლემურ საკითხების უმნიშვნელობაზე საუბრობენ და მათი, ეკლესიის ნების საწინაამდეგოდ
გადაწყვეტის საფრთხეზე აპელირებით, წინდაწინ შეაჩვენებს იმას, რაც ჯერ არ მომხდარა.



