
St. Paul's Orthodox Christian Theology Centre
Monday, February 27, 2012
მარხვისათვის

Monday, December 26, 2011
ეკლესიებში არსებულ ჩვეულებათა მრავალფეროვნების შესახებ.

Monday, November 28, 2011
მღვდელმსახური და აღსარება
Monday, November 14, 2011
ქართული საქორწინო სამართლის კანონიკური ასპექტები
სრულად წაკითხვა
English version
Wednesday, November 2, 2011
თანაზიარება და განსხვავებულობა მართლმადიდებელ ეკლესიაში

წარმოგიდგენთ ავტორის მიერ 1993 წლის ოქტომბერში გამართულ ევროპულ მართლმადიდებლურ კონგრესზე წაკითხული ლექციის შემოკლებულ ვერსიას.
ავტორი: პერგამოს მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი
თანაზიარება და განსხვავებულობა _ როგორ შეიძლება ეს ორი შევარიგოთ ერთმანეთთან? ნუთუ არ არის ისინი ურთიერთგამომრიცხავი და ერთმანეთთან შეუთავსებელი? ნუთუ სიმართლე არ არის ის, რომ სხვა უკვე ნიშნავს ჩემს მტერს და ჩემს “დასაბამიერ ცოდვას,” რომ გავიხსენოთ ჟან-პოლ სარტრი?
ჩანს, რომ ჩვენი კულტურა განამტკიცებს ამგვარ ხედვას მრავალი თვალსაზრისით. ინდივიდუალიზმი ძევს ამ კულტურის საფუძველში. ეს იწვევს იმას, რომ ჩვენს კულტურაში სხვისგან თავის დაცვა წარმოადგენს ფუნდამენტურ აუცილებლობას. ჩვენ უფრო მეტად და მეტად ვგრძნობთ საფრთხეს სხვის მოახლოებისას. ჩვენ იძულებული ვართ და წახალისებულიც კი, რომ სხვა მოვიაზროთ ჩვენს მტრად მანამდე, სანამ მას მოვეპყრობით როგორც მეგობარს. სხვასთან თანაზიარება არ მყარდება სპონტანურად; ის იგება ჯებირებზე, რომლებიც გვიცავს სხვის სიახლოვეში ნაგულისხმევი ფარული ხიფათებისგან. ჩვენ ვღებულობთ სხვას მხოლოდ იმ პირობით, თუ ის არ ემუქრება ჩვენს პირად ცხოვრებას და სასარგებლოა ჩვენი ინდივიდუალური ბედნიერებისათვის.
Thursday, October 27, 2011
მებაჟის კონცეპტი წმინდა წერილში

Thursday, September 29, 2011
ეკლესიის საზოგადოებრივი მსახურება
დაპირებისამებრ გთავაზობთ საეკლესიო პირველწყაროებს თემაზე. ამჯერად წარმოვადგენთ ამონარიდებს წმინდანთა საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ ადრეული ხანის საეკლესიო ისტორიკოსთა და ჰაგიოგრაფთა ნაწარმოებებიდან.მთარგმნელი: ზურაბ ჯაში
საეკლესიო ისტორია
წიგნი I
თავი XI
თხრობა წმინდა სპირიდონის შესახებ;
მისი ზომიერებისა და სიმშვიდის შესახებ.
თუ როგორ იქცეოდა სტუმრების მიღებისას, ჩანს აქედან. უკვე ორმოცეული იდგა, როცა ერთი კაცი მივიდა მასთან მოგზაურობიდან. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩვევად ჰქონდა შინაურებთან ერთად მარხვის დაცვა და საკვებს არ იგემებდა დათქმულ დღემდე, მანამდე კი უჭმელი იყო. როდესაც ნახა, რომ უცხოელი ძალიან დაღლილი იყო, ქალიშვილს უთხრა: `წადი, დაბანე ფეხები და მიეცი საჭმელი~. როდესაც ქალწულმა მიუგო, რომ არც პური ჰქონდათ და არც შვრიის ფქვილი (რადგან მარხვის გამო ზედმეტი იყო მათი მომარაგება), მან ჯერ ილოცა და შენდობა ითხოვა, შემდეგ ქალიშვილს უბრძანა ღორის ხორცი, რაც კი მოიპოვებოდა სახლში დამარილებული, შეეწვა. როცა შეწვა, დაჯდა სტუმართან ერთად, დადო ხორცი და ჭამა, და ამ კაცსაც სთხოვა მისთვის მიებაძა. მან უარი უთხრა და თქვა, რომ ქრისტიანი იყო. მან კი მიუგო: `ამიტომ უფრო არ არის უარსაყოფი. რამეთუ საღვთო სიტყვა წარმოაჩენს, რომ განწმენდილთათვის ყველაფერი წმინდაა~ (ტიტ. 1, 15). ეს ითქვა სპირიდონის შესახებ.
Monday, September 26, 2011
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამოციქულო სტატუსის ისტორიულ-კანონიკური პრინციპები
ღვთისმეტყველების დოქტორი კანონიკურ სამართალში
ისტორიულად მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ-კანონიკურ აზროვნებაში არსებობს ორი განსხვავებული გაგება იმისა, თუ რომელ ადგილობრივ ეკლესიას შეიძლება ეწოდოს სამოციქულო: ერთი განსაზღვრების თანახმად სამოციქულოა ის ადგილობრივი ეკლესია, სადაც დაცულია წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო სწავლება, მეორე სწავლების მიხედვით კი სამოციქულო ეკლესიად იწოდებოდა მხოლოდ ის ადგილობრივი ეკლესია, რომლის ტერიტორიაზეც უქადაგია რომელიმე წმინდა მოციქულს.
Friday, July 29, 2011
უცვალებლისა და ცვალებადის შესახებ საეკლესიო კანონებში
გთავაზობთ მე-20 საუკუნის ცნობილი კანონისტის, ღვთისმეტყველის და საეკლესიო ისტორიკოსის – პროტოპრესვიტერ ნიკოლოზ აფანასიევის ნაშრომს.მოკლე ბიოგრაფიული ცნობა: დაიბადა 1893 წელს ოდესაში, სწავლობდა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის სამედიცინო და, შემდგომ, ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტებზე. 1921 წელს მოეწყო ბელგრადის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე. 1930 წლიდან პარიზის მართლმადიდებლურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს საეკლესიო სამართალსა და ბერძნულ ენაში. 1940 წელს მიიღო ხელდასხმა მიტროპოლიტ ევლოგისაგან, ხელდასხმის საიდუმლოების დროს ტრაპეზის ირგვლივ იგი მამა სერგეი ბულგაკოვმა და მამა კიპრიან კერნმა შემოატარეს. 1950 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "სულიწმინდის ეკლესია", რომლის მერეც ხდება პროფესორი. გარდაიცვალა 1966 წელს პარიზში.
მისი ძირითადი შემოქმედება ეძღვნება ეკლესიის და იერარქიის არსის და ეკლესიაში მრევლის როლის თემატიკებს.
მთარგმნელი - არჩილ მეტრეველი
წყარო - http://krotov.info/library/01_a/fa/nasyev_11.htm
Thursday, July 21, 2011
მოძღვრის მომზადების შესახებ
არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნიამონარიდი წიგნიდან: Архимандрит Киприан (Керн). Православное Пастырское Служение. Клин 2002.
თარგმნა ზაზა თვარაძემ
ჟურნალი “ემაოსი”, № 2-3.
პუბლიკაციის წყარო www.library.church.ge
მადლობას ვუხდით საიტის ადმინისტრაციას
მომავალი სულიერი მწყემსის მომზადება ქრისტიანობის ისტორიის ყველა დროებაში ღვთისმეტყველთა და ასკეტ-მასწავლებელთა ყურადღების ცენტრში იდგა. სამოძღვრო მეცნიერების კურსში ეს საკითხი რამდენიმე პრობლემად იყოფა. ეს ორი უმთავრესი კითხვაა:
1. საჭიროა მაღალი სამღვდელო მსახურებისთვის მომზადება, თუ მთელი ეს საქმე ღვთის მადლს უნდა მივანდოთ, რომელიც ყველაფერს შეავსებს და განკურნავს?
2. თუ მოზმადებაა საჭირო, მაშინ რაში უნდა მდგომარეობდეს ის?
ამ უკანასკნელ შემთხვევაში გამოიკვეთება რამდენიმე თემა: მომზადება სულიერი, მომზადება ინტელექტუალური, გარეგნული და ა.შ.
Monday, July 18, 2011
ი კ ო ნ ო მ ი ა
თეოლოგიაში - არჩილ მეტრეველი
კანონიკური სამართლის მეცნიერებაში ტერმინით „იკონომია“ აღინიშნება ეკლესიის პრაქტიკა, როდესაც, ამა თუ იმ საეკლესიო კანონის შეფარდება გარკვეული შემსუბუქებით ხდება, რაც, თავის მხრივ, იმ შესაძლო დაბრკოლების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, რომელიც კანონის მთელი სიმკაცრით შეფარდებამ შეიძლება გამოიწვიოს. ამდენად, მისდევს რა ადამიანთა ცხონებამდე მიმყვანებელ „სამეუფეო გზას“, ეკლესია, ამ ჭეშმარიტ გზაზე მტკიცედ მსვლელობისთვის, რიგ შემთხვევებში ცოდვილთა დასჯისას ავლენს მოწყალებას და მათ საეკლესიო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ეპიტიმიებს უმსუბუქებს. ამ გაგებით „იკონომიას“ სხვაგვარად „შეწყალებას“ უწოდებენ. თუმცა, არც „შეწყალება“ წარმოადგენს ტერმინ - „იკონომიის“ ზუსტ და პირდაპირ შესატყვისს, მეტიც მას ტერმინის ეტიმოლოგიურ მნიშვნელობასთან საერთო არაფერი აქვს, და არც ზემოთ მოყვანილი გაგება ამოწურავს მის არსს. ქრისტეს ეკლესიის დოქტრინალურ სწავლებასა და პრაქტიკულ ცხოვრებაში „იკონომიას“ გაცილებით დიდი მნიშვნელობა გააჩნია
სრულად წაკითხვა
Monday, July 11, 2011
იმის შესახებ, რომ ცოცხლები და მიცვალებულები არ უნდა გადაეცნენ ანათემას
წმ. იოანე ოქროპირიThursday, June 30, 2011
ფსევდოეკლესიური მითოლოგიური შემოქმედების საკითხისათვის
სტატია მომზადებულია დიაკვან მაქსიმე აზნარაშვილის მიერრამოდენიმე ხნის უკან სასულიერო პირებს შორის გაიმართა პოლემიკა საქართველოს დასავლურ ორიენტაციასა და რუსეთთან დამოკიდებულების შესახებ. ოპონენტების მსჯელობაში პოლიტიკური პროპაგანდის კვალი შეიმჩნეოდა. რუსული იმპერიალიზმის გასამართლებლად უდავო ავტორიტეტებიც იქნა მოხმობილი - წმ. სერაფიმ საროველი, წმ. ლავრენტი ჩერნიგოველი , ხოლო არგუმენტებად - მათი წინასწარმეტყველებანი.
საკითხი შინაგან გაორებას იწვევდა და ამ მოვლენის ღრმად გაანალიზებისთვის, მოძიებული იქნა მასალები ხსენებულ „წინასწარმეტყველებებზე“, რასაც გთავაზობთ წინამდებარე სტატიაში.
დავიწყოთ ცნობილი მართლმადიდებელი პუბლიცისტის ალექსანდრე ნიკოლოზის-ძე სტრიჟევის სტატიით : „რა არ წარმოუთქვამს ღირს სერაფიმ საროველს“ Чего не изрекал Преподобный Серафим - Тайна беззакония - РУССКОЕ ВОСКРЕСЕНИЕ:
Sunday, June 26, 2011
ქრისტიანობა და "არა კაც კლას" მცნების იკონომია
ავტორი: დეკანოზი ლევან მათეშვილისამწუხაროდ, ბოლო დროს მოხშირდა ქრისტიანობის თუ სხვა მსოფლმხედველობების მიმდინარეობები, რომელთა მიმდევრებიც აცხადებენ, რომ სამშობლოს დაცვა კაცისკვლას უკავშირდება, ეს კი, მათი აზრით, ბიბლიის ფუნდამენტურ მცნებას არღვევს. არგუმენტად მოჰყავთ ქრისტეს მცნება მტრის სიყვარულისა და მეორე ლოყის მიშვერის შესახებ. ეს მოსაზრებები, ერთი შეხედვით, მართლაც პოულობს საფუძველს წმინდა წერილში, მაგრამ -მხოლოდ ერთი შეხედვით. ისმის კითხვა: ძალუძს თუ არა მართლმადიდებელ ეკლესიას სამშობლოს დასაცავად გადახდილი ომისა და, შესაბამისად, იძულებითი კაცისკვლის, მტრის მოკვდინების, საღვთისმეტყველო საბუთით გამართლება? რა თქმა უნდა, ძალუძს. მისი საბუთი საკმაოდ ძლიერი და არგუმენტირებულია, წმინდა წერილს ეფუძნება და ფსევდომშვიდობისმყოფელების ფუჭ, სექტანტურ და ვიწრო აზროვნებას წარმოაჩენს.
Wednesday, June 22, 2011
მოუნათლავ ჩვილთა ხვედრის შესახებ
გთავაზობთ ორ პუბლიკაციას მოუნათლავ ჩვილთა ხვედრზე. პირველი პუბლიკაცია არის ამონარიდი მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის - ა. ი. ოსიპოვის წიგნიდან “სიცოცხლე გარდაცვალების შემდგომ”. პროფ. ოსიპოვის ამ ამონარიდს და ზოგადად მის ნაშრომებს მოყვა არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) პასუხი (იხ. Какое согласие между Христом и... профессором А.И. Осиповым?), რასაც, თავის მხრივ, მოყვა მოსკოვის სასულიერო აკადემიის ლექტორის – ა. ა. ზაიცევის კრიტიკული პასუხი ("Распроси ближнего твоего прежде, нежели грозить ему" О брошюре архимандрита Рафаила (Карелина) "Какое согласие между Христом и... профессором А.И.Осиповым"). აქ მოყვანილი მეორე პუბლიკაცია წარმოადგენს ა. ა. ზაიცევის ამ პასუხიდან ამონარიდს.პუბლიკაციები ბლოგისათვის ქართულად თარგმნა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ.
Tuesday, June 21, 2011
„ბოლო ჟამი“ მართლმადიდებლურ ტრადიციასა და დღევანდელობაში

ბოლო ჟამის თემას სრულად აქვს დაპყრობილი როგორც თანამედროვე ქართული საეკლესიო პრესა, ასევე ქართველ (და არამარტო ქართველ) მართლმადიდებელთა გულებიც. ცხადია, ამაში არაფერი გასაოცარი არ უნდა ყოფილიყო და არც გახდებოდა საჭირო მისთვის რაიმე კრიტიკული წერილის მიძღვნა, რომ არა ამ საკითხზე მსჯელობის მეტად უცნაური ხასიათი. საეკლესიო ჟურნალ-გაზეთებში და ზოგჯერ ღია ქადაგებებშიც ბოლო ჟამის სიახლოვე დასაბუთებული არის არა იმდენად წმინდა წერილის და წმინდა მამების სწავლებების მოშველიებით, რამდენადაც თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე თუ წარსული ისტორიული მოვლენებისა და ტექნიკური გამოგონებების „მეცნიერული ანალიზით“.
Wednesday, May 25, 2011
ოქროს საუკუნის ძიებაში
დიაკონი ანდრეი კურაევი"კითხულობ, როგორ არის ჩვენი საქმეები? უკიდურესად მძიმედ. ეკლესიის მწყემსების გარეშე არიან: კეთილი იღუპება, ბოროტება კი ყველგან იჩენს თავს. ჩვენ ღამით გვიწევს ცურვა, მეგზური ვარსკვლავები კი არსად ჩანს, ქრისტეს სძინავს".
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
"ოქროს საუკუნის ძიებაში" ასე ასათაურებს დიაკონი ანდრეი კურაევი ერთ-ერთ თავს 1999 წელს გამოცემულ წიგნში "О нашем поражении". წიგნის შესავალში ავტორი აღნიშნავს: "ამ თავის წაკითხვას უპირველეს ყოვლისა, იმ ახალგაზრდას ვურჩევდი, ვინც სემინარიაში ჩასაბარებლად ემზადება..." მართლაც, სასურველია და აუცილებელიც, რომ ეკლესიის ყველა წევრმა (და არა მარტო სტუდენტებმა) იცოდეს ეკლესიის ყველა წევრმა (და არა მარტო სტუდენტებმა) იცოდეს ეკლესიის რეალური ისტორია და სწორედ ეს იქნება მყარი ორიენტირი მარჯვნივ და მარცხნივ უკიდურესი გადახრებისაგან დასაცავად. იერარქიისა და მრევლის მძიმე სულიერი მდგომარეობა ყოველთვის იყო ამქვეყნიური ეკლესიის თანამდევი და სწორედ ამიტომ პოვა ასახვა ამგვარმა მოვლენებმა ეკლესიის მამათა ნაშრომებში... აღნიშნული თავი იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით.
Friday, May 20, 2011
ეკლესია და მონარქია: თეოლოგიური ანალიზი

Monday, May 16, 2011
წმინდა ანთიმოზ ივერიელი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე და მოაზროვნე

Sunday, April 24, 2011
ქრისტეს აღდგომის შესახებ

აღდგომის შესახებ საუბარი მგონია, რომ ყოველთვის რთულია. ისაუბრო ვნებებზე, მხსნელის ცხოვრების ტრაგედიაზე, სწავლებაზე, შედარებით მარტივია იმ მხრივ, რომ შეგვიძლია ადამიანურ გამოცდილებას დავეყრდნოთ. ყველამ ვიცით, თუ რა არის ავადმყოფობა, ტკივილი, ტანჯვა, სისასტიკე, მსხვერპლი, სიყვარული, შურისძიება, ღალატი, სისუსტე. ამიტომაც, როდესაც ქრისტეს ცხოვრების მოვლენებს ვეხებით და განვიხილავთ მომენტებს, როცა რომელიმე ამ თვისებათაგან იჩენს თავს, მარტივი ხდება ამის გაგება. ჩვენ განვსჯით იუდას, მაგრამ, ამასთნ ერთად, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ჩვენც ნაწილობრივ მოღალატეები ვართ. ჩვენ არ გავცემთ იესოს, რადგან არ ვიმყოფებით საფრთხის წინაშე; ჩვენ არ გავცემთ იესოს სიტყვით, მაგრამ ჩვენ მას ვღალატობთ იმით, რომ ვუწოდებთ უფალს და ღმერთს, ამ დროს კი მის სწავლებას უგულებელვყოფთ, არ მივსდევთ მის მაგალითს.



