Showing posts with label ლიტურგიკა. Show all posts
Showing posts with label ლიტურგიკა. Show all posts

Monday, January 16, 2012

ერთი მგალობლის მოსაზრებები დღევანდელი ქართული გალობის შესახებ

ავტორი: თამაზ გაბისონია, მგალობელი, მუსიკოლოგიის დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი



ახლახან საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ქართველი მგალობელი წმინდანები დაადასტურა ღვთის წინაშე ჩვენთვის მეოხთა შორის. გარდა იმისა, რომ ზოგადად საქართველოს მართლმადიდებელ მორწმუნეთათვის ყოველი ახლადაღიარებული   წმინდანი სულიერი ცხოვრების ახალი ორიენტირია, ფილიმონ ქორიძე და ძმები კარბელაშვილები, ცოტა ხნის წინ ასევე კანონიზირებულ ექვთიმე აღმსარებელთან ერთად ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის ღვთივსათნოდ გაწყობისა და ღვთისმსახურებაში დანერგვის შემწეებად მოიაზრებიან.

Wednesday, June 1, 2011

უძველესი წყარო ორმოცდაათდღიანი მსგეფსის, ანუ ხსნილის შესახებ

(აღდგომიდან სულთმოფენობის ჩათვლით)

‘დიდი სჯულისკანონის’ ძველ ქართულ ხელნაწერებშიდაცულია თარგმანი უაღრესად მნიშვნელოვანი კანონიკური ძეგლისა სათაურით: ‘პარასკევთათვის’ (გამოცემულია კ.კეკელიძის მიერ. იხილეთ ‘ეტიუდები’, IX, გვ.84-122). როგორც სათაურიდანაც ჩანს, ხსენებულ ძეგლში მოციქულთა სამოცდამეცხრე კანონის (აგრეთვე სხვა კანონიკური დადგენილებების) საფუძველზე დასაბუთებულია ოთხშაბათ-პარასკევის მარხვის აუცილებლობა მთელი წლისათვის. ამასთან, მითიტებულია ისიც, თუ როდის არისე ეს დღეები (ოთხშაბათი-პარასკევი) ხსნილი, ანუ როდის გვაქვს მსგეფსი. თხზულების ავტორის მიერ მოხმობილი კანონიკური წყაროებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი უძველესი დოკუმენტი, რაც მოთავსებულია უშუალოდ მოციქულთა კანონის შემდეგ და რაც წარმოადგენს IV საუკუნის მოძღვრის, წმ. ათანასე დიდის განწესებას, მიღებულს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მიერ (325 წ.). საგულისხმოა, რომ ეს დოკუმენტი დაცული ყოფილა ძალიან ძველ ეტრატის ხელნაწერში. მისი მომძიებელი (ზემოხსენებული კანონიკური თხზულების ავტორი) ხაზგასმით აღნიშნავს:
‘პირველსა კრებასა შინა დიდისა ათანასისგან დადებულისა განწესებისაგან, რომელი ვპოვე ფრიად ძუელსა შინა მრგუალსა ეტრატისა წიგნსა’ (გვ.88).

Thursday, May 5, 2011

ანჩისხატის ტაძრის საეკლესიო კითხვის წესი



ქართულ საეკლესიო კითხვის წესს თავისი ფესვები, ტრადიცია და ისტორია გააჩნია. მისი კილო ისეთივე უნიკალურია, როგორც ქართული მრავალხმიანი გალობისა. დღეს ჩვენს ტაძრებში საკითხავთა კითხვის წესს თითქმის საერთოდ არ ექცევა ყურადღება ან ხშირად ბერძნული ან რუსული სტილით ხდება საკითავების წაკითხვა. საბედნიეროდ ამ მიმართულებით არ შეწყვეტილა სამეცნიერო კვლებები, რომლის ერთ-ერთი მოთავე გახლავთ მამა დავითის ტაძრის მგალობელ-მედავითნე და ქართული გალობის დიდი ქომაგი - მალხაზ ერქვანიძე. მისი თაოსნობით მოხერხდა ჩაწერილიყო აუდიო დისკი, სადაც თავმოყრილია როგორც სახარების, ასევე სამოციქულოს და ფსალმუნთა კითხვის მაგალითები. გთავაზობთ ამ აუდიო დისკზე დართულ წინასიტყვაობას, სადაც განხილულია აღნიშნული საკითხის პრობლემატიკა და სირთულეები.

Sunday, February 6, 2011

მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ცვალებადობისა და უცვლელობის შესახებ


ავტორი: პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

თარგმანი: ქეთი ქევანიშვილი
მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ცვალებადობისა და უცვლელობის შესახებ

მართლმადიდებლური, ან „კათოლიკური“ ეკლესიის ისტორიის მანძილზე, ქრისტიანული რწმენა იყო განუყოფელი ლოცვისა და ღვთისმსახურებისგან, ხოლო ღვთისმსახურება კი ასახავდა ეკლესიის რწმენას. Lex Orandi–სა და Lex Credendi–ის განუყოფელობას (ლათინ.: ლოცვის წესი და რწმენის წესი – რედაქ. შენიშვ.) ცნობდნენ ძველი პერიოდის ბერობა. აბბა ევაგრი წერდა: „ვინც ლოცულობს, ის ღვთისმსახურია“, ხოლო ჩვენმა აღმოსავლურმა მართლმადიდებლობამ გამოცდილებით გამოსცადა და ეხლაც ცდის, თუ როგორ ნარჩუნდება რწმენა ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს. მრავალი საუკუნის მანძილზე მართლმადიდებლური ღვთისმსახურება ინარჩუნებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ახლო აღმოსავლეთში თურქეთის ბატონობის ქვეშ.

Friday, January 21, 2011

ქორწინება მართლმადიდებლობაში - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი


პროტოპრესვიტერ იოანე მეიენდორფ, ქრისტიანული მსოფლიო იცნობს, როგორც დიდ თეოლოგს და მოაზროვნეს, ჩვენ, დროთა განმავლობაში მის მრავალ ნაშრომს შემოგთავაზებთ.
ამჟამად ყურადღებას ვამახვილებთ, ისეთ საინტერესო თემაზე, როგორიცაა ქორწინება და მისი ქრისტიანული გააზრება, წიგნი ქორწინება მართლმადიდებლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე მართლმადიდებელ სამყაროში, წიგნი ქორწინების ბიბლიური და წინარექრისტიანული ისტორიის ანალიზის შემდგომ გადადის ქორწინების საიდუმლოს აღწერაზე და მნიშვნელობაზე,იქვეა საუბარი საკმაოდ საინტერესო (და საკამათო) თემებზე, როგორებიცაა ქორწინებათა რიცხვი, გაყრა, ე.წ. შერეული ქორწინება და სხვა ბევრი საინტერესო საკითხი.
ПРОТОИЕРЕЙ ИОАНН МЕЙЕНДОРФ. БРАК В ПРАВОСЛАВИИ