Showing posts with label ეკუმენიზმი და ეკლესიის საზღვრები. Show all posts
Showing posts with label ეკუმენიზმი და ეკლესიის საზღვრები. Show all posts

Monday, December 26, 2011

ეკლესიებში არსებულ ჩვეულებათა მრავალფეროვნების შესახებ.


გთავაზობთ ამონარიდს V საუკუნის ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსის სოკრატე სქოლასტიკოსის "საეკლესიო ისტორიიდან" ჩვენი ეკლესიისათვის მეტად აქტუალურ თემაზე.

ძვ. ბერძნულიდან თარგმნა ზურაბ ჯაშმა





არცერთი სარწმუნოება იცავს ერთსა და იმავე ჩვეულებას და ატარებს ერთსა და იმავე შეხედულებას ღვთის შესახებ. რამეთუ ერთი და იმავე რწმენის მქონენიც კი განსხვავდებიან ჩვეულებით ერთმანეთისაგან. ამიტომ, უჯერო არ იქნება, ცოტა რამ გიამბოთ ეკლესიებში არსებულ ჩვეულებათა შესახებ.

Monday, December 19, 2011

მართლმადიდებლობა და ეკუმენიზმი

ავტორი: ლევან აბაშიძე


ვაგრძელებთ პუბლიკაციების გამოქვეყნებას ეკუმენიზმის თემაზე. ამჟამად გთავაზობთ თეოლოგის ლევან აბაშიძის სტატიას „მართლმადიდებლობა და ეკუმენიზმი“, რომელიც გამოქვეყნდა ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტის ვებ გვერდზე.


ავტორმა ნება დაგვრთო სტატია განგვეთავსებინა ჩვენს ბლოგზე.


წყარო: ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტის ვებ გვერდი.

Friday, July 15, 2011

გამოთქმისათვის: „განუყოფელი ეკლესია“

სუროჟელი მიტროპოლიტი ანტონი (ბლუმი)
რუსულიდან თარგმნა ზაზა კვერცხიშვილმა
პუბლიკაცია დაიბეჭდა კრებულში "ეკლესიის საზღვრები" 2000 წელს
რედაქტორი თამარ გრძელიძე


მორწმუნეთა ჯგუფის წერილი:

მას შემდეგ, რაც ჩვენი ეკლესია ეკუმენურ მოძრაობას შეუერთდა, ჩვენს ენაში გაჩნდა გამოთქმები, რომლებიც ხშირად მორწმუნეთა იჭვს აღძრავს. თანაც, ეს გამოთქმები, რომელთა შინაარსი გაურკვეველია, იმდენად დამკვიდრდა ყოველდღიურ მეტყველებაში, რომ მათ ჩვენი მართლმადიდებლური ეპისკოპოსებიც იყენებენ.
ცთუნებაზე რომ არაფერი ვთქვათ, იჭვს მაინც აღძრავს გამოთქმა: „განუყოფელი ეკლესია“ ან „ძველი განუყოფელი ეკლესია“. მრწამსის წარმოთქმისას ჩვენ ვიცით, რომ ეკლესია არის ქრისტეს სხეული, განუყოფელი მისივე საკუთარი თავისგან, და რომ იგი, უწინარეს ყოვლისა, ერთიანია. ჩვენ გვახსენდება - „ნუთუ გაიყო ქრისტე?“ (1კორ. 1:13).

Sunday, July 3, 2011

ეკუმენიზმის მართლმადიდებლური გაგება

ინტერვიუ დიოკლიის ეპისკოპოს კალისტესთან (უეარი)

კალისტე - დიოკლიის ეპისკოპოსი (ტიმოთე უეარი) - (1934 - ) - დაიბადა ინგლისში. განათლება მიიღო თავდაპირველად ლონდონის უესტმინსტერის სკოლაში, შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც იგი სწავლობდა კლასიკურ ენებს, ფილოსოფიასა და თეოლოგიას. აქვე მას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდა 1958 წელს. 1966 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და აღიკვეცა ბერად წმ. იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში კუნძულ პატმოსზე, საბერძნეთში. 1966 წლიდან იგი გახლავთ ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი აღმოსავლეთის ეკლესიის მამების დარგში. იგი იყო ოქსფორდის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელი, სადაც დღემდე განაგრძობს მოღვაწეობას. 1982 წელს გახდა დიოლკლიის ტიტულარული ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში.


ინტერვიუ დაიბეჭდა კრებულში "ეკლესიის საზღვრები" 2000 წელს.
რედაქტორი თამარ გრძელიძე.

- რუსეთის ეკლესიასა და ზოგ სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაში ეკუმენიზმი განსაკუთრებული ყურადღებისა და დაძაბული დისკუსიების საგანი გახდა. როგორია ეკუმენიზმის თქვენეული გაგება და რას წარმოადგენს „მართლმადიდებლური ეკუმენიზმი“?

- „ეკუმენიზმი“, როგორც მე მესმის, გათიშული ქრისტიანების გაერთიანებას ნიშნავს. ეკუმენიზმის ჩემეულ გაგებას ორი პრინციპი უდევს საფუძვლად. პირველ რიგში, როგორც მართლმადიდებელს, მტკიცედ მწამს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ქრისტეს ერთადერთი და ჭეშმარიტი ეკლესია მთელს დედამიწაზე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობის წიაღში მოიძიება ქრისტიანული ჭეშმარიტების სისავსე. ამ თვალსაზრისით, როდესაც მრწამსის წარმოთქმისას ვაღიარებ ერთ წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, მე მწამს, რომ აქ სწორედ მართლმადიდებელ ეკლესიაზეა საუბარი.

Monday, April 18, 2011

დიდი სქიზმა

ეპისკოპოსი კალისტოს უეარი

აღნიშნული პუბლიკაცია პირველად დაიბეჭდა სტატიათა კრებულში "აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობა"


ჩვენ არ შევცვლილვართ; ჩვენ ისევ ისინი ვართ, რანიც ვიყავით მერვე საუკუნეში... თქვენც რომ გენებებინათ, კვლავ ქცეულიყავით იმად, რანიც იყავით ოდესღაც, როცა ჩვენ ვიყავით ერთიანნი რწმენასა და ურთიერთკავშირში!

ალექსეი ხომიაკოვი

აღმოსავლური და დასავლური ქრისტიანობის გაუცხოება

1054 წლის ერთ ზაფხულის დღეს კონსტანტინეპოლის წმ. სოფიის ტაძარში მსახურების დაწყების წინ კარდინალი ჰუმბერტი პაპის ორი ლეგატის თანხლებით ტაძრის შენობაში შევიდა და საკურთხევლისაკენ გაემართა. ისინი აქ ლოცვისთვის არ მოსულან. ლეგატებმა საკურთხეველზე დადეს პაპის ბულა განდგომის შესახებ და გავიდნენ. დასავლეთის შესასვლელიდან რომ გადიოდა, კარდინალმა მტვერი დაიბერტყა ფეხებიდან და წარმოთქვა: «დაე, უფალმა ნახოს და განსაჯოს». კარდინალს მისდია დაბნეულმა დიაკონმა და ევედრებოდა, უკან წაეღო ბულა. მან უარი თქვა, ხოლო ბულა ქვაფენილზე დაეცა.
ეს ინციდენტი პირობითად მიიჩნევა მართლმადიდებლურ აღმოსავლეთსა და ლათინურ დასავლეთს შორის დიდი განხეთქილების, ანუ სქიზმის დასაწყისად. თუმცა ისტორიკოსები დღეს თანხმდებიან, რომ განხეთქილების დაწყების ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის. ის თანდათან მწიფდებოდა და იყო შედეგი ხანგრძლივი და რთული პროცესებისა, რომელნიც მე-11 საუკუ ნეზე დიდი ხნით ადრე დაიწყო და მას შემდგომ დასრულდა.

Saturday, April 2, 2011

Using the principle of oikonomia in ecumenical discussions: reflections on "The Limits of the Church" by George Florovsky

წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართველი თეოლოგის თამარ გრძელიძის სტატიას, რომელიც ეძღვნება ეკლესიის საზღვრების თემას და კერძოდ გიორგი ფლოროვსკის ცნობილ ნაშრომს "ეკლესიის საზღვრების შესახებ". აღნიშნული სტატია დაიბეჭდა პერიოდულ გამოცემაში Ecumenical Review, The (იხ. Ecumenical Review, The, Vol. 56, issue 2, pages 234-246, April 2004).
სტატია ინგლისურ ენაზეა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.



ეკლესიის საზღვრების შესახებ

ავტორი: გიორგი ფლოროვსკი
არის თუ არა სული წმინდის მადლი არამართლმადიდებლებში? რას ნიშნავს არამართლმადიდებელთა მართლმადიდებლობაში გადმოსვლისას მიღების ლიტურგიკული პრაქტიკა? და ემთხვევა თუ არა ეკლესიის კანონიკური საზღვრები მის საკრამენტალურ საზღვრებს?

ამ საკითხებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ცნობილი რუსი თეოლოგის, პატროლოგის და ფილოსოფოსის გიორგი ფლოროვსკის ერთერთ მნიშვნელოვან ნაშრომს.

სტატია სპეციალურად საიტისთვის თარგმნა თამარ გრძელიძემ

Tuesday, March 29, 2011

სექტანტობა მართლმადიდებლობაში და მართლმადიდებლობა სექტანტობაში

არქიეპისკოპოსი იოანე (შახოვსკოი)
სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა გიორგი კილაძემ

მცდარი აზრია, რომ ყველა მართლმადიდებელი ნამდვილად არაა სექტანტი და ყველა სექტანტი არაა მართლმადიდებელი. ყოველი მართლმადიდებელი არ არის სულიერად ასეთი, და არც ყოველი სექტანტად წოდებულია სულით სექტანტი, და დღევანდელ დღეს შეიძლება შევხვდეთმართლმადიდებელს“ - ნამდვილ სექტანტს თავისი სულიერი მისწრაფებით: ფანატიკოსს, უყვარულს, გონებრივად შეზღუდულს, რომელიც ადამიანურ ხედვას ეყრდნობა, არა მოშურნეს, არა მწყურვალს ღვთის სამართლისა, მაგრამ განსივებულს თავისი სიმართლის სიამაყით, მკაცრად რომ განსჯის ადამიანს თავისი ცდომილი სიმართლის მწვერვალიდან - გარეგნულად დოგმატურად სწორ, მაგრამ სულში შობის არმქონეს და პირიქით, შეიძლება შევხვდეთ სექტანტს, რომელსაც აშკარად არ ესმის ღმრთისადმი სულითა და ჭეშმარიტებით მართლმადიდებლური მსახურების არსი, არ აღიარებს ეკლესიური ჭეშმარიტების ამა თუ იმ გამოხატულებას, მაგრამ სინამდვილეში ფარულადაა მასში ბევრი რამ ჭეშმარიტად ღვთიური, ჭეშმარიტად ქრისტესმიერი სიყვარულის მოჭარბება, ჭეშმარიტად ძმური დამოკიდებულება ადამიანებისადმი. ასეთი აღრევის არსებობა ქრისტიანულ საზოგადოებებში არ გვაძლევს უფლებას ზედაპირულად მივუდგეთ აღმსარებლობით დამოკიდებულებათა საკითხს. სექტანტები სცოდავენ მართლმადიდებლობის ვერგაგებით , ხოლო ჩვენც, მართლმადიდებლები, არ მივსდევთ ჩვენს მართმადიდებლობას, არ გვესმის რა მათი, სექტანტებისა, ზოგჯერ საოცრად მგზნებარედ და სიწმინდით რომ ესწრაფვიან უფლისკენ, ესწრაფვიან მასთან ერთობას

Saturday, March 12, 2011

კოლეგიალობა და პრიმატი მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიაში

ავტორი: პროფ. მღვდელი იოანე ერიქსონი

მრწამსის სიმბოლოში ვაღიარებთ ჩვენს რწმენას "ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისადმი",ზუსტად ისევე როგორც ვაღიარებთ "ერთ ღმერთს,მამას ყოვლისმპყრობელს", "ერთ უფალ იესო ქრისტეს", და "სულიწმინდას, უფალს ცხოველსმყოფელს". ეკლესია არის რწმენის საგანი,ჩვენი მრწამსის ნაწილი. და მაინც, აქ არ არსებობს _ ყოველ შემთხვევაში მართლმადიდებლობისთვის _ დოგმატი ეკლესიის შესახებ მსგავსად ნიკეის და I კონსტანტინოპოლის ტრინიტარული დოგმატისა, ან ეფესოს, ქალკედონის და მომდევნო მსოფლიო კრებების ქრისტოლოგიური დოგმატისა. არც სრულად ჩამოყალიბებული მოძღვრება არსებობს, მსგავსად სულიწმინდის გამომავლობის შესახებ მოძღვრებისა. ეკლესია აღიწერება, უფრო სწორად ის განდიდდება, როგორც ახალი სამოთხე, სულიერი ედემი, ღვთის საკურთხეველი, მიწიერი ზეცა. მაგრამ მისი არსი არ არის განსაზღვრული. რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაშიც კი დოგმატური დეფინიცია შედარებით ახალი მოვლენაა, და ამ შემუშავების საწყის ეტაპს, ვატიკანის I კრების Pastor Aeternus-ს, შეეძლო გამოეწვია ნიუმანის საყვედური: "როდის ყოფილა მოძღვრების de fide ღვთისმოსავობის ფუფუნება და არა მკაცრი აუცილებლობა?"
ეს ვითარება, რა თქმა უნდა, შეიცვალა უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში როგორც მართლმადიდებლებისთვის ასევე არამართლმადიდებლებისთვის. ეკლესიოლოგია გახდა ღვთისმეტყველების მთავარი შემადგენელი ელემენტი და ამ კონგრესის ყოველი განხილვის ცენტრალური თემას წარმოადგენს ეკლესიოლოგია: ურთიერთმიმართება ეკლესიაში ადგილობრივ ავტონომიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.

მთარგმნელი: ზურაბ ჯაში


Friday, February 25, 2011

მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის და ანათემების მოხსნის შესახებ

წარმოგიდგენთ სტატიას, რომელიც დაიბეჭდა ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტის პერიოდულ გამოცემაში ემაოსი (N1). სტატია ეძღვნება მეტად საინტერესო საკითხს - მართლმადიდებლურ-კათოლიკურ დიალოგს და 1965 წლის ისტორიულ მოვლენას, როდესაც ამ ეკლესიებმა, მათ საჭეთმპყრობელთა ( კონსტანტინეპოლის პატრიარქი ათენაგორა და რომის პაპი პავლე VI) მეთაურობით ერთმანეთს მოუხსნეს 1054 წელს წარმოთქმული საბედისწერო ანათემები.



Thursday, February 17, 2011

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის სიტყვა წარმოთქმული ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მეთორმეტე ასამბლეის გახსნაზე

მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის სიტყვა

წარმოთქმული ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მეთორმეტე ასამბლეის გახსნაზე

ტრონდჰაიმი, 26 ივნისი 2003

თქვენო აღმატებულებოანო,
ქრისტესმიერო ძმებო და დებო.
მეგობრებო,

დიდი სიხარულია და პატივი სიტყვით მოგმართოთ ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მეთორმეტე ასამბლეის გახსნაზე. დაე ის ვინც არის ჩვენი ერთადერთი მკურნალი და შემრიგებელი, მაცხოვარი იესო ქრისტე, იყოს ჩვენთან ყველა მსჯელობისას. ღმერთმა მოგვმადლოს მხნეობა, გულუხვობა და შემოქმედებითი ხედვა.

Friday, February 11, 2011

გიორგი მთაწმინდელი აღმოსავლეთის და დასავლეთის გზაგასაყარზე

ავტორი: ზურაბ ჯაში
თარგმანი გამოქვეყნდა სტატიათა კრებულში "აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობა" (2009)
საქართველოს ეკლესიის ისტორიის მრავალი ფურცელი დღესაც არ გამხდარა ისტორიკოსების მხრიდან ჯეროვანი ყურადღების ღირსი. მაშინაც კი, როცა ზოგიერთუ ასეთი ფურცლის ძიება არათუ რაიმე ძნელად ხელმისაწვდომ ხელნაწერებში ან უცხოენოვან წყაროებში გვიწევს, არამედ ჯერ კიდევ საშუალო სკოლის კედლებში ავად თუ კარგად ნაცნობ, ჩვენთვის ესოდენ სათაყვანებელ ჰაგიოგრაფიულ ძებლებში. ერთ-ერთ ასეთ შემთვევად მიგვაჩნია წმ. გიორგი მთაწმინდელის მიერ გამოხატული საღვთისმეტყველო პოზიცია ისეთ მეტად მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ 1054 წელს და ესოდენ დრამატული გავლენა იქონია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა შემდგომ ურთიერთობაზე.

აქვე დავაზუსტებდით, რომ განხეთქილება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის XI საუკუნეში არც დაწყებულა და არც დასრულებულა: ერთი მხრივ, ამ მიმართულებით საუკუნეების წინათ დაიწყო მოძრაობა ორივე ეკლესიამ, და, მეორე მხრივ, არც XI საუკუნის შუა ხანებში და არც მის შემდეგ კარგა ხანს გაუწყვეტიათ ერთმანეთთან კავშირი ისე რადიკალურად, როგორადაც დღეს არის წარმოდგენილი ან სურთ წარმოადგინონ. ამის მიუხედავად, ზემოდხსენებული თარიღი მაინც ყველაზე რელიეფურად იკვეთება ამ ურთიერთობებში და პირობითად მას შეიძლება ვუწოდოთ აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარი, რომელიც დღემდე არ შეერთებულა.

აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა ურთიერთმიმართების შესახებ ქართული საღვთისმეტყველო აზრის ისტორიისათვის უაღრესად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს დიდი საეკლესიო მოაზროვნისა და მწერლის, გიორგი მთაწმინდელის საღვთისმეტყველო პოზიციის გამოკვეთა და მისი შეფასება ზოგად-საეკლესიო ისტორიის კონტექსტში. ჩვენი სტატია მიზნად ისახავს ამ საკითხის კვლევისათვის საწყისი წერტილების მონიშვნას და კითვების დასმას კვლევის სამომავლო განვითარებისათვის.

სრულად წაკითვა

Monday, February 7, 2011

მსოფლიო კონფერენცია ლოზანაში “რწმენისა და საეკლესიო წყობისათვის“

ეკუმენიზმის თემა მორწმუნე საზოგადოებაში ძირითადად ტაბუდადებულია. ხშირად ამ საკითხისადმი დამოკიდებულება ეფუძნება საკითხის ძალიან პრიმიტიულ ხედვას და რაც მთავარია, მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციის გაუთვალისწინებლობას.

წარმოგიდგენთ წმინდა გრიგოლ ფერაძის ნარკვევს ლოზანაში ეკუმენური მოძრაობის შესახებ და მის სიტყვას წარმოთქმულს ამ კონფერენციაზე.
სტატია პირველად დაიბეჭდა წიგნში "ეკლესიის საზღვრები" თამარ გრძელიძის რედაქციით, შემდეგ კი ბიბლიურ თეოლოგიური ინსტიტუტის პერიოდულ გამოცემაში "დიალოგი" (N 4). გერმანულიდან თარგმნა თამარ ჭუმბურიძემ
––––––––––––––––––––––––––


Thursday, January 20, 2011

ჭეშმარიტი და ცრუ ეკუმენიზმი

ავტორი: პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

ამონარიდი ცნობილი თეოლოგის იოანე მეიენდორფის წიგნიდან. იოანე მეიენდორფი გახლდათ წინა საუკუნის გამოჩენილი თეოლოგი და ალექსანდრე შმემანთან ერთად ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთერთი დამაარსებელი. მრავალი წლის განმავლობაში იყო ამერიკის წმ. ვლადიმირის სახელობის სემინარიის დეკანი.

ინგლისურიდან თარგმნა თამარ გოგუაძემ
წიგნიდან: J. Meyendorff. Witness to the World (New York, St. Vladimir’s Seminary Press, 1987)
თარგმანი გამოქვეყნებულია სტატიათა კრებულში "აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობა" (2009)

დღეს ეკლესიაში საგრძნობლად მძაფრდება რეაქცია ეკუმენიზმის წინააღმდეგ. ეკუმენიზმი ხშირად მოიაზრება როგორც სანახაობა, ფუჭი სიტყვები, ამაო კონფერენციებზე სიარული და საეკლესიათაშორისო წესების კრებულთა ბიუროკრატიული მიმოხილვა. შეშინებული უმცირესობა ხმამაღლა ახდენს იმ კანონების ციტირებას, რომელიც კრძალავს მწვალებლებთან ერთად ლოცვას და აცხადებს, რომ მართლმადიდებელი სარწმუნოება ნელ-ნელა სუსტდება ყოველ ეკუმენურ ღონისძიებასთან ერთად.